IMEDI /  01 ივლისი 2020, 11:32 / სანდო წყარო

კახა კალაძე: უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არ დავხუჭავთ და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. „ჩვენ უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ქალაქის მერმა მუხიანში სკვერის რეაბილიტაციის ხარვეზებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ სამუშაოების ხარვეზით შესრულების გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაჯარიმდა.

„დღეს მინდა, ერთ არასახარბიელო ფაქტზე გავამახვილო ყურადღება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრულ რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.

სკვერში გამგეობის მიერ სისტემატიურად ხორციელდება სამუშაოების მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც, გამოვლინდა, რომ კომპანიამ სამუშაოები ხარვეზით შეასრულა. ამასთან, ვერ მოახერხა, რეაბილიტაცია დაკისრებულ ვადაში დაესრულებინა. გამგეობამ პანდემიის გამო, კომპანიას ხელშეკრულების ვადა 30 კალენდარული დღით, 24 ივნისამდე გაუხანგრძლივა.

ვადის გაგრძელების მიუხედავად, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დამაკმაყოფილებლად არ მიმდინარეობდა. ამიტომ, კომპანიას გამგეობის მიერ ჯარიმა დაეკისრა და 25 ივნისს მიეცა გაფრთხილება, რომ 10 დღის ვადაში არსებული ხარვეზები გამოასწოროს და სამუშაოები დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამგეობა კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რადგან ეს მოსახლეობისთვის დისკომფორტს წარმოადგენს.

სკვერის რეაბილიტაციას შპს „მშენებელი 2019“ ახორციელებს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.

ამირან გამყრელიძე

06 ივლისი 2020, 21:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს

„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

06 ივლისი 2020, 21:37

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყება: თბილისი განაგრძობს სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებულ ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პატიმრებს აწამებდნენ

„დღე არ გადის, რომ სააკაშვილის აღიარებას არ მოვუსმინო, გუშინ ვნახე მისი გამოსვლს სტუდენტებთან, სადაც ის აღიარებს, რომ ისინი აწამებდნენ პატიმრებს

მიხეილ სააკაშვილი

06 ივლისი 2020, 21:36

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მორიგ სკანდალში გაეხვა

სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ისევ სკანდალშია. უკრაინული ვებ გვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გამოსვლა, რომელმაც მოსამართლეთა მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ბრალდება, რის საფუძველზეც ჟურნალისტებმა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს - ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში მოდის. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა უკვე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს.

06 ივლისი 2020, 21:32

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.

06 ივლისი 2020, 21:22

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე დაზარალებული ჯემალ შამათავა და აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი დაიკითხა.

ივანე ჩხაიძე

06 ივლისი 2020, 21:18

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: 2 კვირა ის მინიმუმია, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა დაისვენა

როცა ჰაერის გამოცვლა განიხილება თქვენი ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა რაიონში გადანაცვლება და ზაფხულის იქ გატარება, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. თბილისი სუფთა ქალაქების ჩამონათვალს არ მიეკუთვნება, ასე, რომ თუ ჰაერის გამოცვლაში ამას გულისხმობთ, აუცილებლად კარგია - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.