imedi /  01 ივნისი 2020, 16:00 / სანდო წყარო

ილია მეორე: დღეს წირვის დროს მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადდა.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

„წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული ლოცვა, რომ მე მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს. მშვიდობით დამთავრდა წირვა“, - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, წმინდა ნინო არის საქართველოში მოციქულთა ლოცვის გამგრძელებელი. წმინდა ნინო არის საოცარი საწაულთმოქმედი და საქართველოს მფარველი.

უწმინდესმა საუბრისას გაიხსენა შემთხვევა, რომელიც მათ ოჯახში მოხდა.

„მე მინდა მოგიყვეთ შემთხვევა, რომელიც მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი ავად იყო. ოთახში მეტი არავინ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი. თეიმურაზი მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. მე ვკითხე, ვინ მოვიდა? წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო. ასე, რომ წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. და აი, დღეს, როდესაც ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს, სულიერად უჭირს, სთხოვეთ წმინდა ნინოს - წმინდაო მოციქულთასწორო დედაო ნინო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!“, - განაცხადა პატრიარქმა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 15:47

სპორტი

ლიონელ მესის „ბარსელონა“ ხელფასს უმცირებს

არგენტინელი ფორვარდისთვის „ბარსელონა“ ხელფასის შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია El Chiringuito TV-ის twitter-ზე გავრცელდა.

07 ივლისი 2020, 15:32

რეგიონი

ანასეულის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ახალი სისტემების მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას 2020 წლის ბოლოს დაასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 15:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები წაშლილია

„თუმცა, ამის კომპენსირება ცალსახად შესაძლებელია, როგორც კერძო ობიექტების კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის ჩანაწერებით. თბილსის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე , ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თაკო ჩარკვიანი

07 ივლისი 2020, 15:19

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის დამფუძნებელი“ თაკო ჩარკვიანი იქნება. მოძრაობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იმ შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“ არ დასწრებია.

07 ივლისი 2020, 15:19

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პოლიციელის პატაკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა.

07 ივლისი 2020, 15:11

მსოფლიო

ევროკომისია: 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

გიორგი გახარია გიედრიუს პოუჯუნას

07 ივლისი 2020, 15:10

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 15:04

საზოგადოება

პროფესიულ განათლებაში სამკერვალო წარმოების ყველაზე დიდი დამსაქმებელი, „აჭარატექსტილი“ ჩაერთო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობა კომპანია „აჭარატექსტილთან" დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მკერავ-ოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა და სასწავლო პროცესი დაიწყო.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 15:03

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ

„აქ გასამიჯნია კონკრეტული - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

07 ივლისი 2020, 14:56

სამართალი

შს მინისტრი მოადგილე: ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად

ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით, გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:54

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“- ში განხორციელებული ზარის შესახებ განმარტა, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.

სოფო გორგოძე

07 ივლისი 2020, 14:50

საზოგადოება

სოფო გორგოძის განცხადებით, დღეს გამოცდიდან არც ერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელმა საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფო გორგოძემ ამის შესახებ „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 ივლისი 2020, 14:45

მსოფლიო

ჩინეთში წყალსაცავში სასკოლო ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაში წყალსაცავში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლუკა როსეტინი

07 ივლისი 2020, 14:40

სპორტი

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბის, „ლეჩეს“ მოთამაშეს ლუკა როსეტინის კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბის, „ლეჩეს“ მოთამაშეს ლუკა როსეტინის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის კარანტინში მოათავსეს. 35 წლის ფეხბურთელს ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, საავადმყოფოში განმეორებით სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა.

07 ივლისი 2020, 14:40

სამართალი

იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში, საქმე პროკურატურას გადაეცემა

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:33

სამართალი

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის სამალავის გადაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი, თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ეროვნული გამოცდები

07 ივლისი 2020, 14:31

საზოგადოება

ორ აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, PCR ტესტი ჩაუტარდათ და კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ეს მოზარდები პროცესში ისევ ჩაერთვებიან.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:22

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

რატი იონათამიშვილი

07 ივლისი 2020, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის, არასწორია

ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი.

07 ივლისი 2020, 14:11

სამართალი

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და უკუკავშირს ასაჯაროებს

გიორგი შაქარაშვის საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აგრძელებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.