IMEDI /  10 ივნისი 2020, 11:45 / სანდო წყარო

კახა კალაძე: თბილისში, მოსკოვის გამზირზე გზაგამყოფ ზოლზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებული გზის შუა ზოლზე, რომელზეც წლების წინ ტრამვაი გადაადგილდებოდა, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რეკრეაციულ ზონაში დაირგვება ახალი ხემცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, და დაიგება ველობილიკი. ასევე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონები განთავსდება. .

„დაახლოებით ორ კილომეტრზე მეტია ეს კონკრეტული სივრცე და მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და გამწვანებული. სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და პირობა მივეცი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოსკოვის გამზირზე ეს კონკრეტული სივრცე იქნებოდა მოწესრიგებული, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება ოჯახებით დაისვენონ“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

„ჩელსი“

02 ივლისი 2020, 18:40

სპორტი

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემთან“ ლონდონის დერბიში დაასრულა. ფრენკ ლამპარდის მომზადებული გუნდი ოლიმპიურ სტადიონზე 2:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში დუბლი ვილიანმა შეასრულა, რასაც მასპინძლებმა ტომაშ შუცეკის, მაიკლ ანტონიოსა და ანდრეი იარმოლენკოს გატანილი ბურთით უპასუხეს.

პაატა იმნაძე

02 ივლისი 2020, 18:33

საზოგადოება

პაატა იმნაძე: მეორე ტალღაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ნაკლებად სიმპტომური ავადმყოფები, რის გამოც სიფრთხილე გვმართებს. „თუ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვიხმართ ნიღაბს, დავიცავთ დისტანციასა და ჰიგიენას, ხალხმრავალ ადგილებს თავს ავარიდებთ, კორონა იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მოუვიდათ“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები დეტალურად განმარტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ის ცვლილებები, რომელიც წარმოგიდგინეთ, არსებითად ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. წარმოდგენილი იყო ასეთი 27 რეკომენდაცია, ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით გავეცანით 27-ვე რეკომენდაციას და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული.

02 ივლისი 2020, 18:24

კულტურა

თსუ ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს

3 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მწერლები შეიკრიბებიან და ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ აღდგენის შესახებ განაცხადებენ. ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, იგი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და თსუ-ის სტამბაში დაიბეჭდება. აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება.

02 ივლისი 2020, 18:23

COVID19

შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა

შვედეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 5 411-მდე გაიზარდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:17

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი დესტრუქციულად მოაზროვნე ძალასა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს შორის

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოების, „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა, სახელისუფლებო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სახით მოახერხეს, რომ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ხორვატია არჩევნები

02 ივლისი 2020, 18:16

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულები ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ვერ მისცემენ

ხორვატიაში 5 ივლისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კორონავირუსით ინფიცირებულები ხმას ვერ მისცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებისთვის ეს შეზღუდვა კანონით არის გათვალისწინებული და კანონიერ მიზანს - ინფექციური დაავადებისგან მოსახლეობის დაცვას ემსახურება.

02 ივლისი 2020, 18:08

საზოგადოება

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და მწერებისგან. რეკომენდაციები

„პირველ რიგში ეს არის ტანსაცმელი. სასურველია თუ ეს იქნება წინდებში ჩაყოლებული შარვალი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბუნებაში ყოფნისას ტკიპა არ აგაცოცდეთ და სახლში დაბრუნების შემდეგ კი უნდა დავათვალიეროთ საკუთარი თავი ან ბავშვი დაათვალიეროთ მთლიანად. ტკიპას რაც უფრო ადრე მოვაცილებთ, მით უფრო ნაკლებია ინფიცირების შანსი“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 18:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღეს დავასრულებთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და გვექნება კიდევ ერთი პროგრესული დოკუმენტი

სახელისუფლებო გუნდი არის ის ძალა, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც .მანამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მარკუეინ მალინი

02 ივლისი 2020, 17:59

პოლიტიკა

მარკუეინ მაილინის სტატია და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

ამერიკელი კონგრესმენი, მარკუეინ მალინი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარი უნდა დაუჭიროს“. „ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, - წერს მალინი. კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირეს უწოდებს. მალინის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონგრესმენის სტატია პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.

02 ივლისი 2020, 17:51

მსოფლიო

ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

02 ივლისი 2020, 17:49

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: კარგად ვიცნობ ტრამპს, ამიტომ ბაიდენის წარმატებისთვის ვლოცულობ

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის წარმატებისთვის ლოცულობს. ამის შესახებ ტუსკი Twitter-ზე წერს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 ივლისი 2020, 17:49

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, მეც იქ დავდგები და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს

„ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია არ ვიცი. ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20-%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. შემიძლია ფორაც კი მივცე საკმაოდ დიდი. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

იაპონია

02 ივლისი 2020, 17:47

მსოფლიო

იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში საკვებით 3 500-მდე ადამიანი მოიწამლა

საუბარია დაახლოებით 35 000 ადამიანზე, რომელთაც დიარეა და კუჭის ტკივილი აღენიშნებათ. საიტამას პრეფექტურამ განაცხადა, რომ ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე 92 000-იან ქალაქში, კომპანია TQC-ის მიერ მიწოდებული ლანჩის მიღების შემდეგ დაზარალდნენ.

02 ივლისი 2020, 17:40

საზოგადოება

ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დიდუბის გამგეობამ უკვე დაასრულა ჭიაურელის ქუჩის ქვედა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუჩაზე გასულ წელს სანიაღვრე ქსელიც მოეწყო. პროექტის განხორციელებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დიდი ხნის პრობლემა გადაუჭრა.

02 ივლისი 2020, 17:30

ეკონომიკა

დიდუბის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

წარმომადგენელთა პალატა

02 ივლისი 2020, 17:28

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვის გამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც ავტონომიის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემსახურებიან.

02 ივლისი 2020, 17:24

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

გიგა ბოკერია

02 ივლისი 2020, 17:22

პოლიტიკა

გიგა ბოკერია რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად მის დასახელებას არ გამორიცხავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი არ უარყოფს, რომ რომელიმე რაიონში იგი მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს, თუმცა ვაკის რაიონში თავის ინტერესებს გამორიცხავს. „უკვე შეთანხმება გვაქვს, ვინც იყრის კენჭს ვაკის რაიონში და შეთანხმება რატომ უნდა დავარღვიოთ ძალიანაც რომ მინდოდეს ჩემს უბანში კენჭისყრა? არათუ არ ვიყრი, არავინ იყრის ელენე ხოშტარიას გარდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. კითხვაზე, თავად თუ მოიაზრება სხვა რაიონში მაჟორიტარად, ბოკერიამ ასე უპასუხა: „გამორიცხული არაა, ჩვენ პარტიაში ყველა ვარიანტს განვიხილავთ, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

02 ივლისი 2020, 17:15

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის მხარის რწმუნებული ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.