imedi /  29 მაისი 2020, 11:28 / სანდო წყარო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ექსტერნატის გამოცდდები

განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

„ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: ა)ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია: ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); მე-12 კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით: წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.

ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220“, - ნათქვამია განათლბის სამინისტროს მიერ გავრცელებუ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 01:47

COVID19

ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მაიკლ ფლინი

26 ნოემბერი 2020, 01:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი თანაშემწე, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:28

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდია რისკი, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ

რა თქმა უნდა, ძალიან რთული მისაღწევია ის ამოცანა, რომელიც არის დასახული, გვინდა ან ეპიდმიის ძალიან დრამატულ ტრაექტორიაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და მეორე მხრივ გვინდა, რომ ეკონომიკა საერთოდ არ დაზიანდეს, ეს ამ ეტაპისთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ჩვენ 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 01:13

COVID19

ლევან რატიანი: ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია

ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა ბლოკავს ჯაჭვის გავრცელებას.

26 ნოემბერი 2020, 01:13

COVID19

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება

ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამშაბათს დაამტკიცა. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს ტამპონები და საფენები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს დასჭირდება. სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტებში საპირფარეშოებში უნდა განათავსონ.

დონალდ ტრამპი

26 ნოემბერი 2020, 01:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მაქინაციებს მიმართა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ

„პაციენტების 80-85%-ის მართვა სახლში შეიძლება. მაგრამ ადამიანი, რომელიც 10 თვე ისმენდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს საავადმყოფოში ვათავსებდით, ველოლიავებოდით, სანამ ორი pcr ტესტი არ იქნებოდი უარყოფითი არ ვუშვებდით, ზოგიერთი 40 დღეზე მეტხანს იწვა საავადმყოფოში, დააჯერე ახლა ამ ადმიანს რომ 4-5 დღე ექიმი რომ არ ურეკავს, ექიმი არ სჭირდება. ფსიქოლოგიურად ეს ადამიანები გატყდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ ექიმები, ყველა პლათფორმას ვიყენებთ, მნშვნელოვანია ვუთხრათ ამ პაციენტებს, რომ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთ ექიმზე მაინც ხელმისაწვდომობა არ აქვს, თუნდაც სტომატოლოგი იყოს, ჯობს დავეკითხოთ, არაინფიცირებული ოჯახის წევრი მივიდეს აფთიაქში, აფთიქარი სერიოზული პროფესიაა და ისიც ექიმია. უნებართვოდ არ მივიღოთ წამლები. ბერმა გადაწყვიტა, რომ ანტიბიოტიკი უნდა დალიოს, ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ექიმის უნებართვოდ ანტიბიოტიკი არ მივიღოთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 00:58

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამ ტრაექტორიით გავაგრძელებთ მოძრაობას და არ ვიმოქმედებთ, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით თებერვლის ბოლოსთვის საქართველოში 4000-მდე გარდაცვლილი გვეყოლებოდა

პოლიტიკური პროცესების მძევალია ჩვენი ეპიდემია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. პრემიერიც ამბობს ამას და ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ ამან მოიტანა ეს. ერთის მხრივ, 2 მილიონი ადამიანის არჩევებზე მისვლა, ყველა მხარეს ეხება, მაგრამ ჩვენ ახლა ამ რეალობას უნდა შევხედოთ და ძალიან სწორი ნაბიჯებით უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:53

COVID19

ლევან რატიანი: ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ნევროლოგიური და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია

ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „პანიკა ძალიან ცუდის ნიშანია. ცუდია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმში არის შფოთვა. ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი. როდესაც ადამიანი არის განცდაში, რომ დასანებოვნდება, აუცილებლად ცუდად გახდება, აუცილებლად გაურთულდება დაავადება. ეს არა მარტო კოვიდს ახასიათებს, ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში, თუ ადამიანი არ არის ბრძოლისუნარიანი და არ აქვს განზრახული, რომ ის ამ დაავადებას ამარცხებს, დაავადებასთან ერთად დამარცხდება. “, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი, ყველა გმირია

დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი ყველა გმირია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იბრძვიან ისინი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება დავსნებოვნდეთ და სამწუხაროთ დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილი- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება, მედპერსონალი ვერ ეყოფა ამდენ ინფიცირებულს

როდესაც ინფექცია ვრცელდება, მას სჭირდება მოვლა. მოვლას აქვს თავისი რესურსი, განსაკუთრებით სამედიცინო მედპერსონალის მხრივ. უსასრულო, გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება მედპერსონალი არ ვართ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით, რომ ამდენ ინფიცირებულსა და დაავადებულს მოვუაროთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ცნობილი ფაქტია, რომ 20% ადამიანებისა, რომლებიც ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 3 ათასის 20% არ არის ძალიან ცოტა. თანაც ეს არ არის დაავადება, რომლის ლიკვიდაციის პროცესიც 1 დღეშია შესაძლებელი, მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. განსაკუთრებით თუ პაციენტი ხვდება ინტენსიურ თერაპიაში. თვეობით წვანან, რადგან ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან, ემატებათ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, როდესაც მულტიორგანულ უკმარისობასთან

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:40

COVID19

ლევან რატიანი: ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი

მე არ ვარ მომხრე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საველე ჰოსპიტალები, რადგან საბედნიეროდ გვაქვს ჰოსპოტალური სექტორი, რომელიც ამ ეტაპამდე მეტნაკლებად ართევს თავს. ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

26 ნოემბერი 2020, 00:39

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ ამ პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს აქვს თავისი წვლილი. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად, რამდენად თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ყველა წესს, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, პირბადეების მოხმარება საზოგადოებაში თუ გაიზრდება მნიშვნელოვნად 95%-მდე ეს 70%-მდე ანელებს ვირუსის გავრცელებას. ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებაა საჭირო ამ დროს. ეს არის ძალიან კომპლექსური საგანი, კომპლექსური თემა. ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

მაია ცქიტიშვილი

26 ნოემბერი 2020, 00:30

COVID19

მაია ცქიტიშვილი: რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც ხდება წესების დაცვის უგულებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება

ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება, განსაკუთრებით ისეთი შეკრება, სადაც არ ხდება წესების დაცვა, პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ჩვენ ვხედავთ დღეს ვირუსის გავრცელების მაღალ ტემპს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმ მაღალ მობილობასთან, რომელიც ჩვენ ყვე;ას გვქონდა არჩევნების წინა პერიოდშიც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც არ ხდება წესების დაცვა, სადაც უგულებელყოფილია წესები, მიტ მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება პოლიტიკურ აქციებს, ნებისმიერი სახის სხვა თავყრილობებს. აქციების ეს არის სფერო, სადაც წესების დაცვა ხდება ყველაზე ცუდად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

26 ნოემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა

პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატის ტერიტორიაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:01

COVID19

ლევან რატიანი: ესაა დაავადება, რომელიც სახადივით იქნება სამყაროსთვის

თუ ქაოსი გვექნება, დამიჯერეთ, რომ ეს დაავადება დაგვამარცხებს, მაგრამ თუ ყველა გავერთიანდებით და ერთმანეთზე ზრუნვას ვისწავლით, აუცილებლად გადავრჩებით, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ​ ​პირველ ეტაპზე, წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:49

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგემება

„ჩვენ გვაქვს დამატებითი საწოლფონდის მობილიზების რესურსი, თუმცა ეს რესურსი შეუზღუდავი არ არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტალების მოწყობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის სივრცე, სადაც დალაგებულია საწოლები. ეს პირველ რიგში არის ამ სივრცის მომსახურე ექიმები და სწორედ ექიმების რესურსი არის ყველაზე ძვირფასი და შეზღუდული რესურსი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

25 ნოემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:47

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მთავრობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ვირუსს, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად დავიცავთ რეკომენდაციებს

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ ამ პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს აქვს თავისი წვლილი. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად, რამდენად თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ყველა წესს, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, პირბადეების მოხმარება საზოგადოებაში თუ გაიზრდება მნიშვნელოვნად 95%-მდე ეს 70%-მდე ანელებს ვირუსის გავრცელებას. ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებაა საჭირო ამ დროს. ეს არის ძალიან კომპლექსური საგანი, კომპლექსური თემა. ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა

ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ დაგვჭირდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების შენელებაში.