IMEDI /  25 მაისი 2020, 16:47 / სანდო წყარო

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება.

როგორც მინისტრმა განმარტა კლინიკებისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, დღევანდელი დადგენილებით, 4 თვის შემდეგ ხდება. ცვლილების შესახებ პროექტს კი უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

„ანაზღაურების პერიოდის შემცირება სამედიცინო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ექიმების ანაზღაურებაზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა, ზოგადად კლინიკების დაფინანსებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსება, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გლობალური ბიუჯეტით მოხდა. სრულად იყო გათვალისწინებული მათი საჭიროებები და პერსონალის სახელფასო ანაზღაურების საკითხიც.

„რაც შეეხება გეგმურ ამბულატორიას, ამ კომპონენტში სახელმწიფოს აქვს კაპიტაციური დაფინანსება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქაც, ჩვენ გვაქვს რეალურად პროგნოზირებადი დაფინანსება, რომელიც ყოველთვიურად გადაეცემა დაწესებულებებს. ჩვენ ასევე გავააქტიურეთ პირველადი ჯანდაცვა, ანუ გეგმური ამბულატორია და ხდებოდა პაციენტების როგორც დისტანციური, ასევე ბინაზე მართვა. ამ შემთხვევაშიც დაფინანსება რეალურად არ შეგვიცვლია. რაც შეეხება გეგმურ ოპერაციებს, რომლებიც სახელდება თითქოსდა გადავადდა, ჩვენ გვქონდა ერთადერთი ცვლილება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ გეგმური ოპერაციების დაფინანსება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 4 თვისა. აქ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი შემდეგი ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვის აუდიტი როდესაც გაკეთდა ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კრიტიკული პროცენტული მაჩვენებელი გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას რომ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გეგმური ოპერაციების მაჩვენებელი არის 80-85%, საქართველოში ეს მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი, მხოლოდ 20%, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ინტერესი, რა თქმა უნდა, არის გეგმური ოპერაციების წახალისება, ვინაიდან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და სწორედაც ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზი და შესაბამისად ადრეულ ეტაპზე ჩატარებული გეგმური ოპერაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით რჩება უცვლელი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ იანვრის თვიდან 30 აპრილამდე ჯანდაცვის სამინისტროში, გეგმური ოპერაციების დაფინანსების მიზნით, შესულია 52 000-ზე მეტი მოთხოვნა და შესაბამისად სახელმწიფო, ყველა ამ ოპერაციის დაფინანსებაზე საგარანტიო წერილებს ეტაპობრივად, შესაბამის ვადებში გასცემს. მინისტრის თქმით, აღნიშნული მაჩვენებლები 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს ემთხვევა და შესაბამისად გეგმურ ოპერაციებზე მიმართვიანობა არ შემცირებულა.

„კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან, ვინაიდან ეს გახლავთ ის სექტორი, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გარანტიების არსებობას და ეს არის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მეტად არის წახალისებული. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ამ კონკრეტული მიმართულებით გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები და აკისრებს შესაბამის ვალდებულებებს, ვინაიდან კოვიდინფექციის პერიოდში ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის სწორი მოწყობა და ადეკვატური მზაობა, რომელიც აუცილებელი არის პანდემიის პერიოდში, იმისათვის რომ სრულად ვუზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სექტორის სრული მზადყოფნა საბოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შემოდგომაზე მსოფლიო კოვიდინფექციის მეორე და შესაძლოა ბევრად რთულ ტალღას ელოდება, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორი სრულიად იყოს მობილიზებული და შესაბამისად, მათ მიმართ მოთხოვნები უფრო მეტად გამკაცრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენ შემოდგომაზე მზად დავხვდეთ მოსალოდნელ პანდემიას, აქ აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ჩვენ ყოველთვიურ რეჟიმში ვადარებთ ყოველი წლის შესრულებას თუ რა შესრულება იყო 2019 და 2018 წლებში იმავე ჭრილში და ეს შესრულების მაჩვენებელი არ არის შეცვლილი, აქედან გამომდინარე, ფინანსურ კრიზისზე საუბარი ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფაქტებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, საიდანაც ხდება კლინიკების ანაზღაურება ეს თანხები და ეს რიცხვები აქვს და შეგვიძლია გავასაჯაროოთ, რაც მოხსნის საზოგადოების მხრიდან ყველანაირ კითხვას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ არსებული დაფინანსებიდან გამომდინარე, კლინიკებს არ აქვთ არანაირი საფუძველი, რომ გააუარესონ ოპერაციის ხარისხი და მით უმეტეს ეს აისახოს მედპერსონალის ხელფასზე.

„იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო პერსონალის დაზარალება მოხდება, ამ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო დადგება მედპერსონალის მხარეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 21:38

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა

„მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან ძალიან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ საერთო მომავალზე, რომელიც სამ ქვეყანას გაგვაჩნია. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები არამარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, არამედ საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით ძალიან აქტიურები ვიყოთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს. გვაქვს სურვილი, ერთად დავგეგმოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც სამმა ქვეყანამ ერთად უნდა გადავდგათ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

21 ოქტომბერი 2021, 21:18

მსოფლიო

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ალიანსის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ალიანსის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

პენიტენციურ სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და საპატიმროსთან მყოფ მხარდამჭერებს გადაძახილით საშხაპედან მიმართა, რითაც დაწესებულების შინაგანაწესი დაარღვია

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2021, 20:58

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - რას და როგორ გეგმავდა ყოფილი პრეზიდენტი სატვირთოს მისაბმელში, რომლითაც საქართველოში შემოიპარა

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟისურით არის გადაღებული, რამდენიმე რამ იკვეთება. ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა მის მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეო-მასალა სააკაშვილმა თავადვე გადაიღო.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 20:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მნიშვნელოვანია, როდესაც ევროპის საბჭოს სპიკერების კონფერენციაზე საქართველოზე საუბრობენ როგორც ერთ-ერთ მაგალითზე, რომელიც გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებაზე ზრუნავს

„ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ კუთხით გავაჩინეთ კონსტიტუციაში და ორი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც თავმჯდომარეობის დროს ჩავატარეთ. დიდი პატივი იყო ჩემთვის სპიკერების წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამომსვლელად წარდგომა და ინიციატივის გაჟღერება, რაც მოიაზრებს ყველა ქვეყნების პარლამენტების გარემოს დაცვითი კომიტეტების ერთიან დიდ კონფერენციას და პლატფორმის შექმნას, რომელიც უფრო ეფექტიანად ითანამშრომლებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი 2021, 20:38

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

21 ოქტომბერი 2021, 20:32

პოლიტიკა

საგარეო უწყება: სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 20:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად

„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრსარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ლევან ქარუმიძე

21 ოქტომბერი 2021, 20:10

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

21 ოქტომბერი 2021, 20:01

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

21 ოქტომბერი 2021, 19:35

COVID19

ჯანმო G20-ის ქვეყნებს მოუწოდებს, განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ.

სალომე ზურაბიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 19:00

პოლიტიკა

პრეზიდენტი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მატეუშ მორავეცკი

21 ოქტომბერი 2021, 18:50

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს

პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს, თუმცა არსებული დავების მოგვარებას შეეცდება, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

21 ოქტომბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მერობის კანდიდატს, შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 18:33

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე კირკიტაძეს: 2 მლნ ლარი იმ წართმეული ბიზნესების შემდეგ შესაძლოა არაფერია, ავტოფარეხების გარდა თქვენ კომპეტენცია არ გყოფნით

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის განაცხადებით, მისი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ლიფტების მომსახურებისთვის მოსახლეობის მიერ გადახდილი დაახლოებით, 2 მლნ ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. ლაცაბიძე მისი მერად არჩევის შემთხვევაში, რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

21 ოქტომბერი 2021, 18:26

COVID19

1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ

1-ლი ნოემბრიდან ისრაელში ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ უცხოელ ტურისტებს დაუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

კახა კუჭვა

21 ოქტომბერი 2021, 18:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარება

საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის კავშირი ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 18:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

„მინისტრმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გაუსვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებს“.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს სააკაშვილი 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული

მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მოსახლეობა აირჩევს განვითარებას, წინსვლას და მშვიდ მომავალს - გარწმუნებთ, რომ ამ ქალაქს არავის დავუთმობთ

ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდით რუსთავის სწორ განვითარებაზე - იმ გამოწვევებზე, რაც აწუხებს მოსახლეობას. დღესაც ამ გზიდან ჩვენ ვერავინ გადაგვიყვანს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ეს პროექტები ჩვენს ქალაქს მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.