23 ივნისი 2020, 16:16 / სანდო წყარო

თბილისის მე-2 ბაგა-ბაღის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება

დიდუბის რაიონში, მე-2 საჯარო ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება. უზნაძის ქუჩის 13-ში არსებული შენობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელშიც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და რომლის რეაბილიტაციაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს დაიწყო.

პროექტის მიმდინარეობას დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო.

„ურთულეს პროექტს ვახორციელებთ, რაც ისტორიული შენობის იმგვარ განახლებას გულისხმობს, რომ მისი ავთენტურობა არ დაირღვეს. უკვე გამაგრდა ნაგებობის საძირკველი და მიმდინარეობს ახალი ფლიგელის მშენებლობა, რაც ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი შიდა სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ახალი ბაღი ათჯგუფიანი იქნება და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. საბავშვო ბაღის შენობა სკოლამდელი განათლებისთვის კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოებისა და ყველა სხვა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ალტერნატიულ ფართში გადასული ბაღის კონტინგენტი განახლებულ შენობაში მომავალ წელს დაბრუნდება.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2020, 19:41

სპორტი

ბრიტანელი ტანმოვარჯიშეები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბრიტანელი ტანმოვარჯიშეები ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. კეტრინ ლაიონსმა და ლიზა მეისონმა განაცხადეს, რომ წლებია ნაკრების მწვრთნელები მათზე ძალადობდნენ და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელეს.

კობა კობალაძე

13 ივლისი 2020, 19:36

სამართალი

კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი

„ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის, პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნებასურვილის, ან დაკვეთის გამო არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

13 ივლისი 2020, 19:35

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხურ მხარეს მოვუწოდებ, გონს მოეგოს - რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანი, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

13 ივლისი 2020, 19:33

სამართალი

ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობისას, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი დღეს მიიღო.

13 ივლისი 2020, 19:22

სპორტი

თორნიკე შენგელიას ტრანსფერი ევროპის საზაფხულო ტრანსფერების ათეულში მეორე ადგილზეა

მასალა ცნობილმა ვებგვერდმა „ევროჰუპსმა“ გაავრცელა და ქართველ კალათბურთელზე წინ მხოლოდ სერბი ნიკოლა მილუტინოვი დააყენეს, რომელიც „ცსკა“-ს „ოლიმპიაკოსიდან“ შეუერთდა. შენგელიამ ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი წარდგენა აგვისტოს შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

13 ივლისი 2020, 19:21

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება ვერც ბიზნესი და ვერც რომელიმე სფერო

დღეს სახელმწიფოს იმაზე ძლიერი მექანიზმი აქვს სანქცირების ვიდრე დროებითი მმართველის შეყვანაა კომპანიაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს, და ამ შემთხვეევაში კომუნიკაციების კომისიას საერთოდ ავტორიზაციის ან ლიცენზიის გაუქმება შეუძლია კომპანიებისთვის კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. სახელმწიფო, რომ სწორედ ბიზნეს ინტერესებზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობდეს ამ მექანიზმს გამოიყენებდა, მაგრამ სწორედ საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ შუალედური მოდელის შემოტანას, რომელიც არც საზოგადოებას დააზარალებს და დატოვებს კომუნიკაციის გარეშე, არც სახელმწიფოს და არც ბიზნესს, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 19:18

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება არ მოხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ „ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება არ მოხდება“.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 19:18

COVID19

პაატა იმნაძე: სახლში, სასტუმროში არავითარი პრობლემა არაა ნებისმიერი ტიპის კონდიციონერის გამოყენების

როდესაც სასტუმროს ნომერში ერთი ოჯახია განთავსებული, არავითარი პრობლემა იქ კონდიციონერის ჩართვის არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, სახლში და სასტუმროში ნებისმიერი სახის კონდიციონერის გამოყენება შესაძლებელია.

13 ივლისი 2020, 19:08

სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 6 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს შორისაა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი, დავით კობალაძე.

სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი 2020, 19:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო,- ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის საელჩო

13 ივლისი 2020, 19:02

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა

„ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ამ შინაარსის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 19:01

COVID19

გაერო: კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება

გაეროს ანგარიშის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკული შიმშილის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

დავით ნარმანია

13 ივლისი 2020, 19:00

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ განმარტა, რა შემთხვევვაში არ მისცემს სემეკი ენერგოკომპანიას წილის 5%-ზე მეტის გასხვისებას

ადრე კომპანიები, როცა თავის წილს ასხვისებდნენ, მხოლოდ შემდეგ აცნობებდნენ კომისიას, ისიც სავალდებულო არ იყო. უბრალოდ აწვდიდნენ ინფორმაციას ხელმძღვანელის შეცვლის ან წილის გასხვისების შესახებ, რომ სემეკ-ს თავის რეესტრის შესაბამისი ასახვა გაეკეთებინა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრისას გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

13 ივლისი 2020, 19:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლაშა დარსალია

13 ივლისი 2020, 18:55

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს პოლიტიკურ ფორუმზე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში წარადგინა

2020 წლის 13 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმზე (HLPF), მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა.

13 ივლისი 2020, 18:49

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ისრაელი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაატა იმნაძე განმარტავს, არიან თუ არა კოღოები კორონავირუსის გამავრცელებლები

ახალი კორონავირუსი კოღოების მეშვეობით არ გადაეცემა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „დაწყნარდით, ესაა წვეთოვანი ინფექცია. გამოჩნდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ჰაეროვანი გზითაც გადაიცემოდეს... ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 18:40

COVID19

პაატა იმნაძე: თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის ერთეულმა შემთხვევებმა ასეულს მიაღწიოს

პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს დაავადება საშიშია და ადამიანები არ დაიცავენ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. „აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გოგა ხაინდრავა

13 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონისადმი მიმართვას ავრცელებს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ „Youtube”-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს მიმართავს. აღნიშნულ ვიდეოში ხაინდრავა ჟურნალისტს თხოვნით მიმართავს, ჩაწეროს მასთან ინტერვიუ, როგორც ნამდვილ დისიდენტთან, რომელიც ყველაფრის მომსწრეა, თუ რა დანაშაულები მიუძღვით საქართველოს წინაშე დიმიტრი გორდონის წინა რესპოდენტებს.

ხათუნა ზახაშვილი

13 ივლისი 2020, 18:32

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: იმედია, სწავლას განაახლებენ არამარტო პირველკლასელები, არამედ სხვებიც

იმედი გვაქვს, რომ პირველკლასელები შეძლებენ სექტემბერში სკოლაში წასვლას, ყოველ შემთხვევაში, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. ვნახოთ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სწავლას განაახლებენ არამარტო პირველკლასელები, არამედ სხვა კლასების მოსწავლეებიც.