imedi /  29 ივნისი 2020, 08:54 / სანდო წყარო

გიორგი შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას: სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით

მირიან ნიკოლაძე

მირიან ნიკოლაძე

შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში „მთავარ არხზე“ გასულ გადაცემას ეხმიანება და არხის მთავარ რედაქტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.

„მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება.
საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომელისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, "სულერთი" იქნებოდა.
ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით.
ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემს მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს:

1. მიზანი, რომ მირიან ნიკოლაძის მიმართ საკუთარი ძმის (რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილის) ოჯახში გაჩნდებოდა უნდობლობა, არ გამოვიდა. შემიძლია, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოსაზრება გითხრა სრული ციტატით: "რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო?!"
2. მსგავსი ზედაპირული კეკლუცობის, საქმეში ჩაუხედაობის და უშინაარსო ბლუყუნის შემდეგ (ნუ მიწყენს იქ მჯდომი ჩემი კოლეგა), ჩვენ, თავის დროზე, მთელ საგამოძიებო ჯგუფს ვუშვებდით სახლში, რათა სხვა სისხლის სამართლის საქმე აღარ დაეღუპა თავისი არაკვალიფიციურობით. მესმის, რომ სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადება თქვენი ინფანტილური წიაღსვლების მძევალია, მაგრამ რა ვუყო.

მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით.

ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა მთავარი არხი ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ- მე ბავშვის სულს ვყიდდი და "კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით" ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს). რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: "ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით"(ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი).

დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო-რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ).

შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან.

გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ "გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ" გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერ შესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს. რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია. დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე“- წერს მირიან ნიკოლაძე.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

04 აგვისტო 2020, 15:02

პოლიტიკა

გამორიცხული არ არის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძეს კანდიდატურა ისნის ოლქში დაუყენოს

„გიორგი ვაშაძემ დაუშვა მძიმე პოლიტიკური შეცდომები როცა ჯერ განაცხადა სრულიად უადგილო პრეტენზია პრემიერობაზე, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია. მე არ ვარ დარწმუნებული რომ ჩვენმა ამომრჩეველმა არ დაინახა ეს მძიმე პოლიტიკური შეცდომები, არ ვარ დარწმუნებულუ რომ ამომრჩევლის დამოკიდებულება ვაშაძის მიმართ იქნება ისეთივე როგორიც ადრე", - აცხადებს წიკლაური.

04 აგვისტო 2020, 14:52

რეგიონი

ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო მოინახულა, საკვების დამზადებისა და შენახვის პირობები შეამოწმა, ყოველდღიურ მენიუს გაეცნო და სასადილოს ბენეფიციარებს გაესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 14:51

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: სტიქიით დაზარალებულ, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით სტიქიის ზონაში, ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება. ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდება ვერტმფრენის საშუალებით, უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.​

04 აგვისტო 2020, 14:32

საზოგადოება

კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები მუშაობას ახალი რეგულაციებით განაახლებენ

„ამ ეტაპზე ზოგადი მოთხოვნები, როგორიც არის დისტანცია, სადენზიფექციო სამუშაოების განხორციელება ეს იქნება შესაბამისად მოთხოვნა, რაც შეეხება ზოგადად სხვა პროტოკოლურ მოთხოვნებს, ეს უახლოეს დროში კერძო და სახელმწიფო სექტორთან შეთანხმებით იქნება დაზუსტებული, მათ შორის ბავშვების რაოდენობაც“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

04 აგვისტო 2020, 14:24

რეგიონი

რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება

რაჭაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოძრავი სასურსათო მაღაზიები მოემსახურება. პროდუქციის ტრანსპორტირება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ხდება. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია რეგულარული ფრენაც.

04 აგვისტო 2020, 14:20

საზოგადოება

თეონა თამაზაშვილი: აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საქმეში FBI-ის ჩართვა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს

„ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე, - ეს განცხადება მედიასთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გააკეთა.

04 აგვისტო 2020, 14:17

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ხვალ ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება. როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

ვახტანგ გომელაური

04 აგვისტო 2020, 14:04

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.

04 აგვისტო 2020, 14:02

COVID19

ფილიპინებზე 24 საათში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში COVID-19-ის 6 352 შემთხვევა დააფიქსირა. მონაცემები უწყების Facebok-ზეა ხელმისაწვდომი. 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 112 593 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ლეტალურად 2 115 შემთხვევა დასრულდა.

თემურ მიქელაძე

04 აგვისტო 2020, 13:59

COVID19

თემურ მიქელაძე: ბავშვებს კორონავირუსი შედარებით მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ მისი სუპერ გამავრცელებლები არიან

„ყველას აქვს სოფელი, ამიტომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვები ნებისმიერ სოფელში გაიყვანონ. სწორი კვებით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნებისმიერ სეზონზე ჩვენ ავიცილებთ ხშირ ავადობას, გავაძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს. თუ ბავშვი არ იღებს ხილს, შეგვიძლია ორცხობილა ხილთან ერთად შევაზავოთ და ისე მივცეთ, რადგან ასეთ საკვებს უფრო მიირთმევენ“, - განაცხადა პედიატრმა.

ფაუერჩაინა/სინოჰიდრო

04 აგვისტო 2020, 13:53

ეკონომიკა

Powerchina/Sinohydro-ში აცხადებენ, რომ მზად არიან, ხულო-ზარზმის რთული პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღონ

კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

04 აგვისტო 2020, 13:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი. ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

04 აგვისტო 2020, 13:32

COVID19

გერმანიაში სკოლები გაიხსნა

გერმანიაში სკოლები გაიხსნა და მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ასევე, განახლდება ცხრილები, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დერეფნებში ერთმანეთთან ნაკლები შეხება ჰქონდეთ.

ნაზი ჯანეზაშვილი  რან გიდორი

04 აგვისტო 2020, 13:30

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილმა რან გიდორს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

04 აგვისტო 2020, 13:28

ეკონომიკა

აუქციონზე 70 მილიონი ლარის 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 146 560 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.308 პროცენტით განისაზღვრა.

04 აგვისტო 2020, 13:26

ეკონომიკა

აუქციონზე 20 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.

ბექა ფერაძე

04 აგვისტო 2020, 13:15

საზოგადოება

ბექა ფერაძე: 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, დაჯარიმდა 33 რესტორანი და 18 ბაზარი

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა. შემოწმდა 91 რესტორანი და დაჯარიმდა 33 ობიექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება.

04 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა. დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 37,00 ლარი დაიხარჯა.

04 აგვისტო 2020, 12:58

COVID19

ინფექციონისტი: კორონას მეორე ტალღა ჩვეულებრივ გრიპს თუ დაერთვება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდება

„მეორე ტალღის დაწყებას არ გამოვრიცხავ. მაშინ, როდესაც დასასვენებლად წასული მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, სკოლებში სწავლა დაიწყება, არ არის გამორიცხული ამ დროს დაიწყოს მეორე ტალღა. თუ ჩვეულებრივ გრიპს ზედ დაერთვება კორონავირუსი, მდგომარეობა ძალიან გართულდება. ამიტომ მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციისკენ მოვუწოდებ.“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

04 აგვისტო 2020, 12:55

ეკონომიკა

კვლევა: BAG ინდექსით დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა.