IMEDI /  17 ივნისი 2020, 12:24 / სანდო წყარო

არასამთავრობოები: ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს

17 არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ შესაძლო დანაშაულს ეხმაურება.

„საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვეხმიანებით 15 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა. კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თითქმის ერთი წლის წინ საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა, უწყება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გაბუნიას ლიკვიდაციასთან კავშირზე პირდაპირ არ საუბრობს, მაგრამ არც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.

ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, რუსეთის მხრიდან გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ე.წ. ბორდერიზაციის გზით, რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მხრიდან პერმანენტულ საფრთხეს წარმოადგენს. ხშირია მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები.

ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუფარავად მოქმედებენ რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები. რუსული რბილი ძალიდან მომდინარე საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ხაზს უსვამს თავის ანგარიშებში. ამ ფონზე ჟურნალისტის შესაძლო სამიზნედ ამოღება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ასევე, აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

თხოვნით მივმართავთ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას“- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
ღია საზოგადოების ფონდი; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს ატლანტიკური საბჭო;საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; საზოგადოება და ბანკები; ლიბერალური აკადემია თბილისი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს გაეროს ასოციაცია
საფარი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მწვანე ალტერნატივა; ცენტრი "ემპათია";

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

15 ივლისი 2020, 00:51

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 666 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 303 699 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 409 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 00:51

პოლიტიკა

კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

„ბიზნესთან შეთანხმებასა და კონსენსუსს მივაღწიეთ. კარგია, რომ ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი“.

არჩილ ბერიანიძე

15 ივლისი 2020, 00:50

სამართალი

ბრალდებულთა ადვოკატებს შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები იმყოფებოდნენ, რომელთაც საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ. ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათთვის გადაცემული დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია.

მაია ქარდავა

15 ივლისი 2020, 00:46

საზოგადოება

მაია ქარდავა იმედოვნებს, რომ წითელი ჯვარი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას მალე შეძლებს

„შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ცხინვალში შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, გაიგზავნა ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, რაც გახლავთ პროცედურა ასეთ შემთხვევაში. პასუხად გვითხრეს, რომ რადგან ის საავადმყოფოში იმყოფება, იქ მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. ამან ცოტა გადადო და შეაყოვნა პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შევძლებთ ამ ვიზიტს. თუ ვთქვათ კარანტინის გამო უფრო გადაიწევს დროში, იმას მაინც ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებლად შევუგზავნოთ მას ოჯახის წერილი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი ახლობლის მდგომარეობის შესახებ და ბუნებრივია, როდესაც ვიზიტი შედგება უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და ამას უშუალოდ ოჯახს მივაწვდით“, - განაცხადა ქარდავამ.

ამირან სალუქვაძე

15 ივლისი 2020, 00:37

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი?

„მაგრამ ვის ხარჯზე გააკეთე ეს ნაბიჯი, ვის ხარჯზე გადადგი? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც დაშავდნენ? ანუ როცა დაგჭირდება ამ ადამიანებით მანიპულირებ, თვალზე აკეთებ აქცენტს და ა.შ., როცა დაგჭირდება გავიწყდება ეს ადამიანები და ამბობ, „შეცდომა დავაშვებინე“. როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი? - აღნიშნა სალუქვაძემ.

გია გაბრიჭიძე

15 ივლისი 2020, 00:33

საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: ბოროტ ძალას სურს, საქართველოში დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას

ეს არაა მედია, ეს არის რაღაც ბოროტი ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველოში ისეთი დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას. ეს ხალხი ცდილობს, საქართველო დეპრესიულ რეგიონად აქციონ. მიმდინარეობს ფორსირებული შეტევა და ამის აღკვეთა ან ორგანიზებული მუშაობითაა შესაძლებელი, ან კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჟურნალისტმა, გია გაბრიჭიძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს - რევანშზე

„კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თავისი სექტისადმი. მან პირდაპირ განუცხადა, - არ დაიღალოთ, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს ქვეყანაში. მისი მიმართვა და მოწოდება იყო, რომ ყოველ დღე შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია გამოიწვიონ და ამისთვის არ დაიღალონ. ეს მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს“.

დავით ნარმანია

15 ივლისი 2020, 00:17

ეკონომიკა

დავით ნარმანიას თქმით, ხვალ პარლამენტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენენ

„საკმაოდ ცხარე დებატები და კამათი მოჰყვა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდით ცალკეული ნაწილების დაზუსტებაზე. კერძოდ, სხვა გარემოებებს, რომელიც კანონპროექტში ორ ადგილას იყო წარმოდგენილი ამოვიღებთ და ამით ჩანაწერები გახდება კიდევ უფრო მკაფიო, ხოლო კანონის მოქმედება ჩვენი შეთანხმების მიხედვით არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ეს არის რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ. შესაბამისად ხვალ დღის განმავლობაში დაზუსტებული და კორექტირებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი შემდგომი განხილვისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი კანონში ცვლილებას უახლოეს მომავალში მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნიკოლოზ მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:15

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს

ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

15 ივლისი 2020, 00:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს

„ამას რამდენიმე მიზეზი და რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური იმპოტენციის გადაფარვას ცდილობს. ახალი ტყუილი ამბების შექმნით, ვინაიდან (სურთ) მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი ცდილობენ ხშირ შემთხვევაში ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, რა საკვირველია, მათი ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი, იმდენად რამდენადაც შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს და, ბუნებრივია, რა არ არსებობს, იმას ვერ დაიჭერენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ია მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:06

საზოგადოება

ია მეტრეველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს. ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო. გირგვლიანის საქმეში მთელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, აქ კი დაუნდობელმა ბავშვებმა ასეთი სისასტიკით თანატოლი გაიმეტეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 ივლისი 2020, 23:51

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სომხეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი არ შეიძლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:41

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ტელევიზიას საქმის პოლიტიზება არ გამოუვიდათ, ახლა ისტერიკა სჭირთ

„გამოძიებასთან არავინ არ თანამშრომლობს. ე.წ. „ჩაკეტილი წრე“ ამოქმედდა ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უშუალოდ გიორგის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და შემდგომში, ბავშვის განზრახ მკვლელობას. ეს წრე თავიდანვე იყო შემოფარგლული იმით, რომ ინფორმაცია არ გაეცათ, წინ არ წაეყვანათ გამოძიება“.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 23:37

საზოგადოება

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება

ომბუდსმენის ფუნქცია არაა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩართვა. თუმცა, როდესაც მხარე მას ამ თხოვნით მიმართავს და პროკურატურაც არაა წინააღმდეგი, სახალხო დამცველის მიუკერძოებელი დასკვნა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

14 ივლისი 2020, 23:35

პოლიტიკა

სოზარ სუბარის აზრით, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების დაძაბვაა

„მათ აწუხებთ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და უნდათ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოს დღევანდელობაში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომ თქვან ტანა თქვან: „აი მარტო ჩვენ არა, ისინიც იგივეს აკეთებენ“. ეს არ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. 17 ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი“, - აღნიშნა სუბარმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლის მიუხედავად, თურქეთი განაგრძობს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას.

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 23:22

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ზოგიერთი არხის მხრიდან ამორალური და უზნეო დამოკიდებულების მიუხედავად საქმის ობიექტურად გაშუქებას მივაღწიეთ

არ გავამხილეთ თავის დროზე, თუმცა დაახლოებით მესამე დღეს ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების მიზეზი, ცოტა მოგვიანებით კი ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი იყო. ჩვენ ვფილტრავთ ინფორმაციას და საზოგადოებას მას ვაწვდით ისე, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.