imedi /  10 ივნისი 2020, 00:17 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: გამოხატვის თავისუფლება იცავს არა სიყალბეს, არამედ საზოგადოების უფლებას, მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია მარტივი რამ: გამოხატვის თავისუფლება არ იცავს სიყალბეს, ის იცავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ როგორც აქამდე ვმუშაობდით კიბერშეტევების და ფეიკ ნიუსების პრევენციისთვის, მით უმეტეს არჩევნების წინ ამისთვის კიდევ უფრო მზად ვიქნებით. საჭირო იქნება რეაგირება, მობილიზება ხელისუფლების, საზოგადოების და იმ მედიასაშუალებების, ვინც იცის, რა წერია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლებას ეხება. იქ წერია მარტივი რამ: გამოხატვის თავისუფლება არ იცავს სიყალბეს, ის იცავს საზოგადოების თავისუფლებას, მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია. როდესაც ჩვენ საზოგადოებას ფაქტებით ვაჩვენებთ, რომ „ტვ პირველი“ არის ყვითელი, ის გაყვითლდა. როდესაც ამის შესახებ საზოგადოების დიდ უმრავლესობას ეცოდინება, შემდეგ უკვე სანერვიულოც არაფერია. ყვითელსაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ ყვითლიდან ინფორმაციას განსხავავებული ფასი აქვს. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ - ადამიანებს ჰქონდეთ დიდი არჩევანი. ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია ის, რაც დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა გააკეთეს - მათ შემოიღეს მკაცრი კანონები და დეზინფორმაციაზე სანქციები დააწესეს. ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიწესებია, მაგრამ შეიძლება არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ იზრუნოს ამაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო წილოსანი

02 ივლისი 2020, 21:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნათელაშვილის სტატუსზე: ეს ადამიანი თანასწორობას ეწინააღმდეგება

„ყველა კომენტარი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გაკეთებული, მათ შორის ისეთი უხარისხო და მდაბიო, როგორიც ბატონი ნათელაშვილს ჰქონდა, რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან თანასწორობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

02 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საა რჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

02 ივლისი 2020, 21:00

COVID19

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბაქოსა და აზერბაიჯანის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსა და ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

რომან კაკულია

02 ივლისი 2020, 20:53

ეკონომიკა

რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ბერაია

02 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს

პრორუსული დეზინფორმაციული კამპანია, რუსული მიზანმიმართული იერიში საქართველოზე არ ხორციელდება მხოლოდ გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

02 ივლისი 2020, 20:42

მსოფლიო

მოსკოვში გაიხსნა ტაძარი, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები იარაღით არიან გამოსახული

რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების დეკლარირება და რელიგიის მილიტარიზაცია - მოსკოვში ტაძარი გაიხსნა, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან გამოსახული. ერთ-ერთ კედელს წარწერაც აქვს, რომელიც იმ სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, რომელშიც რუსული არმია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ნახსენები.

ანგელა მერკელი

02 ივლისი 2020, 20:40

COVID19

ანგელა მერკელი: ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე რთული სიტუაციის წინაშე დგას და კორონავირუსის პანდემია არსად გამქრალა.

02 ივლისი 2020, 20:23

რეგიონი

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 20:21

COVID19

ანკარაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი ღონისძიებები აიკრძალება

ანკარას გუბერნატორის განცხადებით, დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი შეხვედრები და თავყრილობები აიკრძალება.

02 ივლისი 2020, 20:06

პოლიტიკა

ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა

პლენარულ სხდომის დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

აშრაფ ჰაკიმი

02 ივლისი 2020, 20:04

სპორტი

აშრაფ ჰაკიმი „ინტერში“ გადავიდა

ჰაკიმი სამეფო კლუბის აკადემიაში 2006 წლიდან ჩაირიცხა და „რეალის“ ძირითად გუნდში მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა. ბოლო ორი წელი კი იჯარის წესით დორტმუნდის „ბორუსიაში“ გამოდიოდა და გასული სეზონი 32 შეხვედრაში გატანილი 5 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა.

02 ივლისი 2020, 19:58

საზოგადოება

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება, რომელიც 3 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 19:57

სპორტი

ლევან მჭედლიძემ თბილისის „დინამო“ დატოვა

30 წლის ფორვარდი „დინამოში“ 2019 წლის სექტემბერში ჩაირიცხა და 5 შეხვედრაში ერთადერთი ბურთი 6 ოქტომბერს, ბათუმის „დინამოსთან“ პრინციპულ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართულ 32 შეხვედრაში მჭედლიძის ანგარიშზე 2 გოლია.