imedi /  13 ივნისი 2020, 15:39 / სანდო წყარო

კომპანია „ავიასერვისის“ დირექტორი ალეკო ტყემალაძე: ბიძინა ივანიშვილს კომპანიასთან შეხება აღარ აქვს, 9 ადამიანი ვართ ამ კომპანიის მფლობელები

ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ რეპორტაჟზე კომენტარს აკეთებს კომპანია „ავაისერვისის“ დირექტორი. ალეკო ტყემალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ავიასერვისი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და განმარტავს, რომ 2017 წლიდან ეს კომპანია სრულად გადაეცა თანამშრომლებს.

„ბიძინა ივანიშვილს ამ კომპანიასთან შეხება აღარ აქვს. ჩვენ მხოლოდ მომსახურებას ვუწევთ მის კუთვნილ ერთ შვეულმფრენს, ისევე როგორც სხვებს ვუწევთ მომსახურეობას. თვითონ კომპანიასთან არანაირი შეხება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, ეს საჯარო ინფორმაციაა. კომპანია არის „ავიასერვისის“ თანამშრომლების სახელზეა რეგისტრირებული. იმ 9 თანამშრომლის, რომლებიც თავდაპირველად კომპანიის შექმნაში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვართ ამ კომპანიის მფლობელები. ვვითარდებით და ვძლიერდებით, მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმის“ - აცხადებს ალეკო ტყემალაძე.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ერთი კვირის წინ ამტკიცებდა რომ კომპანია „ავიასერვისი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ის რეგულაციების დარღვევით ოპერირებს.

ყველა სიახლე

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 23:53

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: თიბისი ბანკი იყო პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გააკეთა.

აშშ-ის კონგრესი

10 ივლისი 2020, 23:47

მსოფლიო

აშშ-ის სენატი აია-სოფიაზე: ერდოღანის დღევანდელი გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი რობერტ მენენდესი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლუკა კულულაშვილი და ლევან მართაშვილი

10 ივლისი 2020, 23:47

საზოგადოება

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ

გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა. გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების - ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

ერდოღანი აია-სოფიაზე: მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

შოთა არველაძე

10 ივლისი 2020, 23:15

პოლიტიკა

შოთა არველაძე შენგელიას ტრანსფერზე: არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა და ერთი ადამიანის ამოჩემება

ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე წერს, რითაც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლას ეხმაურება.

10 ივლისი 2020, 23:02

კულტურა

UNESCO აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერებაზე სინანულს გამოთქვამს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დირექტორი ოდრი აზულე გამოეხმაურა თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერების შესახებ. გამოხმაურება ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 22:50

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: სააკაშვილმა მაიძულა, ტელეკომპანია „მზე“ დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად გადამეცა

მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე და მაიძულა ტელეკომპანია „მზის“ დათმობა. 1 ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

10 ივლისი 2020, 22:46

ეკონომიკა

Bloomberg: მსოფლიოს მსხვილი ბანკები 2021 წელს დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ

მსოფლიოს მსხვილი ბანკები, 2021 წელს აშშ დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ. ვალუტა ძალას დაკარგავს, ამის შესახებ Bloomberg წერს.

10 ივლისი 2020, 22:33

COVID19

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 565 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

10 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის დღევანდელ დისტანციურ სხდომაზე მიიღეს. ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 და 14 სექტემბერს თასის გათამაშების საწყისი ეტაპის მატჩების გამართვაა დაგეგმილი. წინა სეზონებისგან განსხვავებული კი ის არის, რომ ზამთრის შესვენება შემოკლებულია და ბუნდესლიგის მეორე წრე იანვრის პირველ რიცხვებშივე დაიწყება. ამის მიზეზი ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატია, რის გამოც ყველა საკლუბო ტურნირი მაისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც „ვერცხლის სინი“ ოცდამეათედ მოიპოვა.

ჯონი ტატუნაშვილი

10 ივლისი 2020, 22:02

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის თანამდებობას იკავებდა.

10 ივლისი 2020, 21:57

სპორტი

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და „ოქროს ხელთათმანი მიიღო. 34 წლის ლორიამ 13 შეხვედრაში არც ერთი ბურთი არ გაუშვა, რაც კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ აელტან ურთულესი ბურთი მოიგერია და ეს მომენტი საუკეთესოდ აღიარეს. კვიპროსის უმაღლესი ლიგა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო მაშინ შეწყვიტა, როდესაც „ანორთოსისსა“ და „ომონიას“ ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ და თემურ ქეცბაიას გუნდი ოქროს მედლებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და უმაღლეს ლიგაში 12-ის ნაცვლად 14 კლუბი ითამაშებს.

კორონავირუსი თურქეთი

10 ივლისი 2020, 21:42

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში COVID-19-ს 5 323 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 003 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ვირუსი 210 965 ადამიანს დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 191 833 პაციენტი.

მაიკლ რაიანი

10 ივლისი 2020, 21:24

COVID19

ჯანმო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს.

დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 21:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არასწორია იმის მტკიცება, რომ საქართველოს დაუწესდა სანქციები, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მავნებლურად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიცია მოხვდეს ამ კანონში

არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს უკვე არის კანონი და საქართველოს დაუწესდა სანქციები. სწორედ ამ ნარატივის გავრცელებას ცდილობენ ოპონენტები. რაც საფუძველშივე არის არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ირმა ინაშვილი

10 ივლისი 2020, 21:09

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ვიცით, ვინ ლობირებს ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას - ამ ხალხმა თავის დროზე კოდორი და ახალგორი ჩააბარა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ასიგნებების კონსოლიდირებულ აქტში კონკრეტული წინაპირობები არასამთავრობო სექტორის დაინტერესებული წევრების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ჩაიწერა. ინაშვილი ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვერ აისახება.

ირაკლი რუხაძე

10 ივლისი 2020, 20:50

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა

Hunnewell Partners-ის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ამ ფორმით დამტკიცებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი განცხადებით, არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა.

10 ივლისი 2020, 20:47

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა

ბულგარეთის საელჩოს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე დაესწრო, რომლის შემდგომ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავ ივანოვამ რაჭის ღირსშესანიშნაობები რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.

ენგურის ხიდი

10 ივლისი 2020, 20:44

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტს დროებით გახსნის