imedi /  01 ივლისი 2020, 18:51 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის ელჩთან და USAID-ის მისიის დირექტორთან 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის დეტალები განიხილა

მიხეილ ჩხენკელი, კელი დეგნანი; პიტერ ვიბლერი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან და USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.

მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გვერდით დგომა ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისთვის. მინისტრის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გააძლიერებს.

„დღეს მქონდა საინტერესო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და USAID-ის მისიის დირექტორთან, სადაც განვიხილეთ 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დეტალები. იგი მთლიანად მოხმარდება განათლების სისტემის გაუმჯობესებას, კერძოდ, პროექტის ფარგლებში მოხდება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დახვეწა. ეს კი, თავის მხრივ, გააუმჯობესებს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების უნარებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და საელჩოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით კი USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა სამინისტროს რეფორმას – „ახალი სკოლის მოდელს“, კარგად თანხვდება.

„დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ბატონ მინისტრთან, სადაც ოფიციალურად გავხსენით USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა. ეს არის 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სამინისტროს რეფორმას – „ახალი სკოლის მოდელს“ - თანხვდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ორი პროგრამა ერთობლივად ნაყოფიერად იმუშავებს და საბოლოოდ კარგ შედეგებს მივიღებთ. USAID-ის პროგრამა გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, გარდა ამისა, ითვალისწინებს მასწავლებელთა ტრენინგებს, ახალი სასწავლო რესურსების შექმნასა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სასარგებლო უნარების ჩამოყალიბებას. ჩვენი სააგენტოების – USAID-ის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, „მშვიდობის კორპუსი“ და საელჩოს სხვადასხვა პროგრამით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, რაც მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება“, - განაცხადა დეგნანმა.

USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ USAID-ის ახალი პროგრამა 5 წლის განმავლობაში განხორციელდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა USAID-სთვის, რადგან მინისტრთან და ქალბატონ ელჩთან ერთად აღვნიშნეთ USAID-ის ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის დაწყება, რომელიც 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამა ზოგადი განათლების მხარდაჭერას გულისხმობს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი კონკრეტული მიზეზის გამო: პირველი იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა, იგი ქართული მხარის მიერ არის ინიცირებული და მის განხორციელებას ჩვენ, ამერიკული მხარე ვუჭერთ მხარს; მეორე, პროექტი გულისხმობს განათლების სფეროს დახვეწას, მოსწავლეზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას, მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარებას; ასევე მნიშვნელოვანია მესამე ფაქტორი, რომ პროექტში ჩართულია კერძო სექტორი, საერთაშორისო თუ ქართული კომპანიები. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს სამი ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ხდის ამ პროგრამას“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

სამინისტროს განმარტებით, USAID-ის ახალი პროგრამა გულისხმობს საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერაქციული სწავლების ხელშეწყობას, რაც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ამგვარი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში მყარ საფუძველს შექმნის ახალგაზრდების წარმატებებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის ელჩსა და USAID-ის მისიის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. კერძოდ, აღნიშნა, რომ სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. აღნიშნულმა სიახლემ სტუმრების მოწონება და დიდი ინტერესი გამოიწვია.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან სამ პროგრამაზე მიიღებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შეიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრი ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ფულბრაიტის ახალ პროგრამებსა და ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების შესახებაც ისაუბრეს. ასევე განიხილეს პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციისა და დისტანციური სწავლების შედეგები, ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრამები, მათ შორის, პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც პოზიტიური გამოხმაურების გამო პოსტპანდემიურ პერიოდშიც გაგრძელდება. კელი დეგნანმა დისტანციური სწავლების მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითი შეაფასა მისცა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

03 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებენ პროკურატურაში.

ხუან კარლოსი I

03 აგვისტო 2020, 21:25

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2020, 21:17

რეგიონი

თეა წულუკიანი: ჩვენი ვალია გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთაზე, რათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სისტემაში მოვიყვანოთ აქაური მესაკუთრის უფლებები. ჩვენი ვალია, რომ ყოველგვარი სტერეოტიპებისა და წინასწარ შემუშავებული აზრის გარეშე მოვუსმინოთ მათ, მოვემსახუროთ უფასოდ და გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

03 აგვისტო 2020, 21:13

კულტურა

წინანდლის ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება

მსმენელების წინაშე წარდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.

დავით ბაქრაძე

03 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

„უნდათ კონკურენცია - ვიყოთ, ოღონდ პატიოსან კონკურენციაში. შეიძლება მოგწონდეს და არ მოგწონდეს სხვა ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არ შევუტევთ სხვა კანდიდატს. ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვალტერ ბრაგა ნეტუ

03 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვალტერ ბრაგა ნეტუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 20:32

რეგიონი

წელს ბახმაროში ტრადიციული დოღი აღარ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ბახმაროში დოღი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.

გოგი თოფაძე

03 აგვისტო 2020, 20:22

სამართალი

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 20:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი

სპეციალური მოდულია შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირებ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს სამუშაო შეხვედრები ქვეყნის ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან.

03 აგვისტო 2020, 19:51

COVID19

პორტუგალიაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პორტუგალიის ჯანდაცვის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მარია ვან კერხოვე

03 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ჯანმო: ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ იმ გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც Covid-19-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ იძლევა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ლევან სამუშია

03 აგვისტო 2020, 19:36

პოლიტიკა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას პარტიის დოტოვების მიზეზთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

03 აგვისტო 2020, 19:19

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა

მომდევნო კვირიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 19:17

საზოგადოება

რა შემთხვევაში შეძლებენ სამუშაოს მსურველები თურქეთში გამგზავრებას

მთავრობის დადგენილებაზე განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააკეთა. მისი თქმით, თურქეთიდან წარმოდგენილი მოწვევის საფუძველზე მსურველი ავსებს სააპლიკაციო ფორმას ელექტრონულად, რომელიც არის საკმაოდ მარტივი და მოითხოვს პირად ინფორმაციას, ასევე მოწვევის დოკუმენტის თარგმანს და ნოტარიულად დამოწმებულს.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 19:16

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართული ოცნების“ ფონზე, მეეჭვება რომ მომავალ პარლამენტში პარტიებმა კოალიცია შექმნან

ჩვენ ახლა უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ, ძალას რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რეალურად აქვს დიდი შანსი, რომ ქვეყანა ისევ მართოს და გაიმარჯვოს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

03 აგვისტო 2020, 18:59

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 506 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 210 402-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 148 პაციენტი გარდაიცვალა, 193 600 კი გამოჯანმრთელდა.

03 აგვისტო 2020, 18:56

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია ჭავჭავაძის მედლით დაჯილდოვდა

ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, რომელიც ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში გაიმართა.

გიგა ბოკერია

03 აგვისტო 2020, 18:56

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვარდების რევოლუციის პრინციპებს გადაუხვია

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ლიდერებთან მიმართებით, წარსულის გააზრებაში, გულწრფელად და სიღრმისეულად იმის გაგებაში, რომ დიდი საქმე გაკეთდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ რა იყო დიდი ჩავარდნა. ეს სადღეგრძელოდ კი არ უნდა თქვა, უნდა გესმოდეს, რა იყო არასწორი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 18:53

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ივანიშვილის საქმიანობა საქართველოში აბსოლუტურად გამჭვირვალეა

ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს და რომელი პოლიტიკური პარტია რისთვის იბრძვის. ადამიანები ცდილობენ მოვიდნენ პოლიტიკაში და ეს ნიშა იმისთვის გამოიყენონ ან ფული იშოვონ, ან მოპარული აქვთ ფული და ეს ყველაფერი პოლიტიკური მანტიით შეინარჩუნონ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.