imedi /  24 ივნისი 2020, 11:13 / სანდო წყარო

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის 30-მა სტუდენტმა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომი მოიპოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე, რომლის მასპინძელიც პროგრამის პარტნიორი - „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა” იყო, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისარი საბიუჯეტო და ადმინისტრირების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰელი, იუნოპსის გენერალური მდივანი და აღმასრულებელი დირექტორი გრეტა ფარემო და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება ვირტუალური პლატფორმის - ზუმის საშუალებით ჩატარდა და მას 1 000-მდე სტუმარი ესწრებოდა.

„მჯერა, რომ საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში მიღებული განათლება თქვენი მომავალი საქმიანობისთვის არაჩვეულებრივ საფუძველს შექმნის. წინ შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ პირად, სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაში და გახდეთ თქვენი ქვეყნების აქტიური მოქალაქეები. ძირეულ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება თქვენი მომავლისთვის განხორციელებული ყველაზე ღირებული ინვესტიციაა”, - აღნიშნა ბატონმა ჩხენკელმა თავის მიმართვაში სტუდენტებისადმი.

2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას 30 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან. მოსწავლეებმა, რომელთა შორის 20 გოგონაა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომი მოიპოვეს და უმაღლეს განათლებას ევროპაში, შეერთებული შტატებსა და მშობლიურ ქვეყნებში გააგრძელებენ.

„ევროკავშირი აუცილებლად გააგრძელებს ინვესტირებას ახალგაზრდებში და მათ განათლებაში. განათლების ახალი შესაძლებლობების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წინსვლას, არის და წარსულშიც იყო ჩემი ამბიცია როგორც ევროკომისრისა სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში“, - განაცხადა თავის მიმართვაში იოჰანეს ჰანმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივის პირველი ფაზაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის, რომელიც ფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას. ამჟამად, პროგრამაში 65 მოსწავლეა ჩართული. 2020 წლის სექტემბერისთვის პროგრამას 40-მდე ახალი მოსწავლე შეუერთდება.

„ინვესტირება ახალგაზრდებში ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა. განათლების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება მომავალ წლებშიც. დღევანდელი კურსდამთავრებულების წარმატება ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად უპრეცენდენტო გლობალური პანდემიისა, თითოეული სტუდენტის ძალისხმევის შედეგად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ის ღირებულება, რომელსაც დავეყრდნობით მომავალში”, - აღნიშნა თავის მიმართვაში ევროკომისარმა ვერჰელმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. ის ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, თანამშრომლობის, მულტიკულტურული გამოცდილების, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებას, ასევე, ევროკავშირის და მის მიერ რეგიონში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროგრამის განმახორციელებელია იუნოპსი (UNOPS).

„დღევანდელი დღე საამაყოა იუნოპსისთვის. თქვენ პირველი კურსდამთავრებულები ხართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამისა - იმ არაჩვეულებრივი პროგრამისა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ორგანიზაცია, რადგან ეს პროგრამა ინვესტირებას ახორციელებს ისეთ ადამიანებში როგორიც თქვენ ხართ... რომლებსაც შეუძლია ეს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ პროცესში ვხელმძღვანელობდით რა გაერთიანებული ერების პრინციპებით და ჩვენი საერთო ამბიციით - ხელი შევუწყოთ მდგრადი მომავლის მშენებლობას,” - განაცხადა თავის გამოსვლაში იუნოპსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეტ ფარემომ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის ამოცანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საშუალო განათლების შესაძლებლობების წახალისება. პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) დიპლომის გაცემას ევროპათმცოდნეობის დარგში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა გათვალისწინებულია საშუალო სკოლის ბოლო ორი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ეძლევათ ევროპული სტანდარტის სწავლების მოდელზე დაფუძნებული საერთაშორისო ბაკალავრიატის კურიკულუმით სწავლის უნიკალური შესაძლებლობა ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, ასევე, ენების, ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს იუნოპსი (UNOPS) „საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალ სკოლასთან“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციასთან (IB) პარტნიორობით.

ყველა სიახლე

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

13 ივლისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

ნიკოლა პელტცმა რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის „ტრანსფორმერების“ ორ ნაწილში ითამაშა. მისი მამა, ნელსონ პელტცი კი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარად ფასდება.

ლატარეა ბილეთი

13 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ქალმა ლატარეაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

„სიმართლე გითხრათ, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა გამარჯვებულმა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ახალბედებს უმართლებს.

Nude With Joyous Painting

13 ივლისი 2020, 00:33

კულტურა

როი ლიხტენშტეინის ნახატი აუქციონზე $46,2 მილიონად გაიყიდა

უცნობმა კოლექციონერმა მასში 46,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ტილო მხატვარმა 1994 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე შექმნა. ნახატი მას ე.წ. „წერტილების ტექნიკით“ აქვს შესრულებული.

13 ივლისი 2020, 00:28

სამართალი

თბილისში, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი პირი დაშავდა

თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასურეთი რეაბილიტაცია

13 ივლისი 2020, 00:06

რეგიონი

როგორია რეაბილიტირებული გერმანულ-ქართული სოფელი ასურეთი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მე-19 საუკუნის გერმანული ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აღემატებოდა.

უილ სმიტი
ჯეიდა პინკეთ სმიტი

13 ივლისი 2020, 00:04

ტაბლოიდი

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.

ანჯეი დუდა

12 ივლისი 2020, 23:45

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდა ლიდერობს

დუდას ხმა ამომრჩევლის 50.4%-მა მისცა. მისი მოწინააღმდეგე ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი იყო.

თემქა აფეთქება

12 ივლისი 2020, 23:31

სამართალი

თბილისში, თემქაზე აფეთქება მოხდა

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

კახა ბექაური

12 ივლისი 2020, 23:14

ეკონომიკა

კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს: ინფორმაცია, რომ ორმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ ქართული ბაზრის დატოვება ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა სიმართლე არ არის

„ორი ე.წ. „ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი 1თელიასონერაა“, მეორე კი - „ვიონი“ ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს“, - წერს ბექაური.

12 ივლისი 2020, 23:05

COVID19

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ შუახნის კაცი დღეს გაიქცა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა

ელისო ბრეგვაძე

12 ივლისი 2020, 22:58

საზოგადოება

ვინ არის პირველი ოფთალმოლოგი საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ვინც ოპერაციებს ინოვაციური მეთოდებით ატარებს

ასეთი ოპერაციების ჩატარება მან 2013 წლიდან დაიწყო. თვალღიაობას კი ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობს. ის პროფესიულ განვითარებას არ წყვეტს. 2018 წელს ევროპის ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოციაციის კონფერენციაზე ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოც მოხვდა. ქვეყანა სწორედ ელისო ბრეგვაძემ წარადგინა.

12 ივლისი 2020, 22:48

რეგიონი

როგორია ბერების ცხოვრება უდეს სამონასტრო კომპლექსში

უდეს სამონასტრო კომპლექსის ნაწილია წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. საბჭოთა პერიოდში ფუნქციაშეცვლილი უძველესი ეკლესიის რესტავრაცია, „ფონდმა ქართუმ“ უზრუნველყო.

დავით ზალკალიანი

12 ივლისი 2020, 22:34

COVID19

დავით ზალკალიანმა განმარტა, რატომ არის სავალდებულო საზღვარგარეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინში განთავსება და არა უცხოელი სტუმრებისთვის

დარეგისტრირდება ის აპლიკაცია, რომელსაც ტურისტები შეავსებენ და ჩვენ გვექნება ზუსტი აღრიცხვა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან დაკავშირება და კომუნიკაცია. 112-ს ექნება შესაძლებლობა, რომ მათ დაუკავშირდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

12 ივლისი 2020, 22:28

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივლისი 2020, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს

„საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და კეზერაშვილი - მისი მინისტრი, ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში. სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ბერაია

12 ივლისი 2020, 22:04

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა, როგორც მასშტაბებით, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით, სტრატეგიული პარტნიორობით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ზაზა ხუციშვილი კარლ ჰარცელი დიპლომატები

12 ივლისი 2020, 21:45

კულტურა

ზაზა ხუციშვილმა კარლ ჰარცელთან და სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

მუსიკოსმა ზაზა ხუციშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან ერთად სიმღერა ჩაწერა. კომპოზიციის პრემიერა „პირველი არხის“ გადაცემაში „აკუსტიკა“ შედგა.

მირიან ნიკოლაძე

12 ივლისი 2020, 21:35

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმე: როგორ განვითარდა მოვლენები 19 ივნისის ღამეს

„ჩვენ უკვე მოვხვდებით მდინარე არაგვის პირთან, სადაც მოხდა ანგარიშსწორება მაღალი ალბათობით. სავარაუდოდაც აღარ, ექსპერტიზამ ისეთ დეტალურ დონეზე ჩაგვახედა. მოგეხსენებათ, ბავშვს აქვს 12 დაზიანება. აი ამ ადგილზე უნდა მომხდარიყო ამ დაზიანებების მიყენება და შემდგომ ცოცხალი ბავშვის გადაგდება მდინარე არაგვში“, - ამბობს ნიკოლაძე.

ირანი უკრაინა ავიაკატასტროფა

12 ივლისი 2020, 20:50

მსოფლიო

ირანში უკრაინული ლაინერის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი დაასახელეს

გადაადგილების შემდეგ კომპლექსში ახალი ლოკაციის შესახებ მონაცემები არ იყო შეყვანილი, რამაც ავიალაინერის აღმოჩენის დროს ხარვეზი გამოიწვია. კომპლექსმა ლაინერი აღიქვა როგორც „სამიზნე, რომელიც თეირანის მიმართულებით სამხრეთ-დასავლეთიდან მიფრინავს“, მაშინ როცა სინამდვილეში თვითმფრინავი თეირანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთიდან მიფრინავდა.

12 ივლისი 2020, 20:34

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუა ხნის მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.