imedi.ge /  01 ივლისი 2020, 16:32 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: დღეიდან, მარტვილის, სენაკისა და ხობის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ, ავთანდილ თალაკვაძესთან მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს რაიონული შენობები გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. სენაკში, მარტვილსა და ხობში ჩვენ გავხსენით სასწრაფოს სრულიად ახალ შენობები. დღეიდან სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დრომდე, სოფ. დიდი ჭყონის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2021, 16:03

COVID19

ხვალ პარლამენტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართება

ღონისძიების მიზანი მოსახლეობისთვის ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა. დისკუსიის მონაწილეები შემდეგ საკითხებზე ისაუბრებენ: ვაქცინაციის მნიშვნელობა, ვაქცინების ეფექტიანობა და მათი შესაძლო გვერდითი მოვლენები, საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები და სხვა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 15:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა

ყოველთვის სჯობს პირისპირი შეხვედრის გამართვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ირაკლი კოვზანაძე

16 ივნისი 2021, 15:26

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე გენერალურ აუდიტორს: რით აიხსნება, რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერაა შემცირებული

„რამ გამოიწვია, რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული“, - მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი მექვაბიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის აუდიტის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 15:23

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში იმართება.

16 ივნისი 2021, 15:06

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი

„საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი ბერკეტი გახლავთ სახელმწიფო აუდიტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ ფინანსების ხარჯვას მთავრობის მიერ, თუ როგორ ხდება საჯარო ფინანსების ხარჯვა და სახელმწიფო აქტივებზე კონტროლი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი. ჩვენ მის თითოეულ ანგარიშს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. თითოეული ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის მიერ არის წარმოდგენილი სკურპულოზულად იხილება ჩვენს კომიტეტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფში და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოდის კომიტეტის სხდომაზე“, ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

16 ივნისი 2021, 15:05

საზოგადოება

ხვალიდან ავტობუსი N51 დადგენილი სქემით იმოძრავებს

ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 15:02

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 14:51

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ინდურ შტამზე: არ ვვარაუდობთ, რომ სიტუაცია გართულდება

„მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება პირველ რიგში ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა შემოღებული რეგულაცია. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება, თუმცა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად გავიკეთოთ ტესტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეუფე იაკობი

16 ივნისი 2021, 14:43

რეგიონი

მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონს აღმზრდელების ნაწილი დატოვებს

ნინოწმინდის პანსიონში ამდენი თანამშრომელი არაა საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ ბავშვებს და ვინც დარჩება, მათ მომსახურება სრულად ჰქონდეთ. უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე და მათი ინტერესები საუკეთესოდ დავიცვათ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე განმარტებით, ბავშვები დაისტრესნენ, რადგან პანსიონიდან უცებ ბევრი ბავშვი წავიდა. „ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, როცა ბავშვებთან მივდივართ და კითხვებს ვუსვამთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ანა ბიერდე

16 ივნისი 2021, 14:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

გივი მიქანაძე

16 ივნისი 2021, 14:28

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ბოლო დღეებში საზოგადოებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა იხილა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ძალიან გაზრდილია ყურადღება საქართველოს მიმართ ძირითადი პარტნიორებისგან - აშშ-ისგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან.

16 ივნისი 2021, 14:18

რეგიონი

ქუთაისში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინები გადაეცა

„მიხარია, რომ დღეს ასეთი პოზიტიური ღონისძიებით ვუბრუნდები ჩემს სამუშაო გარემოს. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, როდესაც ხედავ, თუ რამდენი ოჯახის დახმარება შეგიძლია და დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან წელს დევნილთა სააგენტომ ახალი ინიციატივა დანერგა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა ვეტერანი დევნილი მოქალაქეებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები და გადავცეთ საცხოვრებელი ბინები და სწორედ ეს ღონისძიება არის დღეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯეიმს აპატურაი

16 ივნისი 2021, 14:15

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: დარწმუნებული უნდა იყოთ, როდესაც ჩვენ რუსეთს ვესაუბრებით, საქართველო ყოველთვის არის წარმოდგენილი

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჟენევაში შეხვედრის შემდეგ ამერიკული მხარე ბრიუსელში მოკავშირეებს გააცნობს მოლაპარაკებების მიმდინარეობის დეტალებს. ეს არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერების ძალიან კარგი მაგალითი. ბაიდენი ძალიან მკაფიო იყო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ და ეს გზავნილები ყველამ კარგად მოისმინა. აშშ-ს სურს ერთი მხრივ პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა, მეორე მხრივ აშშ-ს და ჩვენ, ყველას გვექნება სათანადო პასუხი, როდესაც პუტინი გადაკვეთს წითელ ხაზს.

16 ივნისი 2021, 14:10

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ.

ჯეიმს აპატურაი

16 ივნისი 2021, 14:08

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: დახურულ კარს მიღმა ალიანსის ბევრმა ლიდერმა წამოჭრა საქართველოს თემა, ნატოს წევრები ფიქრობენ, ზრუნავენ და თქვენი ქვეყნის გვერდით დგანან

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი სამიტი იყო საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის და ღირებული პარტნიორისთვის, - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ნატოს სამიტი შეაჯამა.

ჯეიმს აპატურაი

16 ივნისი 2021, 14:03

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ასპირანტებს, რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები

„ამას ბევრი მიზეზი აქვს და მათ შორისაა ამ სახელმწიფოებს ხელი შეუშალონ საკუთარი საგარეო პრიორიტეტები განხორციელებასა და მისწრაფებაში კიდევ უფრო მეტად დაუხლოვდნენ დასავლეთს. ეს არ იყო მხოლოდ აღიარება, ეს იყო მსჯელობის საგანი და ამ კონტექსტში საქართველო იყო განხილული. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს ხდება, ეს რეალობაა და ჩვენ უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ასპირანტებს, რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. საქართველოზე ბევრი ისაუბრეს ნატოს სამიტზე, როდესაც თემა რუსეთი იყო“, - განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი

16 ივნისი 2021, 14:02

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: როდესაც ნატო ამბობს, რომ მზად არის საქართველოსთან ერთად უფრო მეტი გააკეთოს, ქართველ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს ყველაფერი სრულდება

როდესაც ნატო ამბობს, რომ გვაქვს იდეები, ინიციატივები და მზადყოფნა საქართველოსთან ერთად უფრო მეტის გაკეთების, ქართველ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს ყველაფერი სრულდება, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

16 ივნისი 2021, 14:00

მსოფლიო

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქში კოვიდსიტუაცია დრამატულად ვითარდება

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში კოვიდსიტუაცია დრამატულად ვითარდება.

მევლუთ ჩავუშოღლუ

16 ივნისი 2021, 13:36

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომხეთმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მსოფლიომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს.

დიმიტრი სამხარაძე

16 ივნისი 2021, 13:29

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს „ოცნების“ დამარცხების ამბიცია, რადგან გამარჯვება გარდაუვალია

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა ახლადგამოჩეკილი მოწინააღმდეგე მხარის გამოჩენამ! რატომ უნდა სურდეთ პოლიტიკაში დარჩენა/მობრუნება? რა მოლოდინები შეიძლება ამოძრავებდეთ ადამიანებს, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ სახელმწიფოსა და საკუთარი გუნდის ღალატი? კითხვებზე პასუხების მიღებაში გვეხმარება ის, რომ ნებისმიერი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი და განხორციელებული ქმედება ემსახურება ნაციონალური მოძრაობის და მათი ლიდერის ინტერესებს. პარტიიდან პარტიაში მორბენალის ერთადერთი მიზანი, ოცნების დასუსტება და ოპოზიციის გაძლიერებაა, რასაც ვერასდროს ვერ მიაღწევს, ქვეყნიდან ქვეყანაში და თვითმფრინავიდან თვითმფრინავში ხტუნაობით. როგორ ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ საზოგადოების მაღალ ნდობას, როგორ იზრდება დღითიდღე ჩვენი ამომრჩეველთა რაოდენობა და როგორ შეუძლია მოსახლეობას შავის და თეთრის სწორად გარჩევა, ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიმარჯვებთ. საქართველო ჩვენ ვართ“, - წერს სამხარაძე Facebook-ზე.