14 ივნისი 2020, 10:45 / სანდო წყარო

ომბუდსმენი: კორონავირუსის კრიზისი ყველაზე მძაფრად შშმ პირებზე აისახება

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

„2003 წლიდან ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და მათი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ. წელს, მსოფლიო პანდემიის დროს ამ დღის აღნიშვნამ განსხვავებული შინაარსი შეიძინა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებას საერთაშორისო დონეზე შშმ პირთა ვირუსისადმი ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფად აღიარება მოჰყვა. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის შეფასებით, შშმ პირები, მათი უმრავლესობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალადობასა და უგულებელყოფის მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და კოვიდ 19-ის კრიზისიც ყველაზე მძაფრად სწორედ მათზე აისახება.

საქართველოში ახალი კორონა ვირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვების ფონზე, შშმ პირებს დამატებით პრობლემებს უქმნის ქვეყანაში ფიზიკური გარემოს, სერვისებისა და ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით არსებული ხარვეზები, მძიმე სოციალური ფონი, შეჩერებული მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამები, ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერები. კარანტინის და იზოლაციის რეჟიმი უარყოფითად აისახება სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებზე“ - წერია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასაკმარისია კრიზისის დროს შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით მიღებული ზომები და მისი შეფასებით, პრობლემურია ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხიც.

„გამოწვევად გამოიკვეთა ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვა. გარდა მძიმე სოციალური ფონისა და საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემებისა, შშმ მოსწავლეთა შემთხვევაში გამოწვევას წარმოადგენს დისტანციური საგანმანათლებლო პროცესის მისაწვდომი ფორმატებით წარმართვა და ამ მიზნით შესაბამისი ადამიანური რესურსების დროული და ეფექტური მობილიზება. პრობლემები განათლების მისაწვდომობის კუთხით განსაკუთრებით მწვავედ დგას ქცევის სირთულისა და სენსორული შეზღუდვის მქონე ბავშვების შემთხვევაში.

გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში მოდიფიცირებული სარეაბილიტაციო სერვისების დისტანციურად მიწოდება ზოგიერთ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესების დაცვას. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილი თვეების განმავლობაში აუცილებელი მომსახურების მიღმაა დარჩენილი“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პანდემიის პირობებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით:

შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კომპლექსური ხედვა და სტრატეგიული დოკუმენტი;

მუდმივ რეჟიმში გაგრძელდეს შშმ პირების ინფორმირება მათთვის მისაწვდომი ფორმით;

მუნიციპალურ დონეზე არსებულ პროგრამებში და აქტივობებში მოხდეს შშმ პირთა მიზნობრივ ჯგუფად გათვალისწინება;

უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა მიზნობრივი რეაბილიტაციის სერვისების იმგვარი ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის უწყვეტობას ბენეფიციარისთვის მისაღები და აუცილებელი ფორმით (დისტანციურად ან პირისპირ), ისე ვირუსის ეფექტურ პრევენციას;

უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში დაცული პრევენციული ღონისძიებების მუდმივი და ეფექტური კონტროლი;

ეფექტური ზედამხედველობა გაეწიოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლების შესრულების პროცესს როგორც სტაციონარულ, ისე სტაციონარს გარე მომსახურებებში;

მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ და სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვის მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და ტელესკოლის გაკვეთილების იმ ყრუ და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც არ იციან ჟესტური ენა.

14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 08:13

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს „მთავარი არხის“ ბულინგისგან დაცვას სთხოვენ

როგორც შაქარაშვილის ბიძა ყვება, ომბუდსმენთან შეხვედრისას, ეს იყო დედ-მამის მთავარი მოთხოვნა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა და მათ ომბუდსმენთან თქვეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ და ელოდებიან საბოლოო შედეგებს, უფრო კონკრეტულად, ბრალდებების წარდგენას, რის შემდეგაც საბოლოო პოზიციას გამოხატავენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

სოსო ფხაკაძე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.