16 ივნისი 2020, 11:20 / სანდო წყარო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში - ბოლო ორი წლის განმავლობაში წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს, იქნება რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს (არ განიხილება საბავშვო ლიტერატურა. ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს, ნაშრომს, რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო, აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3 000 ლარის ოდენობით.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესია:

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;

პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრით; ის უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას, ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას;

საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ნაწარმოებს (ნაშრომს), სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, თან უნდა ერთვოდეს სრული ქართული თარგმანი;

ლიტერატურული, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით (წიგნად) გამოქვეყნების შემდეგ;

ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.);

დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო. ასევე, ავტორის წარდგენა განმეორებით შესაძლებელია ახალი ნამუშევრით;

ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად;

პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო წარდგენილი, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები (ნაშრომი).

კონკურსში მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

სასურველია წარმოდგენილ იქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად;

საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი;

კანდიდატის ბიოგრაფია (CV);

ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეოჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ;

კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები

საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2020 წლის 16 ივნისიდან - 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;

კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 5 დეკემბრისა.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო- თბილისი 0102, უზნაძის ქ.№68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური, მე-3 სართული,

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა, ეკატერინე გადილია“, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

სან-პაულუ, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო საფლავი

10 ივლისი 2020, 10:31

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 69 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 42 907 ადამიანს დაუდგინეს, 1 199ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 1 759 103 ადამიანს დაუდასტურდა, 69 254 ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 185 596 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

10 ივლისი 2020, 10:30

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

9 ივლისს კი სასამართლომ მანამდე გამართლებულ ისლამისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მიიჩნევს, რომ 27 წლის მოხიუსანატ ჩაუდჰარი, რომელიც ადრე Uber-ში მძღოლად მუშაობდა, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმზე, ტურისტულ ავტობუსზე ან გეი-აღულმის მონაწილეებზე თავდასხმას გეგმავდა.

10 ივლისი 2020, 10:23

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერმა“ 3, ან მეტი ბურთის სხვაობით ინგლისის ჩემპიონატში, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგო და გუნდის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ წლევანდელ სეზონში სადებიუტო ბურთი გაიტანა. თითო გოლი კი მეისონ გრინვუდის და ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზეა, რომელმაც თავი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. წლევანდელ სეზონში „იუნაიტედს“ ყველაზე მეტი, ცამეტი პენალტი დაუდეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

ნათია თურნავა

10 ივლისი 2020, 10:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

10 ივლისი 2020, 10:15

რეგიონი

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე არ ყოფნის უხვი ნალექის გატარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის დათვლა.

10 ივლისი 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

10 ივლისი 2020, 10:11

COVID19

ჰონგ-კონგში სკოლებს ისევ დახურავენ

კოვიდინფიცირების შემთხვევების მატების გამო ჰონგ-კონგში სკოლები ისევ დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჰონგ-კონგში კოვიდ 19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯო ბაიდენი

10 ივლისი 2020, 10:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი აცხადებს, რომ თვითდაზიანება შემთხვევით მიიყენა

„ის არის კონტაქტური, იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში. დაჭრილი არასრულწოვანი კლინიკაში გუშინ 21:55 საათზე შემოიყვანეს. მას აქვს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბასრი საგნით მიყენებული. ჭრილობა იყო ღრმა, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული“, - განაცხადა მედცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხვარაძემ.

10 ივლისი 2020, 09:54

სპორტი

„ინტერმა” „ვერონასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა და ქულები დაკარგა

ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა ლაზოვიჩმა მატჩის დებიუტში გახსნა, რასაც სტუმრებმა ანტონიო კანდრევას დუბლით უპასუხეს. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მიგელ ველოსომ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ინტერს“ გამარჯვების საშუალება არ მისცა.

ათენი

10 ივლისი 2020, 09:45

მსოფლიო

ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 6 პოლიციელი დაშავდა. Euronews-ის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები ესროლა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა.

ბოლივია

10 ივლისი 2020, 09:40

მსოფლიო

ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიეს ჩავესი COVID19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 09:24

სამართალი

ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, ხმაური იყო, თუმცა ფაქტს არ შესწრებიან. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შველას ითხოვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს

10 ივლისი 2020, 09:17

სამართალი

შსს გლდანში სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცნობით, 2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიცია

10 ივლისი 2020, 09:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

შსს

10 ივლისი 2020, 09:08

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გლდანი

10 ივლისი 2020, 09:02

სამართალი

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 08:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. შაქარაშვილის ბიძა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ოჯახი მნიშვნელოვან ვერსიად განზრახ მკვლელობას განიხილავს და იმედოვნებენ, რომ დასკვა იქნება კატეგორიული ფორმულირებით და არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.

სუსი

10 ივლისი 2020, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსის ანგარიშს განიხილავენ. წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

რომან გოცირიძე

10 ივლისი 2020, 08:20

პოლიტიკა

რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.