imedi /  23 ივნისი 2020, 15:35 / სანდო წყარო

ჯანდაცვის სამინისტროსა და UNDP-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ეკატერინე ტიკარაძე ლუიზა ვინტონი

ეკატერინე ტიკარაძე
ლუიზა ვინტონი

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის, რაც საქართველომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე. ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა გააგრძელებს იმ წესების დაცვას, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ, რათა ეკონომიკის გახსნასთან ერთად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ 5 საავადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში. კორონავირუსის პერიოდში საქართველომ მოახერხა და დაიცვა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გადაჭარბებული ნაკადისგან, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შეთხვევაში, მნიშვნელოვანია ქვეყანა მზად დახვდეს ამ გამოწვევას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.

UNDP-ს დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დანერგავს კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი „ქეის მენეჯმენტის“ მიდგომის დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების აუდიტს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, მუდმივი კონსულტაციების ჩატარებას ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ჯანდაცვის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ჯანდაცვამ წარმატებით გაართვა თავი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას პანდემიის დროს. „ჩვენ ფასდაუდებელი გამოცდილებაც შევიძინეთ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და რეფორმაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტს „საერთაშორისო ფონდი კურაციო“ განახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი წელს დაარსდა და საზოგადოებრივი სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამჟამად ჰოლდინგის შემადგენლობაში ხუთი კლინიკა შედის, მათ შორის - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური), ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და რუხის საავადმყოფო. მომავალში ჰოლდინგის შემადგენლობაში სხვა სამედიცინო კლინიკებიც გაერთიანდება.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2020, 01:14

სამართალი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქებას 50 წლამდე კაცი ემსხვერპლა

მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

12 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის მადონას შვილი ნიუ-იორკში პაპარაცების სამიზნე გახდა

ამერიკელი პოპ-შემსრულებლის მადონას უფროსი გოგო ლურდეს ლეონი პაპარაცების სამიზნე გახდა. ის ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

სუპერ მარიო

12 ივლისი 2020, 00:41

ტექნოლოგიები

Super Mario Bros.-ის ეკზემპლიარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპიუტერული თამაში გახდა

კარტრიჯი 1985 წელს არის გამოშვებული და პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან დღემდე შეფუთული იყო. თამაშის ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ამით მყიდველმა შარშანდელი რეკორდი მოხსნა. მაშინ ასევე კარგ მდგომარეობაში შემონახულ თამაშში მყიდველმა 100 500 ათასი დოლარი გადაიხადა.

FIFA

12 ივლისი 2020, 00:32

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს ახალ პროექტში ერთვება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ახალ პროექტში - Bridging the Gap - an analysis of the global football ecosystem ერთვება. ფედერაციის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პირველია, რომელიც ფიფამ ამ პროექტში ჩართო.

ისრაელი

12 ივლისი 2020, 00:26

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსზე მთავრობის რეაგირება დემონსტრაციით გააპროტესტეს

ისრაელში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სადაც ეკონომიკაზე კორონავირუსის კრიზისის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ გადადგმული „არასათანადო საპასუხო ნაბიჯები“ გააპროტესტეს.

კურიერი ლაბრადორი ეროსი კოლუმბია

12 ივლისი 2020, 00:06

ტაბლოიდი

კოლუმბიაში ლაბრადორი კურიერად მუშაობს და პანდემიის დროს კლიენტებთან სურსათი მიაქვს

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, - ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

11 ივლისი 2020, 23:48

ტექნოლოგიები

მექსიკაში არქეოლოგებმა წყლით დატბორილი უძველესი შახტი იპოვეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკაში, კინტანა-პოს სანაპიროზე წყალქვეშა გამოქვაბულები შეისწავლა და 12 000 წლის წინ დატბორილი შახტი იპოვა. ამის შესახებ techcult წერს.

11 ივლისი 2020, 23:38

საზოგადოება

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ვაკო გვილია

11 ივლისი 2020, 23:20

სპორტი

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობა კობალაძე

11 ივლისი 2020, 23:07

სამართალი

კობა კობალაძე: პოლიციის განყოფილებაში შვილთან ერთად მივედი, ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა

ჩემი შვილი და მე ერთად მივედით განყოფილებაში, მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე და ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები, რეალურად სამართლებრივი პოზიცია, შეფასება მიეცემა ამას, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა კობა კობალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ისრაელი

11 ივლისი 2020, 23:06

COVID19

ისრაელში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1500 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მედიის ცნობით, საავადმყოფოებში 134 მძიმე პაციენტი მკურნალობს, 49 კი მართვით სუნთქვაზეა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 37464 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა - 354.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 22:44

საზოგადოება

კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია

„კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: აშშ-ში ჩვენი ელჩის ხელმძღვანელობით ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ახლო ურთერთობა აქვს ს​ახელმწიფო დეპარტამენტთან, კონგრესთან და სენატთან

ჩვენ აშშ-ის გვყავს ძლიერი გუნდი ელჩის ხელმძღვანელობით, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ უნდა გაიზარდოს თანხები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 22:10

პოლიტიკა

კახა კუჭავა: თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის აღიარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ასახვა არასოდეს ექნება იმას, რომ აშშ-ის დახმარება 15 პროცენტით შემცირდეს, რადგან ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც კი არის აღარებული, არის ძალიან მაღალ დონეზე და ის წარმატებები, რომელსაც ვაღწევთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით, პირდაპირი და ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რასაც ვიღებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საგარეო

11 ივლისი 2020, 22:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

ლევან მუხუზლა

11 ივლისი 2020, 21:47

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: მთავრობა ზრუნავს მევენახეებზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო

მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო. ექნებათ საშუალება, რომ შეინახონ ოჯახი და გაიტანონ თავი მომავალ წლამდე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა„შაბათის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიმა ლევან მეხუზლამ განაცხდა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.