09 ივნისი 2020, 15:21 / სანდო წყარო

კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ეროვნული გამოცდებისთვის. დეტალურად

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული
რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული
გამოცდებისთვის.


ძირითადი რეკომენდაციები:


o გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაიცავით წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც უნდა უზრუნველყოთ:

  • ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება;
  • აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა (უსაფრთხოდისტანციის, მინიმუმ 2 მ-ის დაცვით);
  • რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო
  • მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენება;

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით:


o ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან
დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის
თანამშრომელთა, ასევე მეთვალყურეთა და აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში იმოქმედეთ ამ წესით
განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად (იხ. თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე
დაშვების პირობები).მაქსიმალურად შეამცირეთ მეთვალყურეთა რაოდენობა ან გამოიყენეთ
როტაციის პრინციპი იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ
შეასრულოს თავისი ვალდებულებები;
o მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული
ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
o რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის გამოყავით სარეზერვო
სექტორი;
o ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო
ნიშნის მითითებით;
o არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
o განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის
დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო გამოსაცდელებისათვის -
ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში;
o ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
o უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისათვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა
წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი
ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
o მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების
სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
o სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
o სამუშაო ადგილებზე დადგით ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
o გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ
შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის
სადეზინფექციო ხსნარით;
o გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ
გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით;
o სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი
ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით
გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი.
ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით.
უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
o თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას
ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი
ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია 60-70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი
ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი,
რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება);
o გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები (გარდა კალმისა და
აუცილებელი ნივთებისა) საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით
ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში
პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით (საყურადღებოა, რომ პერსონალმა
ნიღაბი უნდა გამოიცვალოს და ხელები დაიმუშაოს შესაბამისი პერიოდულობით ).

საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესები:


o სამუშაოდ გამოიყენეთ სექტორის მხოლოდ 50%;
o სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყავით გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით;
o მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო ერთმანეთის
მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა.


მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:

  • უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

გამოიყენეთ ოთახების წინასწარი გაგრილების პრინციპი შემდეგი თანმიმდევრობით:


 სესიის დაწყებამდე საგამოცდო სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია;
 განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარის პირობებში, 30 წუთის განმავლობაში ორპირი ქარის
პრინციპით;
 ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია სესიის დაწყებამდე, გამოსაცდელების
სექტორში შესვლის დაწყების პერიოდამდე.
შენიშვნა: პირველ სესიამდე შეიძლება პირდაპირ ჩაირთოს კონდიციონერი, თუ წინა დღეს სესიის
ბოლოს მოხდა სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და განიავება.

უწყისში გამოსაცდელების მიერ ხელმოწერისა და პასუხების ფურცლების შეგროვებისას გასატარებელი ღონისძიებები:


o ყოველი სესიის დასრულების შემდეგ მეთვალყურემ კალმების, პასუხებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების აკრეფისა და დათვლის პროცედურამდე და ამ პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა (დამუშავება სანიტაიზერით, ან დაბანა საპნითა და წყლით).


საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავება:


o ოპერატორებმა, დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, პასუხების ფურცლები უნდა დაამუშაონ (ამოლაგება პაკეტებიდან და დასკანერება) 2 დღიანი კარანტინის შემდეგ და ნამუშევრები დაასკანერონ ხელთათმანებით, სხვა შემთხვევაში უნდა დაიმუშაონ ხელი შესაბამისი პერიოდულობით.


საგამოცდო ცენტრის დალაგება:


o საგამოცდო ცენტრი დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;
o გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
o სესიის დაწყების წინ საგამოცდო ცენტრი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით
(მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
o დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო
დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
o მაგიდების გამჭვირვალე ბარიერები და სხვა მცირე ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო
ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი
დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;
o იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;
o საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის
გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
o დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2)
გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები);
აკრძალულია : დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.


საგამოცდო ცენტრის სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:


o სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით,
აუცილებელია დადგენილი წესით ყოველი სესიის წინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (სესიის
მიმდინარეობის პერიოდში) და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;
o საპირფარეშოს დალაგება აუცილებელია სველი წესით და სარეცხი საშუალებებით წმენდის შემდგომი დეზინფექციით სათანადო წესით;
o დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია
 ნიღაბი;
 ერთჯერადი ხალათი;
 სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
 თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები:


o რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);
o თუ გამოსაცდელს 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ
ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.50С-მდე (37.40С -ის
ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
 თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ
სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც
მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
 თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული
PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების
საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების
საფუძველზე, კერძოდ:
 თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც
ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), გამოსაცდელი განთავსდება ჩვეულებრივ
სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
 იმ შემთხვევაში, თუ 370С-დან 37.40С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული
ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება
ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი
რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი
სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
 37.50С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც)
გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე
მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე
რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
o ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში:
 თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
 თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების
დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული
სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება
ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში.
 თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების
დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე
რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება
სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით
ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა
მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

ცენტრის პერსონალის ვალდებულებები:


o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები,
რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
o სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და
ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
o ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
o გამოიყენეთ 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ
დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.


გამოსაცდელთა ვალდებულებები:


o საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
o საგამოცდო ცენტრში ნიღბის ტარება აუცილებელია;
o დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ
ღონისძიებებთან.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

20 იანვარი 2021, 17:12

საზოგადოება

კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი, კახა კალაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

გიორგი ოთხმეზური

20 იანვარი 2021, 17:04

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უამრავ სტუდენტს, მომავალ თაობას უზიარებდა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გიორგი ოთხმეზურის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

20 იანვარი 2021, 17:01

პოლიტიკა

საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

20 იანვარი 2021, 16:57

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა გზების გაწმენდითი და მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტენსიურად თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სოფლების შიდა გზების გაწმენდით და მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

20 იანვარი 2021, 16:55

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: თუ რამე იციან, გამოაქვეყნონ - დასამალი არაფერი გვაქვს

„თუ რამე აქვთ ჩვენზე, გამოაქვეყნონ. ყველაზე დიდი კომპრომატი, რაც დღემდე მომიძებნეს ის არის, რომ თურმე მე და კობახიძე კურსელები ვყოფილვართ. ამის იქით თუ რამე აქვთ, მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ. არც მე და არც ალეკოს არავისგან დასაფარი და დასამალი არაფერი გვაქვს. იმიტომ დავდივართ ყველა ეთერში, იმიტომ ვპასუხობთ ყველა შეკითხვას, რომ არაფერს ვმალავთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა და გვინდა ქვეყნას კრიზისის დაძლევაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

20 იანვარი 2021, 16:49

რეგიონი

ბათუმის ქუჩები თოვლის საფარისგან იწმინდება

ბათუმის ქუჩები თოვლის საფარისგან იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეცტექნიკის საშუალებით ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდა ხორციელდება. ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს ხიდებზე, ესტაკადასა და გზებზე.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 16:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 96 275 383 შემთხვევა გამოვლინდა, 2 059 921 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 53 172 886 - გამოჯანმრთელდა.

მაია ცქიტიშვილი

20 იანვარი 2021, 16:25

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაიკლ ბულოსი ტიფანი ტრამპი

20 იანვარი 2021, 16:14

ტაბლოიდი

ტრამპის უმცროსი ქალიშვილი 23 წლის მილიარდერზე დაინიშნა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ტიფანის ტრამპი 23 წლის მილიარდერზე, მაიკლ ბულოსზე დაინიშნა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

20 იანვარი 2021, 16:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის მთავრობას გლობალური პანდემიის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შარლ მიშელი

20 იანვარი 2021, 16:03

მსოფლიო

შარლ მიშელი ჯო ბაიდენს ახალი ტრანსატლანტიკური პაქტის შექმნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ახალი ტრანსატლანტიკური პაქტის შექმნისკენ მოუწოდებს.

გიორგი ოთხმეზური

20 იანვარი 2021, 16:00

საზოგადოება

​ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

20 იანვარი 2021, 15:51

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

„საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს. ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 110 მილიონი, ხოლო რეგისტრირებულია მილიონ 113 ათასი მონაწილე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 15:50

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტი" Businet-ის წევრი გახდა

Businet-ის ქსელი ბიზნეს უნივერსიტეტების მიერ 1987 წელს დაარსდა და ხელს უწყობს საერთაშორისო პროგრამების ბიზნესის მიმართულებით განვითარებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პერსონალის და სტუდენტების შესაძლებლობების გაზრდას. ამ დროისთვის ორგანიზაციას ჰყავს 113 წევრი და წარმოდგენილია 31 ქვეყანაში.

20 იანვარი 2021, 15:48

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 15:27

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში დიდია მონდომება, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს

„არა მგონია, თავისუფალი და განსხვავებული აზრი დამალვადი იყოს. ამიტომ არის მცდელობა, შეაშინონ, დაამუნათონ და წინაღობები შეუქმნან ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, ვინც იმ რიტორიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მომართული. უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის პატივისცემას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰასან როუჰანი

20 იანვარი 2021, 15:24

მსოფლიო

ჰასან როუჰანი: ტირანი ტრამპის ეპოქა დასრულდა და დღეს მისი ავბედითი ბატონობის ბოლო დღეა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

20 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მულმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 15:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აშშ-ს ჯანმოსა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დააბრუნებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც ვაშინგტონში დღეს გაიმართება, ხელს მოაწერს რამდენიმე ბრძანებას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის გაუქმებისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ მისი გარდამავალი გუნდის ვებგვერდზეა ნათქვამი.

ბიზნესასოციაცია

20 იანვარი 2021, 15:03

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ითხოვენ

სარესტორნო, სასტუმრო, ტურიზმის, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა სექტორების წარმომადგენლები შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით, ლოქდაუნის ეტაპობრივი მოხსნა შედეგიანი არ იქნება, რადგან ყველა სფერო ერთმანეთზეა დამოკიდებული და ცალკეული სექტორების ამუშავება, ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.