25 მაისი 2020, 17:55 / სანდო წყარო

უხვი ნალექის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ კორპუსში წყალი ჩავიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ კორპუსში, უხვი ნალექის გამო, წყალი ჩამოვიდა.

კლინიკის ხელმძღვანელობის განმარტებით, მსგავსი პრობლემები საავადმყოფოში ხშირია და ეს ხელს უშლის საავადმყოფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჯერჯერობით, უცნობია, რა ზარალი მიადგა სამედიცინო დაწესებულებას.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, პაციენტებისთვის განკუთვნილ კორპუსში, ამ დროისთვის 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ყველა სიახლე

ვიოლეტა ტოვკესი

29 ნოემბერი 2020, 11:13

მსოფლიო

კიევში ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს

ტელეარხ NewsOne-ს კორესპონდენტს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. ინციდენტი 28 ნოემბერს კიევში მოხდა. ვიოლეტა ტოვკესი სატელევიზიო ჩართვაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აშუქებდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა კაცი მიიჭრა, მიკროფონი წაართვა და ხელი ჰკრა.

29 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

29 ნოემბერი 2020, 11:05

COVID19

კახეთში კოვიდინფიცირების 76 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 3,658-ს მიაღწია. რეგიონში ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-255, გურჯაანი-704, დედოფლისწყარო-326, თელავი-1030, ლაგოდეხი-472, საგარეჯო-355, სიღნაღი-214 და ყვარელი-303.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

29 ნოემბერი 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთმა Moderna-ს კიდევ 2 მილიონი ვაქცინის დოზა შეუკვეთა

ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს. ჯამში გაერთიანებული სამეფო „მოდერნასგან“ 7 მილიონ დოზას მიიღებს, რაც 3,5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.

29 ნოემბერი 2020, 10:40

სამართალი

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29 ნოემბერი 2020, 10:38

მსოფლიო

ცხოველთა უფლებების დამცველებმა 45 ძაღლი გადაარჩინეს, რომლებსაც ჩინეთის ხორცის ბაზრობებზე ყიდიდნენ

ძაღლები ნიუ იორკში ჩაიყვანეს, სადაც მათ ახალი პატრონები დახვდნენ. ცხოველების უფლებების დამცველებმა ძაღლები ხორცის ბაზრობებზე გაყიდვას უკვე მეორედ გადაარჩინეს. 27 ნოემბერს მათ აშშ-ში 34 ძაღლი ჩაიყვანეს.

29 ნოემბერი 2020, 10:36

COVID19

იაპონიაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2,688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კახი კავსაძე

29 ნოემბერი 2020, 10:33

COVID19

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. კახი კავსაძეს კორონავირუსი დადუდასტურდა. გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ის ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბერი 2020, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 14,611 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14,611 ადამიანს დაუდგინეს, 158 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,042,700 შემთხვევა გამოვლინდა, 16,123 ადამიანი გარდაიცვალა.

მელანია ტრამპი

29 ნოემბერი 2020, 10:19

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი მემუარების გამოცემას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, მელანიას ახლობლები კი თვლიან, რომ პირველი ლედის გულახდილი ისტორიები მკითხველისთვის საინტერესო იქნება და მას სოლიდურ შემოსავალს მოუტანს.

29 ნოემბერი 2020, 10:14

მსოფლიო

დნესტრისპირეთში დეფაქტო არჩევნები ტარდება

დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 262 საარჩევნო უბანი რეგიონში 00:07-ზე გაიხსნა. ე.წ. საკანონმდებლო ორგანის 33 მანდატისთვის 45 კანდიდატი იბრძვის. 32 მათგანი მოქმედი დეპუტატია.

29 ნოემბერი 2020, 10:08

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 41,810 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 41,810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 9,4 მილიონს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 496 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 136,696-ს აღწევს, ჯამში 8,8 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 09:56

მსოფლიო

სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს

სერბეთსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მიზეზი მონტენეგროში სერბეთის ელჩის, ვლადიმერ ბოჟოვიჩის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მონტენეგროს ხელისუფლების მიერ 1918 წელს მიღებული გადაწყვეტილება სერბეთთან გაერთიანების შესახებ ქვეყნის „გათავისუფლებას“ ნიშნავდა.

29 ნოემბერი 2020, 09:42

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს

მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება სანქციებს რეგულაციების დარღვევის გამო თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც ახორციელებენ არანებადართულ საქმიანობას.

29 ნოემბერი 2020, 08:54

მსოფლიო

იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ნუოროს პროვინციაში მდებარე ქალაქ ბიტიში 2 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე პარასკევს დაიწყო. სტიქიამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

29 ნოემბერი 2020, 08:33

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 85 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 238 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 85-ს ინფექცი აღმოაჩნდა. ამასთან, 2 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 883 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 81 პაციენტი, 3678 კი გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 08:16

მსოფლიო

ეთიოპიის არმიამ მეამბოხეების მიერ დაკავებული ტიგრაის შტატის დედაქალაქი გაათავისუფლა

ქვეყნის არმიამ კონტროლი დაამყარა აეროპორტზე, საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, რეგიონალურ ადმინისტრაციასა და სხვა საკვანძო დაწესებულებებზე. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის აბი აჰმედის განცხადებით, ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ ქალაქის მოსახლეობა არ დაზარებულა.

29 ნოემბერი 2020, 00:59

ტაბლოიდი

ინდოეთში 14 წლის ვუნდერკინდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ინდოეთში, ქალაქ ჰაიდარაბადში მცხოვრებმა 14 წლის მოზარდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შესახებ Newsflare იუწყება. აგსტია ჯაისვალი ჰაიდარაბადში ოსმანთა უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა. ის აცხადებს, რომ პირველი სტუდენტია, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი 14 წლის ასაკში მიიღო.