IMEDI /  02 ივნისი 2020, 12:41 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

სხდომას ქონების მართვის და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 13:04

საზოგადოება

გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაში.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 12:52

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის

ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი როგორც ხელისუფლება, პირადად არც ერთს არ გეუბნებით, მაგრამ თქვენი პოლიტიკური ძალა და თქვენც ხართ ამაზე პასუხისმგებელი, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს და „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

სერგი კაპანაძე

14 ივლისი 2020, 12:51

სპორტი

სერგი კაპანაძე: ასოცირების შეთანხმების ანგარიშში საუბარია, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს​

ევროპარლამენტის ანგარიში არის ძალიან კარგი მანიშნებელი იმის თუ რა პრობლემებია საქართველოში - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

14 ივლისი 2020, 12:48

პოლიტიკა

ჯანდაცვისა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რაც მთავრობას პანდემიის პერიოდში სათანადო რეგულაციების შემოღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული.

რომან გოცირიძე

14 ივლისი 2020, 12:44

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ასოცირების შეთანხმების ანგარიშში წერია, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული

წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ. სჯობს, ამაში იმეცადინონ. წერია და გამგები გაიგებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა. „მორიგი ბრიყვული თავის მართლება, ამ დოკუმენტში რურუას გვარი რატომ არ წერიაო? მაგრამ, რომ წერია უნდა შეწყდეს მედია მფლობელებზე დევნა, ვინ არის აქციონერი მთავარი არხის? მაინცდამაინც რურუა უნდა ეწეროს გვერდით? როცა წერია, რომ არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, როგორ უნდა გავიგოთ ეს, ელემენტარულად, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ. სჯობს, ამაში იმეცადინონ. წერია და გამგები გაიგებს, თუ არ უნდა გიაგოს, მაშინ გააგებინებენ, ამის ბევრი საშუალება არსებობს“, - განაცახადა გოცირიძემ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო. შესწორებები შეეხება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, 8 მარტის შეთანხმებას, საარჩევნო გარემოს და სხვა საკითხებს.

14 ივლისი 2020, 12:40

საზოგადოება

აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა

ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ.

რომან გოცირიძე

14 ივლისი 2020, 12:35

პოლიტიკა

რომან გოცირიძე პარლამენტიდან სამი კანონპროექტის გაწვევას ითხოვს

სამივე კანონპროექტი, კონკურენციის, კომუნიკაციის და ენერგეტიკის შესახებ პარლამენტიდან უნდა იყოს გაწვეული. ეს დააზარალებს ბიზნესს და საქართველოს დაუკარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას, - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

14 ივლისი 2020, 12:20

ეკონომიკა

„თიბისი“ ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 12:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან

„სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და თქვენ როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს ჩვენ არ ვასრულებთ?!. სანამ ჩვენ დაგვეხმარებით, სჯობს პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რომელიც სახელმწიფოს გადასახდელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შორენა კრაველიძე

14 ივლისი 2020, 12:12

საზოგადოება

მარნეულელი შორენა კრაველიძე, რომელიც თანდაყოლილი დაავადების გამო ქვედა კიდურებს ვერ ხმარობს, მაგრამ წარმატებისა და ოპტიმიზმის მაგალითია

„მე თითქოს უკვე არანაირად არ განვიციდი, შეჩვეული ვარ. რაც ძალიან მინდა, ყველაფერი გამომდის. ჩემს შეზღუდვასა და პრობლემას აღარ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია ჯანმრთელობა, კარგად ვიყო, არაფერმა შემაწუხოს და ამ პრობლემას იმდენად შევეგუე, რომ აღარ მაწუხებს არანაირად. ჩვეულებრივად ვრძნობ თავს- ამბობს შორენა კრაველიძე.

14 ივლისი 2020, 12:10

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 6 248 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 739 947-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 175 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 614-ს აღწევს. ამასთან, 512 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ევროპარლამენტის ანგარიშში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტი იმართება ბრიუსელში და ეს ვიზიტი დაემთხვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

14 ივლისი 2020, 12:02

სამართალი

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და სკამზე მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მათგანი კი საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებებით მოხვდა. მედიკოსებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

14 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად აქცია იმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო. გასაუბრება 2 ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს და მასში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. დღეს სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი

14 ივლისი 2020, 11:42

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა. სამსახურის ინფორმაციით, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კონპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

14 ივლისი 2020, 11:37

პოლიტიკა

საქართველომ გაეროში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა: ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები.

14 ივლისი 2020, 11:33

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მოწყობილია სპეციალური შტაბი. სამძებრო სამუშაოებში 20 მაშველია ჩართული.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, გიორგი რურუას საქმე არ არის ასახული ევროპარლამენტარების ანგარიშში

რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობისა და ურთიერთობის, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

დიეგო კოლასი

14 ივლისი 2020, 11:26

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში მიღებული კანონის სრულად შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დებატების გამართვა, რაც საქართველოს წარმატების საწინდარი იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განუცხადა.

14 ივლისი 2020, 11:10

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს

„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და დღეს კლინიკაში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.