22 ივნისი 2020, 14:26 / სანდო წყარო

უცხოური მედია: საქართველო პოლიტიკურად სწორ გზას ადგას

„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ზოგად ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას და პროგრესს საქართველოს პროდასავლურ გზაზე. დღეს, საქართველო დგას იმავე გზაზე, რომელიც თავის დროზე გაიარეს ევროკავშირის ისეთმა წევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სხვანი. ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესის წარმოების ინდექსების გარდა, საქართველო არ ჩამოუვარდება ამ ევროპულ ქვეყნებს კანონის უზენაესობის, კორუფციის აღქმის, ღია ბიუჯეტისა თუ სამართალდამცავი სტრუქტურების რეიტინგებშიც. როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმა დღეს წარმოადგენს ამ შთამბეჭდავი მიღწევების შენარჩუნების წინაპირობას. შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა მხარდაჭერას იმსახურებს“, - გამოცემა ,,4liberty“ სტატიას სახელწოდებით ,,რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა“ აქვეყნებს.

ავტორის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს.

სტატიის თანახმად, თავისუფლების დამცველნი წლების განმავლობაში განიხილავენ საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების ბუნებრივ მოკავშირეს და დღეს, როცა ქვეყანა უპრეცედენტოდ ახლოსაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ოცნების აღსრულებასთან და საქართველოს მომავალი უფრო ნათელ ფერებში გვევლინება, ვიდრე არასდროს.

,,ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, COVID-19-მა საქართველოშიც გაართულა სიტუაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და, ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს. 24 ივლისს კომიტეტებში დაგეგმილია კენჭისყრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო კენჭისყრა პლენარული სხდომაზე გაიმართება 26 და 27 ივნისს. შემდეგ, თუკი კანონპროექტი დააგროვებს ხმათა საკმარის რაოდენობას, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს ბრძანებას მის დამტკიცებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. მე, პირადად, ბევრი მიზეზით არ ვარ პროპორციული სისტემის დიდი ქომაგი: 1990 წელს მე ამირჩიეს ბულგარეთის დამფუძნებელი კრების წევრად „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“ საარჩევნო სისტემის შესაბამისად (მანდატების რაოდენობა პარლამენტში განაწილდა 50/50 შერეული სისტემით). შედეგად, მე მქონდა მნიშვნელოვანი თავისუფლება ჩემი დაპირებების და საკანონმდებლო ინიციატივების განსახორციელებლად, თუმცა დღეს ვხედავ ინდივიდუალური პარლამენტარების დამოუკიდებლობის დაკნინებას, რომელიც მოიტანა სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ. გარკვეულ წლებში საპარლამენტო უმრავლესობას თითქმის „ხელით“ მართავდა პარტიის ლიდერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სხვა პერიოდებში კი კონკრეტული მიზნებისთვის შეკრებილ უმრავლესობას ქაოსი და გამჭვირვალობის ნაკლებობა შეჰქონდა საჯარო მმართველობაში. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირი და აშშ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო პოლიტიკურად სწორ გზას ადგას. აი, რა დევს სასწორზე ჩემი აზრით - არსებობს მკაფიო საერთო მახასიათებლები საქართველოში პოლიტიკურ პარტიათა ხედვებს შორის. გადაკვეთის წერტილებს წარმოადგენს დასავლური ორიენტაცია და ნეგატიური განწყობები რუსეთის ფედერაციის ლიდერობისა და პოლიტიკის მიმართ როგორც უკრაინაში, ისე გლობალურად. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონსენსუსი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი შეუწყო 2019 წლის საპროტესტო აქციებმა, ასევე წინა წლებში ჩატარებული გამოსვლები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ; გარდა ამისა, სახეზეა მყარი კონსენსუსი ევროპულ გეზთან, როგორც ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზანთან დაკავშირებით. ამ ტიპის კონსენსუსი ბევრად უფო სუსტი პოლიტიკური მოტივაციის საფუძველია ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში, თუმცა მედლის მეორე მხარეა ის ფაქტიც, რომ ევროპული ორიენტაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის წინაპირობას; ხსენებულთან თანხმობაშია საქართველოს მხრიდან ნატოს მხარდაჭერა და ის ფაქტი, რომ საქართველო ევრაზიაში ნატოს მისიებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანია; პოლიტიკური თვალსაზრისით, საარჩევნო რეფორმას აქვს შედარებით ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც დაკავშირებულია ზემოთ აღწერილ გამოცდილებასთან, როცა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი წარსულში წარმომადგენლობის გარეშე რჩებოდა. ევროკავშირი, აშშ, ეუთო და ასევე საერთაშორისო საზოგადოება განიხილავენ ამ რეფორმას, როგორც გარდამავალ პერიოდში საქართველოსთვის (ისევე, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის) დამახასიათებელი ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ მოქმედების დაპირებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

27 ოქტომბერი 2021, 18:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მრავალრიცხოვანი წინასაარჩევნო შეკრება პარტიის ჰიმნით დასრულდა

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.

27 ოქტომბერი 2021, 18:03

მსოფლიო

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა

აფრიკის კავშირმა ორგანიზაციაში სუდანის წევრობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს. 25 ოქტომბერს, სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სუდანში სამხედრო გადატრიალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. 27 ოქტომბერს, სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:56

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, მასავით პატარა გოგო-ბიჭები, საუბედუროდ, ასეულობით ათასია ქვეყანაში, დევნილი საკუთარი სოხუმიდან

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქათული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რომ არა ეს უბედურება, ასობით ათასი გოგო და ბიჭი, რომელიც დღეს ლტოლვილია, სოხუმსა და ცხინვალში დაიბადებოდა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ჩვენი მოსაგები ბრძოლები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ

„შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი, მორე მხარეს ვართ ჩვენ, ის ხელისუფლება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი. დევნილები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:51

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისა და გამძლეობისთვის

პირველ რიგში, მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისთვისა და გამძლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:50

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არ მივცეთ საშუალება არავის, დაგვაბრუნოს წარსულში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანი

27 ოქტომბერი 2021, 17:49

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ, - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის

30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე

„მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ. 2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 17:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ

დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2021, 17:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოცნებაა, გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთითა და ცხინვალით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება

ჩვენ გვაქვს ჩვენი „ქართული ოცნება“ - ესაა ოცნება ერთიან საქართველოზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია

ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სამართალი ყველასთან მივა და არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას და ჩვენი მიწის გაყიდვას

„ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას. არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის - მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივი ძალისხმევით, ყველა პრობლემას დავძლევთ; დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და გაერთიანების წლები

ჩვენ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო, უშუალოდ შევხვდი მოსახლეობას და მათი პრობლემები და გამოწვევები მოვისმინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ იცოდეს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება

„დღეს, ჩვენ აქ შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი

2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული ძალა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის

ვფიქრობ, არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის. აი, ეს არჩევანია და მინდად ვთხოვო ყველას, რომ აუცილებლად მიხვიდეთ არჩევნებზე ოჯახებით, მეგობრებთან, მეზობლებთან ერთად, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებიდან „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:08

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ქართველი ხალხი არის მობილიზებული დემოკრატიის დასაცავად

ხედავთ, რომ ეს არის გრანდიოზული აქცია. სამი ძირითადი პრინციპი აერთიანებს აქ შეკრებილ მოსახლეობას, ეს არის პროგრესი, ჰუმანიზმი და ევროპული გზა. „ქართული ოცნება“ ამ პირინციპებით არის ხელისუფლებაში და ასეთი გრანდიოზული შეკრება იმას მოწმობს, რომ ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

27 ოქტომბერი 2021, 17:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.