imedi /  16 ივნისი 2020, 11:45 / სანდო წყარო

სკოლებში Minecraft Education Edition-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს

Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition”-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტე რეჟიმში დაინერგება მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

სამინისტროს განცხადებით, „Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. „Minecraft Education Edition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

„პროგრამის დანერგვის პირველი ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს. ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომელებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყველკვირეული ონლაინ ტრენინგები, ექსპერტებთან ერთად გეგმავენ სასწავლო აქტივობებს, რომლებსაც კლასებში საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ და შემდეგ თავიანთ გამოცდილებას პროექტში ჩართულ პედაგოგებს გაუზიარებენ.

პროექტის დანერგვის პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, სისტემაში იქნებიან გადამზადებული მასწავლებელი, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ „Minecraft Education Edition” -ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მომზადდა სატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმან ვიდეო-კურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენ ქოუჩები და ექსპერტები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition”-ის ეფექტიანად ინტეგრირებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:34

პოლიტიკა

ცნობილია პირველი მაღალი რანგის სტუმარი, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საქართველო 6 ივლისს უმასპინძლებს

პანდემიის შემდგომ პირველი ოფიცილური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

03 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

გერმანული მედია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის

როგორც გამოცემებში Sueddeutsche Zeitung-ში, Tagesspiegel-სა და Focus-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკაში და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.

03 ივლისი 2020, 16:14

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 2 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით კიდევ 2 566 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 235 429-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 11 260 პაციენტი გარდაიცვალა, 196 446 კი გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გოცირიძე პირველ რიგში საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ

„საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ძველი ოპოზიცია - „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ორი თვის განმავლობაში საჯაროდ ატყუებდნენ საზოგადოებას. ისინი ხალხს საჯარო განცხადებებით ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებასო“.

ეგვიპტე ექიმები

03 ივლისი 2020, 16:07

COVID19

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებდნენ

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცენა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობასა და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის პოლიტიკურ თვალთმაქცობას საქმით ვპასუხობთ

სიმართლე არის ის, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნას აქვს ხელშესახები პროგრესი, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა და მაიკ პომპეოს განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც აშშ ამ პროგრესს უწოდებს ხელშესახებს და საქართველოს ულოცავს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას" კრიმინალებს იმიტომ ვუწოდებთ, რომ კრიმინალები არიან

საარჩევნო გარემოს ის აზიანებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ანუ, ჭაკუას პარტია კვლავ არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე ამ განცხადებით რომან გოცირიძეს გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 15:50

COVID19

აზერბაიჯანში დღე-ღამეში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აზერბაიჯანში დღე-ღამეში ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 228 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობა 18 684-ს გაუტოლდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში აქ ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი

03 ივლისი 2020, 15:38

მსოფლიო

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი გარდაიცალა. ის 57 წლის იყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა. 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ოლივერ კასკი

03 ივლისი 2020, 15:29

პოლიტიკა

ოლივერ კასკი: მედია უნდა ებრძოლოს სიძულვილის ენის გამოვლინებას

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკა არის თვითონ მასმედიის როლი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ კერძო მასმედიის, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ესტონელმა წევრმა, ოლივერ კასკმა საქართველოს პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 15:20

სპორტი

დევისისა და ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარე წელს აღარ გაიმართება

დევისისა და ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარე წელს აღარ გაიმართება. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან არიდების მიზნით, ორივე ტურნირი 2021 წლისთვის გადაიტანა.

რიჩარდ ბარეტი

03 ივლისი 2020, 15:11

პოლიტიკა

რიჩარდ ბარეტი: ყალბმა ახალმა ამბებმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას

ყალბი ახალი ამბები ძალიან დიდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ეს არის დინამიკური პრობლემა და ძალიან რთულია მაშინვე დასჯა ამ ტიპის გამოვლინებებისა, რადგან ტექნიკური საშუალებები თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა, რიჩარდ ბარეტმა პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

ჟან კასტექსი

03 ივლისი 2020, 15:09

მსოფლიო

ჟან კასტექსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.

ნათია თურნავა

03 ივლისი 2020, 15:03

COVID19

ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება. „მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება“ - განაცხადა მინისტრმა.

უაქციზო თამბაქო

03 ივლისი 2020, 14:59

სამართალი

სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის კანონდამრღვევი 1 000 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ COVID-19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის

დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 14:52

COVID19

ამირან გამყრელიძე Unicef-ზე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის არდაწყების საშიშროება არ არსებობს

„პანდემის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ორშაბათს იწყება - ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომაა მიღებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმის საშიშროება, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 14:46

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში

ეპიდსიტუაცია საქართველოში ბევრად უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე დავით ჭაკუაზე: თუ ვინმემ დაარღვია ადამიანის უფლებები, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე

„„ესაა მართლმსაჯულების პროცესი. მართლმსაჯულება გულისხმობს კანონის უზენაესობას და იმას, რომ ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ის, თავის დროზე, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. სხვა კომენტარი ამასთან დაკავშირებით ვერ მექნება“.

თბილისის მერია

03 ივლისი 2020, 14:42

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურება.