imedi /  01 ივლისი 2020, 10:13 / სანდო წყარო

მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობა დაიწყო

მთაწმინდის პანთეონი

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე თქმით, პანთეონში გრუნტის წყლების არსებობის გამო, გუბეები წარმოიქმნება, რომელთა მოცულობა უხვი ნალექის დროს იზრდება და საფლავების დატბორვის საშიშროება არსებობს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების წარმოება „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალა.

პროექტის ფარგლებში, საფლავებსა და პანთეონის უკანა კედელს შორის სადრენაჟე სისტემა და წყლის შემკრები ჭა მოეწყობა, საიდანაც წყალი სანიაღვრე ქსელში ჩაედინება.

აღნიშნულ სამუშაოებში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. სისტემის მოწყობის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ყველა სიახლე

პეტრე და პავლე მოციქულები

11 ივლისი 2020, 21:34

საზოგადოება

ხვალ პეტრე-პავლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

კახა კუჭავა

11 ივლისი 2020, 21:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნაადრევია და სიცრუეა იმის თქმა, რომ ვინმემ კანონი მიიღო ან საქართველოს სანქციები დაუწესა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ, განმარტა რა გზავნილია საქართვეოსთვის აშშ-ის კონგრესის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილება: ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 21:00

სამართალი

ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას კითხვები იყო წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, არ გაასაჯაროვა და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეთერში, როგორც ლოგიკურ ვარაუდებს ისე გამოთქვამს.

კახა ბექაური

11 ივლისი 2020, 20:51

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს შედეგიანი შეხვედრა იყო, გარკვეული მოსაზრებები გავაანალიზეთ კომიტეტთან ერთად და ოპერატორებთან შევაჯერეთ პოზიციები

„მობილური კომუნიკაციების კომპანიებში, რომლებიც ფლობენ სიხშირულ რესურს, ან კომუნიკაციების კომისიისგან მინიჭებული აქვთ ლიცენზია, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხევაში, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონით კომუნიკაციების კომისიას ამ კომპანიებში დღესაც შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ბიზნესისა და დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მირიან ნიკოლაძე

11 ივლისი 2020, 20:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დანაშაულის მოტივზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. „ტვპირველის“ ეთერში შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობის, პირადი ურთიერთობების ნიადაგზე ჩხუბი, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ „ეს ვერსია ივარაუდება“.

11 ივლისი 2020, 20:19

მსოფლიო

პოლიციამ მელბურნში კარანტინის დარღვევის ფაქტი KFC-ის შეკვეთის დევნისას გამოააშკარავა

პოლიციამ, მელბურნში კარანტინის დარღვევა, KFC-ის შეკვეთისთვის დადევნებით გამოააშკარავა. მათ არალეგალური წვეულება გამოააშკარავეს და ჯამში $26,000-ის ჯარიმა გამოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განმარტებით, 2-მა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა დაახლოებით, ღამის 01:30-ზე სწრაფი კვების ობიექტში შეუკვეთა საკვები. სწორედ ამ დროს თანამშრომლებმა შენიშნეს 2 ადამიანი, რომლებმაც ზედმეტად დიდი დოზა KFC შეუკვეთეს, რაც დაახლოებით 20 ადამიანზე იყო გათვლილი.

ლია გიგაური

11 ივლისი 2020, 19:49

საზოგადოება

ლია გიგაური: რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ სოფელ ქვემო ჭალას მკვიდრი კაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან „საზოგადობრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

შსს

11 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

შსს თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

11 ივლისი 2020, 19:12

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად იქნება გამოსწორებული

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული.

11 ივლისი 2020, 19:02

მსოფლიო

თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურის ცვლილებას მხარი დაუჭირა

თურქი ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები ადვოკატთა კანონში, რომლითაც ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურა შეიცვლება. ცვლილების თანახმად, ქვეყანაში ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეგიონალური ასოციაცია იარსებებს.

11 ივლისი 2020, 18:52

მსოფლიო

რუსეთში ტყის ხანძრის 136 კერას აქრობენ, ცეცხლი 43 ჰექტარზე გავრცელდა

ბოლო 24 საათში რუსეთში 83 ტყის ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხანძრის 159 კერის ჩაქრობა, რომელიც 330 ათას ჰექტარზე გავრცელდა მიუდგომელი ტერიტორიის გამო ვერ მოხერხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ნიკა გვარამია

11 ივლისი 2020, 18:40

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვა მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვის დროს, წყაროს გასაჯაროვებას არ აპირებს. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, მხოლოდ წყაროს წარმომავლობას დაასახელებს.

11 ივლისი 2020, 18:24

სპორტი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა 9 აგვისტოს დაიწყება

10 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილეობას 15 გუნდი მიიღებს და ის სტარტს 9 აგვისტოს აიღებს.

11 ივლისი 2020, 18:00

მსოფლიო

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში რელიგიური მსახურება 24 ივლისიდან დაიწყება

აია-სოფიას ტაძარი, რომელსაც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და სამომავლოდ მეჩეთად გადაკეთდება, მორწმუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

11 ივლისი 2020, 17:59

ეკონომიკა

პარლამენტში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ

„მაგალითად, ამოიღეს გასხვისების უფლება. ახლა წილის გასხვისება აღარ შეუძლიათ. მაგრამ დატოვეს დროებითი მმართველის შეყვანა და დროებითი მმართველის შეყვანას მაინც აქვს საკმაოდ ფართო დიაპაზონი იმ წინაპირობებისა, რომლის გამოც შეიძლება შეიყვანო და ეს არ მომწონს. ძალიან ბუნდოვანია მაინც როდის შეიძლება შეიყვანონ მარეგულირებელი. ბუნდოვანი არაა, გაწერილია, მაგრამ ძალიან ფართოა, სუბიექტური“, - განაცხადა რუხაძემ.

11 ივლისი 2020, 17:40

COVID19

ხორვატიაში დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

ხორვატიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო იყოს. დღეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 140 შემთხვევა გამოვლინდა, რაც, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

11 ივლისი 2020, 17:04

სამართალი

სუს-ი ადასტურებს, რომ ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“.

ზურაბ რამაზაშვილი

11 ივლისი 2020, 16:58

ეკონომიკა

ზურაბ რამაზაშვილი: გლობალური კრიზისის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ნედლეულის იაფი ფასი, რათა კომპანიებმა შეძლონ შედარებით დაბალი ფასის პროდუქცის წარმოება

„ამ თვალსაზრისით სახელმწიფო სუბსიდირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირველ რიგში, იგი დაეხმარება ფერმერს, თავისი შრომის საზღაური მიიღოს და მეორეს მხრივ, კომპანიები შეძლებენ შედარებით იაფი ნედლეულის მიღებას. აქედან გამომდინარე, იაფი ღვინის წარმოება, ამ კრიზისის ფონზე უზრუნველყოფს მომავალ გაყიდვებს“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

ლევან მეხუზლა

11 ივლისი 2020, 16:50

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: როდესაც დგება საშიშროება, რომ თავისუფალი ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყოს, მაშინ სუბსიდიით ინტერვენცია ხდება

COVID 19-ის გამო შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით ორ წლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რთველი კვლავ დაასუბსიდიროს. ამისთვის მთავრობამ 60 მლნ ლარი გამოყო. ამ ეტაპზე სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება. როგორც „ბიზნესი იმედზე“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, გასული წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოთხოვნა ამ ჯიშის ყურძენზე უფრო ნაკლებია.

თემურ ჯანგულაშვილი

11 ივლისი 2020, 16:50

ეკონომიკა

„ნუკრიანი ლავანდას“ დამფუძნებელი: ლავანდის ზეთი სასარგებლო, ნატურალური და უნიკალური პროდუქტია

ყიზიყში, სოფელ ნუკრიანში, საქართველოსთვის უჩვეულო კულტურის გაშენებამ გაამართლა. საფრანგეთის, პროვანსის სიმბოლოს - ლავანდის იისფერი ველების ექსკლუზიური ბიზნესი, ნუკრიანში 5 წელს ითვლის. თესლი საფრანგეთიდან და ჩილედან შემოიტანეს. 4 000 ლავანდის ნერგი ჯერ მხოლოდ 1 ჰექტარზეა გაშენებული.