imedi /  10 ივნისი 2020, 11:40 / სანდო წყარო

თბილისის მეტრო პირველ ოქტომბრამდე სავარაუდოდ კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თბილისის მეტროპოლიტენში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 15,4 მლნ აშშ დოლარია. პროექტის ზედამხედველი კომპანია ILF-ია (შვეიცარისა და ავსტრიის წარმომადგენლობები)“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, უკვე დამონტაჟებულია, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვესადგურებში კაბელების მიერთება, რომელიც ხუთ მეტროსადგურში (ახმეტელი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი) უკვე დასრულებულია.

„რაც შეეხება გამნიავებელი სისტემის შეცვლას, პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვენტილატორების მონტაჟი და მიერთება. 30-დან 12 ვენტილატორი უკვე დამონტაჟებულია.

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პროექტის განხორციელება შეაფერხა, რადგანაც ქვეყანაში უცხოელი ექსპერტები დროულად ვერ ჩამოვიდნენ და სამუშაოების წარმოებაც შეფერხდა. სამუშაოს მწარმოებელი და ზედამხედველი კომპანიების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულის გამო, სამუშაოების დასრულების გახანგრძლივდება და შესაბამისად, პროექტი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

აღნიშნული სამუშაოების დასაჩქარებლად და თურქული კომპანიის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე, მეტროს მუშაობის დრო შემცირებული იყო და ნაცვლად 00:00 საათისა, მოძრაობა 23:00 საათზე სრულდებოდა. სამუშაოების გახანგრძლივების გამო, კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და მეტროს მუშაობის დროდ პირველ ოქტომბრამდე კვლავ 06:00-დან 23:00 საათი განისაზღვროს“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 22:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა - ის უფრო უარესი გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ. ვირუსის ერთადერთი მიზანია ხალხი დააინფიციროს.

ბაიერნი

13 ივლისი 2020, 22:10

სპორტი

ბუნდესლიგის სამივე ინდივიდუალური პრიზი „ბაიერნის“ წარმომადგენელმა მიიღო

წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ალფონსო დევისი დასახელდა. „ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.

13 ივლისი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.