imedi /  26 მაისი 2020, 23:50 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: პროგრესი თუ შენარჩუნდა, ტუბერკულოზით დაავადებულ 700 პატიმარზე გათვლილი ციხე აღარ დაგვჭირდება

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩვენ გავაუქმეთ საპატიმრო დაწესებულება, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული 700 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, ვინაიდან მასში მხოლოდ 35 პატიმარი იმყოფებოდა, ადრე კი ეს ციხე იყო გადატვირთული და არც იყო საკმარისი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ამერიკული მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო. ეს გვახსენებს 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ამერიკამ ჩვენი ინსულინდამოკიდებულები გადაარჩინა, მაშინ ჩვენ რეალურად არ გვქონდა ინსულინი. ეს მხარდაჭერა ახალი არაა და მისი წყალობით ჩვენ ბევრჯერ გავედით ფონს, მაგრამ მხოლოდ მხარდაჭერა ვერაფერს იზამს, თუ შიგნით არ არსებობს პოლიტიკური ნება. როდესაც არსებობს მხარდაჭერაც და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებები, ჩვენ მივიღეთ საუკეთესო შედეგი. ამას წინათ გამოვეცით ბრძანება, რომელმაც თითქოს შეუმჩნევლად ჩაიარა, და გავაუქმეთ საპატიმრო დაწესებულება, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული 700 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი. მასში მხოლოდ 35 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან მხოლოდ 5-6 პირი იყო რეზისტენტული ფორმის. რა თქმა უნდა, ისინი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდნენ, მაგრამ ეს აჩვენებს მასშტაბს. მაშინ ის 700-კაციანი ციხე იყო გადატვირთული და არც იყო საკმარისი, ვინაიდან ეპიდემია მძვინვარებდა. დღეს მივიღეთ ცარიელი ციხე სწორი პოლიტიკის წყალობით. მე მახსოვს მთავრობის ის სხდომა, რომელიც ივანიშვილის 2013 წელს ხელმძღვანელობით ტარდებოდა. ჩვენ მოვისმინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარის და არჩილ თალაკვაძის მოხსენებები მოვისმინეთ და მაშინ მთავრობის ერთსულოვანი მხარდაჭერით საპატიმროებიდან დაიწყო ტუბერკულოზთან და C ჰეპატიტთან ბრძოლა. დაიხარჯა კოლოსალური თანხა, მაგრამ კოლოსალური იყო ძალისხმევაც, ვინაიდან ეს იყო არა ერთჯერადი, არამედ არაერთ წელზე გათვლილი პროგრამა. ეს პროგრესი ასე თუ შენარჩუნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ის 700-კაციანი ციხე აღარ დასჭირდება“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რაიმე რუსეთმა, ან დესტრუქციულმა ოპოზიციამ

ასე რომ, არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რაიმე რუსეთმა, ან თუნდაც ამ დესტრუქციულმა ოპოზიციამ რაიმე გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

ივანე მაჭავარიანი

02 ივლისი 2020, 12:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს და მათი 1% იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიცია შეხვედრა

02 ივლისი 2020, 12:12

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ

„გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი პერტაია

02 ივლისი 2020, 12:12

ეკონომიკა

გიორგი პერტაია : საქართველოს მთავრობამ ეფექტურად მართა კრიზისი, ჯანდაცვის სექტორი არის ძლიერი

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს. პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა. პერტაიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ეფექტურად მართა კრიზისი, ხოლო ჯანდაცვის სექტორი კი ძლიერია და ამ სახით კარგი პროდუქტუ გვაქვს მსოფლიოში გასაყიდად.

ვასილ კაკოვინი

02 ივლისი 2020, 12:12

სპორტი

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა, მისი კონტრაქტი ერთწლიანია. კაკოვინი აქამდე რასინგის ღირსებას იცავდა. 30 წლის პირველხაზელის დამატება ბორდოს, ლიონს, მონპელიესა და პერპინიანს სურდათ, მაგრამ კაკოვინმა არჩევანი მაისში პარიზული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა.კაკოვინთან ერთად სტად ფრანსემ არგენტინელი ფორვარდი მარკოს კრემერი წარადგინა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა. კრემერს უკვე 28 კეპი აქვს მოპოვებული. სტად ფრანსეს არგენტინელი გონსალო კესადა წვრთნის.

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

შსს-მ თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით

24 წლის შალვა გოგოლაძის სასამართლო

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

24 წლის ბრალდებულს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

24 წლის შალვა გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. თავად დაკავებული შალვა გოგოლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს. ბრალდების განმარტებით, არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულს აქვს მეზობელ ქვეყნებთან შემხებლობა და დატოვებდა ქვეყანას.

სომხეთი

02 ივლისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხური მედიის ცნობით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 26 658 შემთვევა დადასტურდა. განიკურნა - 15 036. აქედან, უკანასკნელ დღეებში - 473 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სომხეთში გუშინ კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა.

მიხეილ სააკაშვილი

02 ივლისი 2020, 12:02

მსოფლიო

სააკაშვილი: უკრაინაში საპროცესო შეთანხმებები უნდა შემოვიღოთ - საქართველოს ბიუჯეტში ამ გზით $2 მილიარდი დავაბრუნეთ

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთი კორონავირუსი

02 ივლისი 2020, 12:00

მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 660 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 661 165-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

02 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ: I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას; II ადგილი - Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა; III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს.

სვეტისლავ პეშიჩი

02 ივლისი 2020, 11:50

სპორტი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ბასკონიასთან" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, „ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 70 წლის სერბს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ხელმძღვანელებმა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაუწყვიტეს.

გიგი უგულავა

02 ივლისი 2020, 11:47

პოლიტიკა

გიგი უგულავა სოფელ ქედლების მოსახლეობას შეხვდა

„ხულოშიც, ქედაშიც, შუახევშიც, სოფლებში ერთი და იგივე პრობლემაა. ერთი - ვითომ რაღაცები არის გაკეთებული, სინამდვილეში მილები და წყლის სისტემები არის მოპარული. ფურცელზე ვითომ გაკეთებულია, მილიონებია დახარჯული, ხალხი წუხს, მაგრამ ფაქტია რომ სადაც არ უნდა მიხვიდე პრაქტიკულად ყველგან არის წყლის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს ფურცელზე მოაგვარა. სინამდვილეში ყვავის კორუფცია“, - განაცხადა უგულავამ.

02 ივლისი 2020, 11:43

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 11:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და კანადას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ მრავალი წელი იარსებებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის ხელისუფლებასა და ხალხს კანადის დღე მიულოცა. შესაბამისი პოსტი მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება“ - წერს ზალკალიანი.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:37

ეკონომიკა

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანია უნდა ჩაერთოს

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ეს პროცესი დროში რომ არ გადავადდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოგვყავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

02 ივლისი 2020, 11:36

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, ერთი კი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა. მათგან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი - მოქალაქე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი გახარია

02 ივლისი 2020, 11:34

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენი მევენახეებისთვის საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი გვექნება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები მაგ. თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და ასევე ყურძნის გადამუშავება. მოგეხსენებათ, რომ რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობაზე ვიმსჯელებთ და გვექნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახეებისთვის.“, - განაცხადა პრემიერმა.

02 ივლისი 2020, 11:34

სპორტი

გრაცის შტურმის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა ისევ წააგო. გრაცის გუნდმა მორიგი მატჩი სტუმრად ზალცბურგთან ჩაატარა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ეს შტურმისთვის, რომელმაც მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა, ზედიზედ მეხუთე წაგებაა. 24 წლის კიტეიშვილმა ზალცბურგთან შეუცვლელად ითამაშა და გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა თავი წინა ტურში ვენის რაპითან შეხვედრაშიც გამოიჩინა.

02 ივლისი 2020, 11:32

მსოფლიო

დაუნის სინდრომის მქონე მოდელი მოდის გიგანტებმა აღიარეს

18 წლის ელი გოლდსტეინი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, Gucci-ს რეკლამისთვის გადაიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Newsum ავრცელებს. ახალგაზრდა მოდელის ფოტოები ჟურნალმა Vogue-მ დაბეჭდა. გოლსტეინი დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი გახდა, რომლითაც მოდის ინდუსტრიის გიგანტები დაინტერესდნენ. „მე ეს ძალიან მომწონს. მადლობა ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფოტოსესიის შემდეგ 18 წლის მოდელმა, რომელიც 2017 წლიდან სამოდელო სააგენტო Zebedee Management-თან თანამშრომლობს.