IMEDI /  23 ივნისი 2020, 16:06 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად დაიწყება და გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ახალი პროექტის გამოცხადებას გეგმავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში. მრავალფეროვან პროექტებს შორის არის 85 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასევე რამდენიმე სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მასშტაბური პროექტი და საცურაო აუზები - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრატსრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს ახალ ინიციატივებს, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილებს შექმნის.

„ახალ პროექტებს შორის არის ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ურბანული განახლების პროექტები, რომელიც არა მხოლოდ მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს როგორიც არის აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი, ველისციხის ურბანული განახლება, თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, ბაკურიანი და მრავალი სხვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად მნიშვნელოვანია დაიწყოს და გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც უწყების გრძელვადიანი გეგმების ნაწილია.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ აღვადგინეთ ტრადიციული შეხვედრები და ჩვენ გვქონდა საშუალება კონტრაქტორებისთვის გაგვეცნო პროექტების დაწყებასთან და მათ სატენდერო შეთავაზებებთან დაკავშირებული უახლოესი რამდენიმე თვის გეგმები. ასეთი თანამშრომლობა და ინფორმაციის წინასწარ მიწოდება მათ საშუალებას აძლევთ უკეთ მოემზადონ ტენდერებისთვის, უკეთ გადაანაწილონ თავიანთი რესურსები, იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები. ეს კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, უფრო წარმატებული კონტრაქტორები ვიხილოთ, სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ ესა თუ ის პროექტი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდა.

ფონდის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრქუტურულ პროექტებს შორისაა სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა, ოზურგეთისა და ბახმაროს სკვერების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი.

ყველა სიახლე

საგარეო

11 ივლისი 2020, 22:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს მორიგ სახიფათო პროვოკაციად აფასებს

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

ლევან მუხუზლა

11 ივლისი 2020, 21:47

ეკონომიკა

ლევან მუხუზლა: მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო

მთავრობა ზრუნავს მევენახეეზე. სუბსიდირების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ისინი არ დატოვეს მარტო. ექნებათ საშუალება, რომ შეინახონ ოჯახი და გაიტანონ თავი მომავალ წლამდე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა„შაბათის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიმა ლევან მეხუზლამ განაცხდა.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის დახმარება 15 პროცენტით შემცირდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 20:51

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მირიან ნიკოლაძე

11 ივლისი 2020, 20:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. „ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.

11 ივლისი 2020, 20:19

მსოფლიო

პოლიციამ მელბურნში კარანტინის დარღვევის ფაქტი KFC-ის შეკვეთის დევნისას გამოააშკარავა

პოლიციამ, მელბურნში კარანტინის დარღვევა, KFC-ის შეკვეთისთვის დადევნებით გამოააშკარავა. მათ არალეგალური წვეულება გამოააშკარავეს და ჯამში $26,000-ის ჯარიმა გამოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განმარტებით, 2-მა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დაახლოებით, ღამის 01:30-ზე სწრაფი კვების ობიექტში შეუკვეთა საკვები. სწორედ ამ დროს თანამშრომლებმა შენიშნეს 2 ადამიანი, რომლებმაც ზედმეტად დიდი დოზა KFC შეუკვეთეს, რაც დაახლოებით 20 ადამიანზე იყო გათვლილი.

ლია გიგაური

11 ივლისი 2020, 19:49

საზოგადოება

ლია გიგაური: რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი კაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან „საზოგადობრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

შსს

11 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

შსს თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

11 ივლისი 2020, 19:12

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად იქნება გამოსწორებული

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული.

11 ივლისი 2020, 19:02

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურის ცვლილებას მხარი დაუჭირა

თურქი ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები ადვოკატთა კანონში, რომლითაც ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურა შეიცვლება. ცვლილების თანახმად, ქვეყანაში ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეგიონალური ასოციაცია იარსებებს.

11 ივლისი 2020, 18:52

მსოფლიო

რუსეთში ტყის ხანძრის 136 კერას აქრობენ, ცეცხლი 43 ჰექტარზე გავრცელდა

ბოლო 24 საათში რუსეთში 83 ტყის ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხანძრის 159 კერის ჩაქრობა, რომელიც 330 ათას ჰექტარზე გავრცელდა მიუდგომელი ტერიტორიის გამო ვერ მოხერხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 18:40

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვის დროს, წყაროს გასაჯაროვებას არ აპირებს. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, მხოლოდ წყაროს წარმომავლობას დაასახელებს.

11 ივლისი 2020, 18:24

სპორტი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა 9 აგვისტოს დაიწყება

10 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილეობას 15 გუნდი მიიღებს და ის სტარტს 9 აგვისტოს აიღებს.

11 ივლისი 2020, 18:00

მსოფლიო

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში რელიგიური მსახურება 24 ივლისიდან დაიწყება

აია-სოფიას ტაძარი, რომელსაც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და სამომავლოდ მეჩეთად გადაკეთდება, მორწმუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

11 ივლისი 2020, 17:59

ეკონომიკა

პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ

„მაგალითად, ამოიღეს გასხვისების უფლება. ახლა წილის გასხვისება აღარ შეუძლიათ. მაგრამ დატოვეს დროებითი მმართველის შეყვანა და დროებითი მმართველის შეყვანას მაინც აქვს საკმაოდ ფართო დიაპაზონი იმ წინაპირობებისა, რომლის გამოც შეიძლება შეიყვანო და ეს არ მომწონს. ძალიან ბუნდოვანია მაინც როდის შეიძლება შეიყვანონ მარეგულირებელი. ბუნდოვანი არაა, გაწერილია, მაგრამ ძალიან ფართოა, სუბიექტური“, - განაცხადა რუხაძემ.

11 ივლისი 2020, 17:40

COVID19

ხორვატიაში დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

ხორვატიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო იყოს. დღეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 140 შემთხვევა გამოვლინდა, რაც, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

11 ივლისი 2020, 17:04

სამართალი

სუს-ი ადასტურებს, რომ ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“.