30 ივნისი 2020, 16:48 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ Facebook-ს მოუწოდებენ

„სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, - წერია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს საჯარო გახადონ საქართველოდან შესული პოლიტიკური რეკლამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის ვინაობა, მათი საკონტაქტო მონაცემები და თითოეულ რეკლამაში დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა.

„საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება“,- წერია ღია წერილში.

კომისიაში განმარტავენ, რომ სწორედ აღნიშნული მიზნების შესრულებას ისახავდა მიზნად 2013 წელს მიღებული კანონი, რომლის აღსრულებასაც ეწინააღმდეგება მედიის გარკვეული ნაწილი.

„2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სწორედ მაყურებლების, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი იყო საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს რა თანხა მიაქვს ამა თუ იმ მაუწყებელში და ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ესა თუ ის მედია საშუალება. მაყურებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არხის სარედაქციო პოლიტიკის ანალიზი გააკეთოს, გააანალიზოს დაფინანსების წყაროების გავლენა მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაზე, რათა დაიცვას საკუთარი თავი შესაძლო მანიპულაციისგან.ამ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებიან 2013 წლიდან ტელეკომპანია „კავკასია“ – „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, სამოქალაქო განათლების ფონდი -„ტაბულა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - აღნიშნულია განცხადებაში.

კომისიის ცნობით, მას შემდეგ, რაც მათ მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულება მოითხოვეს, 2013 წელს „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა მენეჯმენტმა, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, ასევე „ტელეიმედმა“, ტელეკომპანია „მაესტრომ“, „ევროპა პლუსმა“, „ქართულმა რადიომ“, „სტუდია მაესტრომ“ და სამოქალაქო განათლების ფონდმა „ტაბულა“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ერთად გაასაჩივრეს. რამდენიმე მაუწყებლის ინტერესებს სასამართლოში სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

„რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს მაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანცია წააგეს. ერთადერთი, რომელმაც სასამართლო დავა განაგრძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი იყო. კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანცია მოიგო და ახლა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

7 წლის შემდეგ, როცა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, მედიის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და გამჭვირვალობას. კერძოდ, 2020 წელს, როგორც კი კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანციის მოგების შემდეგ, კანონის აღსრულების მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართა მაუწყებლებს, ტელეკომპანია „კავკასიამ“ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა. ამის პარალელურად, ტელეკომპანია „კავკასია“ მოუწოდებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ, მაგრამ წინააღმდეგია საკუთარ მაყურებელს და საზოგადოებას ასევე გამჭვირვალედ წარუდგინოს მისი არხის დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის აღუსრულებლობის გამო, საქართველო არა ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, ქართული მედიის ნაწილი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს კომუნიკაციების კომისიას კანონის შესრულებაში.

„2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამ დრომდე სრულყოფილად არ სრულდება“,- ასეთ შეფასებას აკეთებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში და აკრიტიკებდა ქვეყანას, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“ - წერს კომისია განცხადებაში.

ყველა სიახლე

08 მაისი 2021, 13:32

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ალუდა ღუდუშაური

08 მაისი 2021, 13:23

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა - როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო

ნიკა მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მინაიტურული ყურანი

08 მაისი 2021, 13:08

თავდაცვა

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია. სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

08 მაისი 2021, 12:41

რეგიონი

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. იქვე განთავსდება ღია კაფე, მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი.

ბესარიონ სიმონიშვილი

08 მაისი 2021, 12:29

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: წლის ბოლომდე თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ

„წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ. 260 ოროთახიანი ბინის მშენებლობის ბოლო ეტაპზე გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, სწორედ ამიტომ, ადგილზე, პირადად გავეცანი ვითარებას და სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

08 მაისი 2021, 12:14

საზოგადოება

დღეს სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ

„მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას. აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა”,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

08 მაისი 2021, 12:03

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შშმ პირების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

„შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას და მის განხილვას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 მარტს დამტკიცდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა - ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ.

08 მაისი 2021, 11:49

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 51 ადამიანი მკურნალობს, მათგან 45-ს კორონავირუსი აქვს, სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 37 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 21, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 13, ტყვარჩელის საავადმყოფოშიც 5 პაციენტი მკურნალობს.

08 მაისი 2021, 11:36

საზოგადოება

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

გრიგოლ გეგელია

08 მაისი 2021, 11:27

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: შეთავაზებული ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური

განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი აქ არ არსებობს, სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ კომიკური მტკიცებულება, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

08 მაისი 2021, 11:25

სპორტი

დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს

დღეს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ ახალ სტადიონზე უმასპინძლებს. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებულ არენაზე გამართულ მატჩს გულშემატკივარი პირველად დაესწრება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.

სერგო ჩიხლაძე

08 მაისი 2021, 11:16

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: შემდეგ კვირაში ჩვენს კანონპროექტს დავარეგისტრირებთ და მოლოდინი გვაქვს, რომ მხარდაჭერას მოიპოვებს

„ფაქტობრივად პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იზიარებდა ჩვენს არგუმენტებს, მაგრამ ვერ გაბედა ვეტოს დადება მას შემდეგ, რაც მთელი დღე მას ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დავით მათიკაშვილი

08 მაისი 2021, 11:14

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა

„პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა. ეს კანონპროექტები პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ დაინიცირდა, რაც ოპოზიციამ აიღო ვალდებულება, პარლამენტში შემობრძანებულიყო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

08 მაისი 2021, 11:01

საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

08 მაისი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 900 თბილისში, 162 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 72, შიდა ქართლი - 52, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

08 მაისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.71%-ია

7 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.71%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.84%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.71%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 320 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 299 500, გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.

08 მაისი 2021, 10:43

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 320 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 299 500, გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.

08 მაისი 2021, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 564 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 693 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 320 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 299 500, გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.

08 მაისი 2021, 10:39

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 736 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან თევზაია

08 მაისი 2021, 10:29

რეგიონი

ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, ყველა ვეტერანს გადაეცემა.