imedi /  17 ივნისი 2020, 11:38 / სანდო წყარო

სტუდენტური კონკურსები „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ დასასრულს უახლოვდება

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გრძელდება ციფრული კამპანია „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტიც პრესსამსახური ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთი აქტივობა მიმდინარეობს.

სტუდენტების რეგისტრაცია კამპანიის ფარგლებში მიმდინარე კონკურსებზე დასასრულს უახლოვდება. მსურველებმა 19 ივნისის ჩათვლით უნდა მოასწრონ ესსეების (ნარკვევების) გაგზავნა კონკურსზე, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. კონკურსის თემაა „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. პროექტს მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე (ნარკვევი) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ. ნაშრომებს სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ და 10 საუკეთესო ესეს (ნარკვევს) დაასახელებენ. ნაშრომები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/AAFacility. 3 საუკეთესო ესეს ავტორს კი გადაეცემა 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი. გამარჯვებულები 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე გამოვლინდებიან.

ესსეების კონკურსის გარდა, დღესვე, რეგისტრაცია სრულდება კვლევითი პროექტების კონკურსზეც, რომელიც ასევე სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვისაა განკუთვნილი. ონლაინ კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება ასოცირების შეთანხმების თემაზე, კერძოდ კი შეარჩიონ სპეციფიკური თემებიდან ერთ-ერთი: COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე.

დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს.

სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს ორ საუკეთესო საპროექტო წინადადებას, რომელთა განხორციელების შედეგად მიღებული საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებული საპროექტო წინადადებების ავტორები, არაფულადი ჯილდოს სახით, მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას, ან კვლევისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას 500 ევროს ოდენობით.

კონკურსში - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“, მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, ან სტუდენტთა ჯგუფს. მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.aa.ge.

ყველა სიახლე

ირანი კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 22:50

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 260 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 179 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 13 211-მდე გაიზარდა.

14 ივლისი 2020, 22:44

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ორი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ იტყობინება.

ნინო თვალთვაძე

14 ივლისი 2020, 22:31

რეგიონი

ქუთაისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

„ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ. ეს საჩუქარი კი, განსაკუთრებული საჩუქარი, ყოველთვის ჩემთან იქნება, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს თვალთვაძე.

მინსკი აქცია

14 ივლისი 2020, 22:30

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტისთვის რეგისტრაციაში უარის თქმას ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოყვა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში ვიქტორ ბაბარიკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმას საპროტესტო აქციები მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი რედაქცია ავრცელებს. მინსკში მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს, პოლიციამ მომიტინგეებს გზა გადაუკეტა და რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბრესტში, მოგილიოვში, გომელში, გროდნოში, მოლოდეჩნოსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში.

ირაკლი კოვზანაძე

14 ივლისი 2020, 22:30

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს უნდა გადაცდეს

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს გადასცდეს. რადგან წლიდან წლამდე მატულობს საბიუჯეტო შემოსავლები და ასიგნებები, ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება აუდიტით დაფარვის გარეშე დარჩენილი თითოეული პროცენტის წონა“.

14 ივლისი 2020, 22:14

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს უკვე 138 700 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსს 453 ადამიანი ემსხვერპლა, 28 149 პირს კი ვირუსი დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 3 507 632 შემთხვევაა აღწერილი. გარდაცვლილ დაავადებულთა რაოდენობამ უკვე 138 700 შეადგინა, 1 565 551-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

შსს

14 ივლისი 2020, 22:10

სამართალი

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ქალმა რამდენიმე დღის წინ, ნაქირავებ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ბავშვის მამას დაუკავშირდა და გარდაცვლილი შვილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

14 ივლისი 2020, 22:02

მსოფლიო

ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილი დოკუმენტი: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამწვავებს

სომხეთის მხრიდან აგრესიის აქტი, რომელიც 2020 წლის 12 ივლისს მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს, რისი მიზეზიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღისა და 7 მიმდებარე რაიონის კონტროლია, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში №717 „სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაშია წარდგენილი.

კორონავირუსი

14 ივლისი 2020, 21:55

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25 113 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 319 ადამიანი, 16 150-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია და მისი განცხადებები მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია, მნიშვნელობა არ აქვს, მას მაღალი თუ დაბალი თანამდებობა აქვს, მისი განცახდებები მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივლისი 2020, 21:27

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მტკიცედ ვგმობ სომხეთის თავდასხმას მეგობრულ და ძმურ აზერბაიჯანზე

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: რურუას თემა არის მოგონილი

„ზოგადად, შეფასებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც კეთდება და რასაც აკეთებს ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააზარალონ და დააზიანონ, განსაკუთრებით საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს გამოსდით, არის შემთხვევები, როდესაც არ გამოსდით. თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიზანი და არჩევანი, რომელიც გვაქვს გაკეთებული – ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ძალიან სწრაფად მოხდეს. ამისთვის, საჭიროა, რეფორმების განხორციელება, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რობერტ რედფილდი

14 ივლისი 2020, 21:16

COVID19

რობერტ რედფილდი: აშშ-მა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა ვირუსს თავი ჯერ ვერ დააღწია.

კახა კალაძე

14 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვმუშაობთ მაჟორიტარებსა და საარჩევნო სიაზე, საზოგადოება ამას უახლოეს მომავალში გაიგებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების და საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ემზადება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განუცხადა.

14 ივლისი 2020, 21:05

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს სოფელში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ის 3 ივლისს დააკავეს, თუმცა დაკავების შესახებ ოჯახმა მხოლოდ მესამე დღეს შეიტყო.

მელანია ტრამპი

14 ივლისი 2020, 20:50

COVID19

მელანია ტრამპი ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტი

14 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების უწყვეტ პროცესს მიესალმებიან

განცხადებაში ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეთმობა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება.

14 ივლისი 2020, 20:43

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 54 771-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 14 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 412-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 27 154 პაციენტი.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

14 ივლისი 2020, 20:37

პოლიტიკა

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა, რაც მომხდარს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება.

სალომე ზურაბიშვილი

14 ივლისი 2020, 20:32

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების დღე მიულოცა.