imedi /  01 ივნისი 2020, 12:35 / სანდო წყარო

UNICEF: საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები

UNICEF-საქართველო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ძირითადი მომსახურებები ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებსა და მოზარდებზე. გაერო-ს ბავშვთა ფონდს განსაკუთრებით აღელვებს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ძირითად მომსახურებებსა და რესურსებზე.

„კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა, ან არ არის სათანადო პირობები, ხელსაბანი, სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაერო-ს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო, უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე. ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ძირითადი მომსახურებების გაძლიერებისათვის და თითოეული ბავშვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს ბავშვთა ცხოვრებაში მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას კოდექსის განხორციელებაში“, – აცხადებს ღასან ხალილი.

ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო, ძალაში შედის 2020 წლის სექტემბერში.

განმარტებით, კოდექსი, ეს არის ქოლგა დოკუმენტი, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს ბავშვის კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანეს ყველა ძირითად პრინციპს. ყველა სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა ადმინისტრაციული უწყებები, საერთო სასამართლოები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები ბავშვებთან იმუშავებენ და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ სწორედ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე

ყველა სიახლე

კრიშტიანუ რონალდუ

08 ივლისი 2020, 12:28

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ „მილანთან“ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 7 ივლისს, „მილანთან“ მარცხის შემდეგ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა. „ეს არ არის ის შედეგი, რაც ჩვენ გვსურდა, მაგრამ თავები მაღლა უნდა ავწიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა რონალდუმ.

მანუელ პელეგრინი

08 ივლისი 2020, 12:15

სპორტი

მანუელ პელეგრინი „ბეტისის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ცნობილი ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი სევილიის „ბეტისის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს. პელეგრინი გუნდს მომდევნო სეზონიდან უხელმძღვანელებს, მიმდინარე ლა ლიგას კი „მწვანეებს“ დროებითი მწვრთნელი ალექსის ტრუხილიო ჩაამთავრებინებს. პელეგრინის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ვესტ ჰემი“ იყო, საიდანაც 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, იქამდე კი „ვილიარეალში“, „რეალში“, „მალაგასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობდა. წინასწარი ინფორმაციით, პელეგრინი „ბეტისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მკვლელობა მუხრანში

08 ივლისი 2020, 12:07

სამართალი

რას ყვება ქალი, რომლის შვილმაც, სავარაუდოდ, მამა და ბაბუა დანით მოკლა

28 წლის კაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. მეზობლების განცხადებით, მოტივი და მიზეზი, შესაძლოა, ძალადობა იყოს. სავარაუდო დამნაშავის ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა რძალზე. ადგილობრივები ახლგაზრდა კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს დედის დაცვით ხსნიან.

დერიკ ოტიმი

08 ივლისი 2020, 12:06

სპორტი

ფეხბურთელი დერიკ ოტიმი 24 წლისა გარდაიცვალა

„ნოტინგემ ფიორესტის“ ყოფილი ფეხბურთელი დერიკ ოტიმი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს. სპორტსმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდიელოთ კაროლინაში მეგობრებთან ყოფნის დროს, წყალსაცავში დაიხრჩო. კარიერის საწყის ეტაპზე ოტიმი „ნოტინგემის“ აკადემიაში თამაშობდა, რის შემდეგაც საცხოვრებლად ამერიკაში გადაბარგდა და ქსავიეს უნივერსიტეტში სწავლობდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, დერიკმა მათ უთხრა, რომ სასეირნოდ აპირებდა გასვლას და ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

ძაღები ხორცი დახოცვა

08 ივლისი 2020, 12:06

მსოფლიო

კამბოჯის ცენტრალურ ტურისტულ ქალაქში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალა

აზიის ქვეყნებში ძაღლის ხორცი პროტეინის იაფფასიან წყაროს წარმოადგენს. კამბოჯაში ყოველწლიურად აქ ხორცის გამო 3 მილიონამდე ძაღლს ხოცავენ. სიემ რიპში ძაღლის ხორცისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება 20 რესტორანში შეიძლება. მათი ფასი 2.5-დან 10 აშშ დოლარამდე მერყეობს.

08 ივლისი 2020, 11:48

საზოგადოება

მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

რეკრეაციული ზონის მოწყობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, გამგეობები ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებენ თავიანთ რაიონებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:43

საზოგადოება

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს

თბილისის მერია საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. ამ შენობების საპრივატიზაციოდ მომზადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

08 ივლისი 2020, 11:41

COVID19

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 535 ადამიანი დაინფიცირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 520 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 29 820-მდე გაიზარდა, ჯამში, სომხეთში 679 პაციენტი გარდაიცვალა, 17 427 კი გამოჯანმრთელდა.

რიყე საბაგირო თბილისი

08 ივლისი 2020, 11:40

საზოგადოება

თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზი აშენდება

„ეს კონკრეტული მონაკვეთები არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ დაფინანსდება“, - აღნიშნა კალაძემ.

08 ივლისი 2020, 11:35

COVID19

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

08 ივლისი 2020, 11:29

სპორტი

სარაგბო კლუბი „არესი“ რაგბის კავშირს ჩემპიონატის განახლებისკენ მოუწოდებს

სარაგბო კლუბმა „არესმა“ საქართველოს რაგბის კავშირს სპეციალური განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ განცხადება გუნდმა Facebook გვერდზე გაავრცელა. ქუთაისის გუნდი კავშირს მოუწოდებს მიიღოს გადაწყვეტილება ჩემპიონატის განახლების შესახებ და მისცეს კლუბებს საშუალება სამართლიან გარემოში გადაწყდეს მიმდინარე ჩემპიონატში, როგორც დიდი 10-სა და პირველი ლიგაში, ასევე რეგიონულ ლიგაში ჩემპიონატის მონაწილე გუნდთა ბედი.

Lufthansa 

08 ივლისი 2020, 11:27

საზოგადოება

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს

აგვისტოდან ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ფრანკ რიბერი

08 ივლისი 2020, 11:25

სპორტი

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გაძარცვეს. ბოროტმოქმედები მის სახლში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ის კლუბთან ერთად ვარჯიშობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ადგილზე მისვლის შემდეგ რიბერიმ მაშინვე პოლიცია გამოიძახა და როგორც გაირკვა, უამრავი ძვირფასი ნივთია წაღებული. ყოველივე ამის შემდეგ ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფლორენცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა შექმნილი, რის გამოც „ფიორენტინას“ ფან-კლუბი, როგორც კი მაყურებელს მატჩებზე დაუშვებს, მისთვის ობსტრუქციის მოწყობას გეგმავს.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:24

საზოგადოება

კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსების პრობლემა მალე მოგვარდება

„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც შედეგება ბევრი კომპონენტისგან. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, მხედველობაში მაქვს ავტობუსები, მთლიანად იყოს განახლებული, მოწესრიგებული და პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ როგორც დაგპირდით ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

08 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

კახა კალაძე: მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები

„მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ყველა მათგანს ამ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში და მინდა მივმართო, რომ რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს და მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ, ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ახალგაზრდებისთვის, შვილებისთვის. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, - განაცხადა მერმა.

თბილისის აეროპორტი

08 ივლისი 2020, 11:20

საზოგადოება

რა პროცედურებს გაივლიან საქართველოში ევროპის 5 ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები

საზღვრის გადმოკვეთამდე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვასა და ესტონეთიდან ჩამოსულმა მგზავრებმა უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ინფორმაცია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

08 ივლისი 2020, 11:17

COVID19

ჯო ბაიდენი: ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეს მე კვლავ შევუერთდები ჯანმოს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აშშ-ის წევრობას აღადგენს.

08 ივლისი 2020, 11:17

რეგიონი

ლევან დავითაშვილი კახეთში ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში იმყოფება. დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩუმლაყში სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობას ესტუმრა და ატმის დახარისხების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ჩიქოვანი

08 ივლისი 2020, 11:10

საზოგადოება

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

08 ივლისი 2020, 11:06

COVID19

კოლუმბიაში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა

კოლუმბიაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი სულ მცირე 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ივან დუკემ განაცხადა.