imedi /  06 ივნისი 2020, 00:24 / სანდო წყარო

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის წარმოების გამო, 6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოება გადაადგილებას შეძლებს შემდეგი მარშრუტით:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ავალიშვილის ქუჩიდან გადაადგილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით შეეძლებათ; თავისუფალი იქნება კეკელიძის, ნაფარეულის, მირცხულავასა და თაქთაქიშვილის ქუჩები, საიდანაც მოსახლეობა ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილი-აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრას შეძლებს.

ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ერისთავის, ბაზალეთისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით; ბაზალეთის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნებავაკის პარკის ან ვარაზისხევის მიმართულებით; რამიშვილის ქუჩაზე ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებიდან მოხვედრა არაყიშვილისქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი, საიდანაც მძღოლები მოძრაობას ჭაბუა ამერეჯიბის გზატკეცილზეგააგრძელებენ.

ამასთანავე, მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ერისთავის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა იქნება შესაძლებელი; გადაადგილება ასევე თავისუფალი იქნება აბაშიძის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით; თამარაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და ბაგების მიმართულებით გადაადგილება თავისუფალი იქნება; ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობისას. ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა გადაადგილებისას თამარაშვილის ქუჩით ისარგებლებს;

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, 6-დან 20 ივნისის ჩათვლით, ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სქემით:

N9, N59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობას ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან; N34, N61 მარშრუტები ბაგების მიმართულებით მოძრაობას საბურთალოს რაიონისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ; N51 ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებისას კი აბაშიძისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

რაც შეეხება N21და N88 ავტობუსებს, ისინი საწყისი და ბოლო პუნქტებისკენ საბურთალოს რაიონის გავლით იმოძრავებენ; N85 ავტობუსი მოძრაობას ვაკის სასაფლაოს მხრიდან დაიწყებს და ჭავჭავაძის გამზირიდან ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩაზე მოხვდება; N87 ავტობუსის მარშრუტი ვაკის სასაფლაომდე იმოძრავებს და უკუმიმართულებისას, ასევე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით, მოძრაობას თავისუფლების მოედნისკენ გააგრძელებს.

N83 ავტობუსითამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარნოვის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ერისთავისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით მოხვდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, მეტროსადგურ „დელისს“დაუკავშირდება.

მიკროავტობუსების - N32, N35, N126, N137, N170, N202 მარშრუტები ვაკის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობისას, ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, უკუმიმართულებისას კი ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N15, N44, N73 და N128 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩის შემდეგ, მოძრაობას აბაშიძის ქუჩის ნაცვლად, ვაკის სასაფლაოს მიმართულებით გააგრძელებენ. უკუმიმართულებით კი ვაკის სასაფლაოს მხრიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

N4 მიკროავტობუსის მარშრუტი ბარნოვის ქუჩიდან ერისთავისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, თამარაშვილის ქუჩიდან უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ასევე, თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, თაქთაქიშვილის ქუჩით, აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს; N120 მიკროავტობუსის მარშრუტი მიშველაძის ქუჩას ჭავჭავაძის გამზირიდან თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეოკუპაციის გზაზე, უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეოკუპაციის გზაზე, არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“განაცხადა.

22 იანვარი 2021, 20:51

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 633 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 633 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 472 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 20:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: 700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ ევროსასამართლოში და ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე

ჩვენი ხელისუფლება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ევროსაბჭოში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

22 იანვარი 2021, 20:42

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 401 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 401 ადამიანი გარდაიცვალა.

გივი მიქანაძე

22 იანვარი 2021, 20:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ

როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა - აზერბაიჯანი ძალიან მკაცრად იცავდა თავის ინტერესებს, ჩვენი მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

22 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თვისობრივი განსხვავების მიუხედავად ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას, სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები თვისობრივად სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია, რა თქმა უნდა ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებისას ეს გადაწყვეტილება იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ხანძარი

22 იანვარი 2021, 20:31

საზოგადოება

ძველ თბილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე.

22 იანვარი 2021, 20:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

ვიქტორ დოლიძე

22 იანვარი 2021, 20:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება

დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მხოლოდ ორი მხარის - საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტი და ამაში მესამე მხარე არ უნდა ჩაერიოს, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 20:15

პოლიტიკა

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით ეწვია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი, - ამის შესახებს ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხევდრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

ლოიდ ოსტინი

22 იანვარი 2021, 20:13

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ლოიდ ოსტინის კანდიდატურას მხარი 92-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო ორი სენატორი წინააღმდეგ წავიდა.

სალომე ზურაბიშვილი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი: ერთად უფრო ძლიერები ვართ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ოლივერ ვარჰელი

22 იანვარი 2021, 19:46

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის შეხვდა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა.

22 იანვარი 2021, 19:38

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეესამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე.

stop covid აპლიკაცია

22 იანვარი 2021, 19:33

COVID19

Stop Covid აპლიკაცია გაუქმდა

Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის დეაქტივაცია 2021 წლის 20 იანვარს განხორციელდა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობა შემდეგ კვირას ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს

დღეს ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაში როდესაც ეტაპობრივად ვხსნით ბიზნესს შევძლოთ, რომ ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:32

რეგიონი

წყალტუბოს მერი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.

ნენსი პელოსი

22 იანვარი 2021, 19:27

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს. ამის შსახებ სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:17

რეგიონი

მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 ახალ სკოლას ვაშენებთ და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 იანვარი 2021, 19:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. კვების ობიექტებს მიეცემა საშუალება ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს. განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა.