imedi /  24 ივნისი 2020, 18:57 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: კონცეფციის დონეზე დაპროექტებული გვაქვს მთელი თბილისი და ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი ჭავჭავაძის გამზირია

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

უახლოეს მომავალში ვიწყებთ ვარკეთილის 30 ათასი კვადრატული მეტრი პარკის მშენებლობას, რომელიც ასევე უნიკალური იქნება ადგილობრივი ლანდშაფტის გათვალისწინებით. უახლოეს მომავალში ასევე დაიწყება ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „დღის „ქრონიკაში“ განაცხადა.

თბილისის მერის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს.

„ძალიან ხშირად მსმენია სკეპტიკოსების მხრიდან გამიზნულად ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომ რაღაც გამოგვრჩა, რაღაც არ იყო დაგეგმილი, თუ მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს და ა.შ. შეუძლებელია მთელ თბილისში ერთიანად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კონცეფციის დონეზე დაპროექტებული გვაქვს მთელი თბილისი, ათი დერეფანი, რომლის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი არის ჭავჭავაძის გამზირი. სატრანსპორტო კონცეპტუალური დაგეგმარება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დათვლილი გვაქვს ნაკადები და სწორედ ამის შედეგად არის ამ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებული. ვგულისხმობ შესაბამის გამყოფ ზოლებს ავტობუსებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ იმოძრავებენ და ეს იქნება ჭავჭავაძე, სადაც ჩვენ გვექნება ფართო ტროტუარები და ველობილიკები, რომელიც სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილი იქნება იმ ათ ძირითად დერეფანში, რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ, სადაც უნდა იაროს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ანუ, ავტობუსებმა შეფერხების გარეშე, რაც მთავარი ამოსავალი წერტილია, რის გამოც ჭავჭავაძეზე შუაში მოეწყო ავტობუსების გაჩერებები, სადაც შუქნიშნები და გადასასვლელები ასევე დამატებით მოეწყობა. შუაში იმიტომ ეწყობა გაჩერებები, რომ ჭავჭავაძეს აქვს ბევრი მკვეთი ქუჩა და თითოეული ავტომობილი, რომელიც კუთხეში „ბასლაინების“ განთავსების შემთხვევაში, გამოივლიდა ავიდოდა ან ჩამოვიდოდა ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევდა და ის ამბიცია, რაც ჩვენ გვაქვს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ათ ძირითად დერეფანში შეფერხების გარეშე 7-დან 15 წუთამდე ინტერვალში უნდა იაროს იმისთვის, რომ მოსახლეობა დროულად და საცობების გარეშე მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, ეს სქემა მთლიანად დაირღვეოდა. საცობი და შეფერხება ჭავჭავაძეზე შემდგომ გამოიწვევდა სხვა შეფერხებებს მთელ ქალაქში“. - განაცხადა მაია ბითაძემ.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

19 იანვარი 2021, 22:50

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თებერვალში იწურება ვადა - ან საბოლოოდ გაგვიუქმებენ მანდატებს, ან უნდა მოხდეს ე.წ. მეხუთე რაუნდი

თებერვალში იწურება ვადა, ჩვენ ან გაგვიუქმებენ საბოლოოდ მანდატებს, რაზედაც ჩვენ, რაზედაც ძალიან მკაფიოდ დავწერეთ განცხადებები, ან თებერვლამდე უნდა მოხდეს ე.წ. მეხუთე რაუნდი, რომლის ბურთი და სიმძიმის ცენტრი არის „ქართული ოცნების" მხარეს, - ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2021, 22:30

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას,"

19 იანვარი 2021, 22:25

მსოფლიო

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას მკაცრად გმობს და ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას მკაცრად გმობს და ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს.

სტელა კურიაკიდესი

19 იანვარი 2021, 22:15

COVID19

ევროკომისარი სტელა კურიაკიდესი: ჩვენ ხელთაა ძლიერი მექანიზმი, ესაა ვაქცინა COVID19-ის წინააღმდეგ, ნამდვილად ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს

გასული წლის გაზაფხულიდან დღემდე ევროკავშირში კორონავირუსმა 400 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში COVID19-ის ახალი შტამი ვრცელდება და ღიად უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე, - ამის შესახებ ევროკომისარმა სტელა კურიაკიდესმა ევროკომისიაში COVID19-ზე დებატების დროს განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

19 იანვარი 2021, 22:10

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას ულოცავს

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ქვრივიშილი ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

გიორგი ვაშაძე

19 იანვარი 2021, 21:58

პოლიტიკა

გიორგი გაშაძე: არეულობა და დაბნეულობაა ოპოზიციურ ელექტორატში - თუ ერთმანეთთან საუბარი გვინდა, ტელეფონები გვაქვს

კატასტროფა, არეულობა, დაბნეულობაა ოპოზიციურ ელექტორატში. თუ ერთმანეთთან საუბარი გვინდა, ტელეფონები გვაქვს. საჯარო ეთერით ერთმანეთთან საუბარი არაა სწორი. ფაქტია, რომ ნდობის კრიზისი მხოლოდ ოპოზიციის მიმართ არაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

19 იანვარი 2021, 21:57

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 34 291 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 291 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.

19 იანვარი 2021, 21:50

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 167 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გია აბაშიძე

19 იანვარი 2021, 21:49

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დატოვა აწყობილი სისტემა და ერთიანი გუნდი

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დატოვა აწყობილი სისტემა და ერთიანი გუნდი - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ POSTW-ს ეთერში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მაიკ პომპეო

19 იანვარი 2021, 21:45

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ის ხელისუფლება უიღურების მიმართ ჩინეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს

აშშ-ის ხელისუფლება უიღურების მიმართ ჩინეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

19 იანვარი 2021, 21:44

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პოზიცია მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შესაძლებლობას საერთოდ არღვევს, ამიტომაც გავაუქმე ეს შეხვედრა

„მათი დღევანდელი პოზიცია საერთოდ არღვევს ამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შესაძლებლობას. ამიტომაც გავაუქმე ეს შეხვედრა და ვთქვი: „საერთო ოპოზიციურ ფორმატში დავსხდეთ, მეგობრებო და თუ პოზიციების ცვლილებებზეა საუბარი, ყველა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გახარია

19 იანვარი 2021, 21:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

19 იანვარი 2021, 21:27

საზოგადოება

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა

ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ევროპული საქართველოს“ გზა მოლაპარაკებების ჩაშლა და იმის იმედზე ყოფნაა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს

„ოპოზიციაში არის სამი გზა: ერთი გზაა „ევროპული საქართველოს“ გზა, რომელიც აბსოლუტური ჩიხია - ესაა მოლაპარაკებების ჩაშლა და რაღაც გაუგებარის იმედზე ყოფნა, რომ იქნებ, ხალხი ქუჩაში გამოვარდეს. ეს სრული ქაოსის გზაა. მეორე გზაა იმ დეპუტატების გზა, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები იყვნენ. ისინი, უბრალოდ, ადგნენ და შევიდნენ პარლამენტში. ღმერთმა დამიფაროს, მათი არ მშურს. მესამე გზაა ჩვენი გზა, სადაც ვართ ჩვენ და „გირჩი“.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ქვეყანაში რეალობა აბსოლუტურად შეიცვალა

„შეხედეთ, როგორ შეიცვალა რეალობა ჩვენს თვალ წინ. ის „ოცნება“, რომელიც თუნდაც 2 კვირის წინ იყო, ხომ აღარ არის. მგონი მართლა წავიდა ბიძინა ივანიშვილი და აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა ქვეყანაში“, - განაცხდა ელისაშვილმა.

19 იანვარი 2021, 21:24

მსოფლიო

AP: ექსტრემისტურ დაჯგუფებებთან კავშირების გამო, ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას ჩამოაშორეს

ექსტრემისტურ დაჯგუფებებთან კავშირების გამო, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი სამხედრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებას ჩამოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

თამარ ტალიაშვილი

19 იანვარი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა თავისუფლება და დემოკრატიის ის სტანდარტი, რომელითაც დღეს ყველა სარგებლობს

ბიძინა ივანიშვილის რანგისა და მასშტაბის მოვლენა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ არ არის, ეს გამოწვევაა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ POSTW-ს ეთერში, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

19 იანვარი 2021, 21:15

პოლიტიკა

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNTWO-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის არჩევნები გაიმართა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტმა, ამ თანამდებობაზე, ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით აირჩია.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:07

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: უკვე მეტისმეტი მოგვდის და ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში ძალიან შევტოპეთ

ეს დღეებია, ვფიქრობ, რომ უკვე მეტისმეტი მოგვდის და ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში ძალიან შევტოპეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 21:06

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დავინახეთ, რომ ოპოზიციურ ერთობას ქვეყანა არა კრიზისის განმუხტვისკენ, არამედ ჩიხისკენ მიჰყავდა

„რომ დავინახეთ, რომ ოპოზიციურ ერთობას მიჰყავდა ქვეყანა არა წინსვლისკენ და კრიზისის განმუხტვისკენ, არამედ მიჰყავდა სადღაც ჩიხისკენ. „იქნებ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს“ და დაახლოებით ასეთი სისულელეები რომ მოვისმინეთ, იმიტომ ავტეხეთ ეს ამბავი. მოლაპარაკებები დაპაუზდა, მაგრამ არ ჩაშლილა“, - განაცხადა ელისაშვილმა.