imedi /  18 ივნისი 2020, 17:51 / სანდო წყარო

აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია „კავკასუს ონლაინს”, - ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებით, თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება „კავკასუს ონლაინისა” და მისი შვილობილი კომპანიის – „რკინიგზის ტელეკომისთვის” სანქციების დაწესების თაობაზე.

დაწესებული ფულადი სანქციები განისაზღვრა 30 000, 90 000, 270 000 ლარით – „კავკასუს ონლაინისთვის”, ხოლო „რკინიგზის ტელეკომის” შემთხვევაში, 30 000 და 63 930.93 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ, 28 მაისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შედეგად, ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს 25 ივნისს.

კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს ავტორიზაციის უფლების შეჩერებას.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.

აფბას განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც „კავკასუს ონლაინისთვის” და „რკინიგზის ტელეკომისათვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.

ამ დროისათვის არ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „არსებით საფრთხესთან“ გამოქვეყნებული დასკვნის დამადასტურებელი ფაქტები და კომისია თავად ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად.

კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ „კავკასუს ონლაინს” შეუჩერდება ავტორიზაცია, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე და არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდება ინტერნეტის ხარისხიც და მომსახურების ფასიც.

გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში შემცირებული ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომისიის გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო.

იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციები გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყო შესაძლებელი შესაბამისი განაცხადის პოსტ-ფაქტუმ შეტანა. მაგ. როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად, კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას მოსთხოვა გარიგების გაუქმება.

შესაბამისად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე გადაიაროს და საცალო თუ საბითუმო ინტერნეტის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. ამავდროულად, გაურკვეველია სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ევროპული ინტერნეტის გარეშე“, - ნათქვამია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნიკუშა შენგელაია

27 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის

ვფიქრობ, არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის. აი, ეს არჩევანია და მინდად ვთხოვო ყველას, რომ აუცილებლად მიხვიდეთ არჩევნებზე ოჯახებით, მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებიდან „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:08

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ქართველი ხალხი არის მობილიზებული დემოკრატიის დასაცავად

ხედავთ, რომ ეს არის გრანდიოზული აქცია. სამი ძირითადი პრინციპი აერთიანებს აქ შეკრებილ მოსახლეობას, ეს არის პროგრესი, ჰუმანიზმი და ევროპული გზა. „ქართული ოცნება“ ამ პირინციპებით არის ხელისუფლებაში და ასეთი გრანდიოზული შეკრება იმას მოწმობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 17:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, ვინც მშვიდობიანი განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის გარანტიას იძლევა

ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, ვინც მშვიდობიანი განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის გარანტიას იძლევა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თუნავამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ყველაზე მეტად მხარდაჭერილი პარტია, რომელსაც 1 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ზურა ხიზანიშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:57

პოლიტიკა

ზურა ხიზანიშვილი: კახას ყველა გამოსვლა იყო საქმეზე მიმართული და არა ოპონენტებთან პაექრობაზე

„კახის გვერდში რომ ვიდგები, მე მგონი ეს არავის უკვირს, თუმცა, მინდა გავმიჯნო ჩვენი მეგობრობა და რეალურად შევხედო ამ თემას. რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში გულწრფელად ვიტყვი. რომ მეგონა საკმარისი იყო გამარჯვებისთვის, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ. მომდევნო 4 წლის პრეზენტაცია, რაც კახამ ჩაატარა, ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო იქ მყოფი ადამიანებისთვის. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მესიამოვნა, მიუხედავად მიღებული შედეგისა, რომ არ გაბრაზდა, ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, არც კრიტიკა წამოსულა მისგან და გააგრძელა საქმეზე საუბარი“,- განაცხადა ზურა ხიზანიშვილმა.

ირაკლი ქარსელაძე

27 ოქტომბერი 2021, 16:55

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე: მთელი საქართველო აქ არის. საქართველო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ანვითარებს იმ გზით, რაც უკავშირდება ადამიანს, მის უფლებებსა და მის საჭიროებებს

პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მოვახერხეთ და 70 კილომეტრი ავტომაგისტრალი ექსპლუატაციაში შევიდა, რის შედეგედაც თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 5-ის ნაცვლად, 4 საათშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ მცირე მაგალითი იმ შედეგებისა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თემურ თათარაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:41

საზოგადოება

თემურ თათარაშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოვიდა

მომღერალ თემურ თათარაშვილის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი და მშვიდი ცხოვრება დაიწყოს საზოგადოებამ.

ლევან დავითაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს სტაბილური განვითარება სურთ

გასაკვირი არაა, რომ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა ამდენი ადამიანი, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მილიონამდე ამომრჩეველი, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:37

ეკონომიკა

მეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ უერთდება

თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს „ქართული ქსოვილი“, მეამა შეუერთდა. ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან. ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას.

დავით ოქიტაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 16:37

პოლიტიკა

დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: ამდენ ადამიანს ფულით ვერ იყიდი - მადლობა ამ გმირ ხალხს

ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე, რომელიც 2 ოქტომბერს დავიწყეთ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:34

საზოგადოება

აპლიკაციების კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

თიბისის აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე Theneo გავიდა, მეორეზე - Strange Elo და მესამეზე Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და კონკურსის სამი ტური გამოიარეს.

27 ოქტომბერი 2021, 16:32

პოლიტიკა

რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. ფოტოგალერეა

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება. შეკრებაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთელი საქართველოდან მიიღებენ. რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ნახეთ ფოტოგალერეა.

27 ოქტომბერი 2021, 16:32

საზოგადოება

საბანკო ასოციაცია: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით კიბერთაღლითები უკავშირდებიან

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები.

გიორგი ამილახვარი

27 ოქტომბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქციების მოწყობა

ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქციების მოწყობა, ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განუცხადა.

დავით ზალკალიანი

27 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: 30 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებას მივაღწევთ და გავაგრძელებთ თანმიმდევრულ სვლას ჩვენი სანუკვარი მიზნისკენ - 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისკენ

დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს კიდევ ერთ გამარჯვებას მივაღწევთ და გავაგრძელებთ თანმიმდევრულ სვლას ჩვენი სანუკვარი მიზნისკენ - 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებისკენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:19

საზოგადოება

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საბითუმო ბაზრის მონაწილე, პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში ვაჭრობისათვის შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო გააცნეს.

ია მეტრეველი

27 ოქტომბერი 2021, 16:14

პოლიტიკა

ია მეტრეველი: ჩვენ დავანახებთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიანი სააკაშვილის მომხრეებსა და მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში

ჩვენ დავანახებთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიანი სააკაშვილის მომხრეებს და მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა იმედი Live-ის ეთერში ისაუბრა.

რატი ბრეგაძე

27 ოქტომბერი 2021, 16:12

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფინალური „თამაში“ ანგარიშით 41:0 დასრულდება

„არჩევნები ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც კი აქვს კაცობრიობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პროცესში“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ დღეს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:07

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში

სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ არჩევანი გვიწევს არა კარგსა და უკეთესს შორის, არამედ კარგსა და ცუდს შორის, კარგსა და საშინელებას შორის - როგორც გერმანიაში ვერ დაბრუნდებიან ფაშისტები ხელისუფლებაში, ისე ვერ დაბრუნდებიან ქართველი ნეობოლშევიკები და ფაშისტები ხელისუფლებაში, - ამის შესახებ მომღერალმა, ზურა მანჯავიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 16:04

მსოფლიო

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს დღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.