imedi /  31 მაისი 2020, 12:34 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანასა და მოქალაქეს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პოლიციის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

„ექიმები და შემდგომ პოლიციელები, ყველა ერთად, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 10 000 კაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ პროცესში ჩართული. როდესაც ადამიანს ესმის იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც აკეთებს, მეტი ღირსებით აკეთებს ამას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, მეტი პასუხისმგებლობა აქვს თითოეული მოქალაქის და საერთოდ სამართლიანი ნაბიჯების, სამართლიანი ქმედებების კონტექსტში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ გახდება წარმატებული, ძლიერი სახელმწიფო თუ თქვენ ღირსეულად და სამართლიანად თქვენს საქმეს არ გააკეთებთ. ეპიდემიასთან ბრძოლაში პოლიციის როლი, ფუნქცია, გამოყოფილია, ცალკეა. საერთო საქმეში ამ როლის და ფუნქციის მნიშვნელობა უდიდესია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა - დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა. დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა. საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას.

„რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" - ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი - რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი - ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი - ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი - ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ყველა სიახლე

ალექსანდრა ჟუკოვსკაია

04 ივლისი 2020, 15:42

პოლიტიკა

უკრაინელი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის იდეას ეხმაურება

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებად შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინიშნონ, მოსამართლე ალექსანდრა ჟუკოვსკაია გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

04 ივლისი 2020, 15:41

სამართალი

თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის, თუმცა მათ ეს არ გაიზიარეს

„როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

დიეგო არმანდო მარადონა

04 ივლისი 2020, 15:31

ტაბლოიდი

მარადონა კოკაინს აღარ მოიხმარს, მაგრამ ალკოდამოკიდებული გახდა

„დიეგო კოკაინზე დამოკიდებული აღარაა, მაგრამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებს. კარანტინში ყოფნამ და ოჯახურმა პრობლემებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის წლების განმავლობაში იღებდა ანქსიოლიზურ საშუალებებს და ახლა ვცდილობთ დოზები ეტაპობრივად შევუმციროთ“.

მამუკა ხაზარაზე

04 ივლისი 2020, 15:26

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს

„ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალ წევრებს წარდგენის ღონისძიებაზე ესაუბრა.

პეტრო პოროშენკო

04 ივლისი 2020, 15:21

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: მზად ვარ ციხეში წავიდე, რათა უკრაინა გადარჩეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გადასარჩენად მზად არის ციხეში წავიდეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან პირად შურისძიებად აფასებს. ამის შესახებ მან BBC-ის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 15:18

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა,პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ 418 პაციენტი გარდაიცვალა..

კადრი ფილმიდან „ინფიცირება“

04 ივლისი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

კვლევა: სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები პანდემიას უკეთ გაუმკლავდნენ

„თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა.

მავრების ქუჩა

04 ივლისი 2020, 14:40

მსოფლიო

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ

ბერლინში მეტროს სადგურ „მავრების ქუჩას“ სახელს გადაარქმევენ. ინფორმაცაის ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბერლინის სატრანსპორტო კომპანიაში ჩათვალეს, რომ სახელწოდება დისკრიმინაციული ხასიათისაა. გადარქმევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს იმაზე, საჭიროა თუ არა ამავე სახელწოდების ქუჩისთვის სახელის გადარქმევა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივლისი 2020, 14:27

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!“, - ნათქვამია ოხანაშვილის განცხადებაში.

ბარაკ ობამა

04 ივლისი 2020, 14:23

მსოფლიო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს. ვიდეო

როგორ აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტი 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვიდეოში ასახულია 1992 წლიდან მოყოლებული კადრები, სადაც ჩანს ჯორჯ ბუში უფროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი.

გერმანია პირბადე

04 ივლისი 2020, 14:05

COVID19

ბერლინის მოსახლეობას პირბადის არასწორი ტარების აღსაკვეთად მოუწოდებენ დეზოდარანტი არ იხმარონ

გერმანიის დედაქალაქში მეტროსა და ავტობუსებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნიღბის ტარება აუცილებელია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები პირბადეს არასწორად - მხოლოდ პირზე ატარებენ.

კორონავირუსი სპორტდარბაზი

04 ივლისი 2020, 13:47

COVID19

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია. 25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.

04 ივლისი 2020, 13:43

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება მთელი რიგი წარმატებული პროექტები“.

უგანდა ტაქსის მძღოლი თავის დაწვა

04 ივლისი 2020, 13:40

მსოფლიო

უგანდაში ტაქსის მძღოლმა პოლიციის განყოფილებაში 40 დოლარის გამო თავი დაიწვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტაქსით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. მაგრამ ვალუგემბეს მოტოციკლი მეგობარს ათხოვა, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის სამართალდამცველებმა.

04 ივლისი 2020, 13:40

COVID19

დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსს 616 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 54 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 616 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2 890 588 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 132 101 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის დამარცხება 1 235 488-მა ადამიანმა შეძლო.

საბა კვირკველია

04 ივლისი 2020, 13:25

სპორტი

საბა კვირკველიამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვოს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას გაშვებას აპირებს. რუსული მედიის ცნობით, ლოკომოტივი ცენტრალურ მცველლს ეძებს და ამ პოზიციაზე კვირკველიას სავარაუდო შემცვლელებიც ჰყავს, რომლებიც 28 წლის ქართველ ფეხბურთელზე უმცროსები არიან.

04 ივლისი 2020, 13:20

მსოფლიო

ბრიტანეთში არალეგალური მუსიკალური ღონისძიების დაშლისას 7 პოლიციელი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, დასავლეთ ლონდონში, არალიცენზირებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე შეკრებილთა დაშლის მცდელობისას 7 სამართალდამცველი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეკრებილებმა პოლიციელებს აგურები დაუშინეს, რის შედეგადაც მათი ნაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადამიანი ძაღლი ასაკი

04 ივლისი 2020, 13:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ფორმულა შეადგინეს, რომელიც ძაღლების ზრდის სიჩქარეს ითვალისწინებს. კვლევისთვის მათ ლაბრადორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდებიან, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კი ეს ტემპი უფრო ნელი ხდება.

04 ივლისი 2020, 13:11

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია: ფოთის წყალარინების ქსელის მშენებარე კონტრაქტორს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიეცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ფოთში წყალარინების ქსელის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში სამუშოები მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მშენებელი კონტრაქტორი ახალი ქსელის მოწყობას რეკვავას, აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგისა და თავდადებულის ქუჩებზე ახორციელებს.

აჭარა დახმარება

04 ივლისი 2020, 13:08

რეგიონი

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სამთავრობო კომისიის წევრების რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.