imedi /  30 ივნისი 2020, 17:29 / სანდო წყარო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში განიხილა

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერში ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად,საქართველომ იტვირთა ვალდებულება, მოახდინოს ენერგეტიკის სფეროში საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას მისაღები რაოდენობის, ხარისხისა და ფასის სხვადასხვა ენერგეტიკული პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების გზით. ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად დამოუკიდებლად საქმიანობს და მისი ძირითადი ვალდებულებაა, შექმნას დამატებითი დაცვის გარანტიები მომხმარებლებისათვის.

„იმ ხუთწლიანი მუშაობის შედეგად, რომელიც 2014 -2019 წლებში გავწიეთ, იყო ძალიან დიდი შედეგი და ეფექტი, სისტემური პრობლემების აღმოფხვრის, როგორც წყალმომარაგების, ისე ბუნებრივი გაზის სექტორში. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ დღეს, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირ არ უნდა შევიდეს არც ერთ გარიგებაში და კონსულტაციის გარეშე არ მიიღოს არავითარი გადაწყვეტილება, საკუთრი ინტერესების საზიანოდ“,-განაცხადა მომხსენებელმა.

სალომე ვარდიაშვილმა სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და განმარტა, რომ წლის განმავლობაში 20 ათასამდე მოქალაქე მიმართავს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და იღებს სრულყოფილ და საჭირო მომსახურებას სამომხმარებლო ცოდნის გაზრდის მიმართულებით.

მისი თქმით, სამსახური აქტიურად მუშაობს მედიატორული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების დამკვიდრებაზე. ასევე აღნიშნა, რომ რეკომენდაციები, რომლითაც ენერგო ომბუდსმენი კომპანიებს მიმართავს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებულია.

სალომე ვარდიაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობიის სფერო მოიცავს რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. მან წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის სექტორის და ენერგეტიკის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე და გადაჭრილ დავებზე არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე 2019 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის საკითხებზე მიიღო – 128 გადაწყვეტილება. კომპანიებს გაეგზავნათ 308 რეკომენდაცია და 43 მიმართვა, რომელიც შეეხებოდა როგორც ერთეულ შემთხვევებს, ასევე მომხმარებელთა კოლექტიურ განცხადებებს“, - განმარტა სალომე ვარდიაშვილმა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„მივესალმები ანარიშს, რომელიც თქვენ კომიტეტის წინაშე წარმოადგინეთ, ფაქტია, რომ წონასწორობის ასეთი ინსტრუმენტი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ამართლებს. ჩანს, რომ მოქალაქე ენდობა ამ სამსახურს და თქვენ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ამაზე ნათლად მეტყველებს. პარლამენტი, კომიტეტი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით იქნება მხარდამჭერი იმ ამოცანების განხორციელების საქმეში, რომელიც თქვენ დასვით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

ენერგოომბუდსმენის ანგარიში შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ. „მადლობა ასეთი ჰიპერინფორმაციული მოხსენებისთვის. მართლაც მნიშნელოვანი ფუნქცია გეკისრებათ და კარგია, რომ ასეთ აქტიურია თქვენი ოფისი. ენერგოომბუდსმენი სიახლეა ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ანგარიშიც, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს ენერგოომბუდსმენის ოფისის შესახებ და იცოდნენ იმ გამოწვევებთან დკავშირებით, რომელიც მათ აქვთ, ვის, როდის და როგორ მიმართონ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.