23 ივნისიდან პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყება

ფოტო: shutterstock.com
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად დამატებითი ადგილები განსაზღვრონ. რეგისტრაციის მე-3 ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტინგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებში.
ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომი გახდება 22 ივნისს ამ ბმულზე. დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, ამ ბმულზე.
„საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი. აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე. მე-3 ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ პირველკლასელთა რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე მე-4 ეტაპზეც. აღნიშნულ ეტაპზე რეგისტრაციის თხოვნით უნდა მიმართონ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
ამასთან, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ასეთია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 22:53
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა „მეგობარმა" გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა - ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა „დიფ სთეითის" აგენტურის ავანტიურული სცენარი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც მოიცავდა.

15 ივლისი 2025, 22:36
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 22:16
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას.

15 ივლისი 2025, 21:52
მსოფლიო
ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს: არავის მხარეს ვარ - კაცობრიობის მხარეს ვარ, მინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის არავის მხარეს არ არის.

15 ივლისი 2025, 21:36
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მიმართებაში პოზიცია გაამკაცრა.

15 ივლისი 2025, 21:23
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

15 ივლისი 2025, 21:21
მსოფლიო
The New York Times: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მკაცრად საუბრობს რუსეთზე, ამ საუბარს თან ახლავს ეჭვები და აკლია კონკრეტული დეტალები
პრეზიდენტ ტრამპის ახალი გეგმა, უკრაინისთვის იარაღის გაგზავნისა და პარალელურად რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის მკაცრი სანქციების დაწესების მუქარა, ასახავს ომთან დაკავშირებით მის პოზიციაში მკვეთრ ცვლილებას, თუმცა მისი შეთავაზებები ძირითად დეტალებს გაურკვეველს ტოვებს, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

15 ივლისი 2025, 20:42
პოლიტიკა
არის თუ არა ალეკო ელისაშვილი „ლელოს” და „გახარიას” ალიანსის მაქსიმუმი? არსებული ინფორმაციით ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი
არის თუ არა ალეკო ელისაშვილი „გახარიას“ და „ლელოს“ ალიანსის მაქსიმუმი? არსებული ინფორმაციით, ელისაშვილის ახალი როლი თბილისის მერობის კანდიდატობა იქნება.

15 ივლისი 2025, 20:39
სამართალი
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან. საქართველოდან კიდევ 26 უცხოელი გააძევეს - „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა გრძელდება. საქართველოს დატოვება ამჯერად 26 უცხოელს მოუხდა. ისე, რომ ჩვენს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ.

15 ივლისი 2025, 20:33
პოლიტიკა
უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია. ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. „ქრონიკის" სიუჟეტი
როგორც ვნახეთ, ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია ოპოზიციის კიდევ ერთი მარცხია. ახალი ამბავი ბრიუსელიდან რეალურად არც ისე ახალია. სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა- ევროპელი ბიუროკრატებისგან ხშირად ისმის, ეს ხელისუფლებას საბჭოურ სტილს აგონებს. სოფო ბერიძე გვიერთდება

15 ივლისი 2025, 20:20
პოლიტიკა
რუსეთიდან დეპორტირებული, მძიმე დანაშაულში მხილებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან, ბუფერულ ზონაში იმყოფებიან. რას ამბობს შსს? - „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე დანაშაულებში მხილებული და რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან ბუფერულ ზონაში რჩებიან. რა გზით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, ჯერ გაურკვეველია.

15 ივლისი 2025, 20:12
საზოგადოება
ტრაგედია - ოპოზიციისთვის პოლიტიკური საზრდო. „ქრონიკის" სიუჟეტი
ტრაგედიას სადგურის მოედანთან ორი ადამიანი ემსხვერპლა და 1 დაშავდა. ვიდრე მაშველები ცხედრებს ეძებდნენ, ოპოზიციამ უბედური შემთხვევის სათავისოდ გამოძიებაც მოასწრო, მერიაზე თავდასხმაც და პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაც.

15 ივლისი 2025, 20:00
მსოფლიო
კაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება.

15 ივლისი 2025, 19:38
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანმა უარყო, რომ ტრამპმა ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა.

15 ივლისი 2025, 19:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.

15 ივლისი 2025, 19:25
რეგიონი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ-ზე (სოფ. შუასოფელი), დაგეგმილი ლითონის მილის მოწყობის სამუშაოების გამო 2025 წლის 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

15 ივლისი 2025, 19:20
პოლიტიკა
საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

15 ივლისი 2025, 19:13
პოლიტიკა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

15 ივლისი 2025, 19:04
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
„ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამოხატულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტებში. ესაა საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული ტრენინგები, ასევე საგრანტო კომპონენტები, რომლებიც ეხმარება ექსპორტიორებს პროდუქციის სერტიფიცირებაში, ბრენდინგში, ახალ ბაზრებზე შესვლის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაში და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ქართველი ექსპორტიორებისთვის აორგანიზებს. საუბარია სურსათზე, ტექსტილსა და სხვადასხვა სახის საექსპორტო მიმართულებაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

15 ივლისი 2025, 18:56
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ბრიუსელმა სავიზო თემით მანიპულირების იარაღი რომ გამოიყენოს, საქართველოს წინააღმდეგ ასამოქმედებელი სხვა იარაღი აღარ დარჩება
იმედი მაქვს ბრიუსელში გაიმარჯვებს საღი აზრი, იმიტომ, რომ ვიზების შეჩერების საკითხი არის ფაქტობრივად ბოლო იარაღი, რაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს სავიზო შეთანხმების გაუქმების გარდა საქართველოზე ზემოქმედების სხვა იარაღი.