imedi /  01 ივლისი 2020, 21:38 / სანდო წყარო

ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში რამდენიმე ათასი მედიკოსი გადამზადდება

კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაზე წარმატებული რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველო დაუყოვნებელ ზომებს ატარებს იმისთვის, რომ წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი მომზადებული შეხვდეს პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეს- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4 000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში.

150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას, თუმცა კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. ამ ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის შესრულებისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. ახალი ინიციატივა დაგვეხმარება როგორც მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაძლიერებაში, რაც საქართველოს ჯანდაცვას გრძელვადიან დადებით შედეგს მოუტანს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, პანდემიის პირველმა ტალღამ გამოავლინა, რომ მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემები უკეთ უნდა იყვნენ მზად კრიზისებზე სწრაფი რეაგირებისთვის. ამ მხრივ, საქართველოში სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერების ფუნქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აიღეს.

UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის. ონლაინ პლატფორმა ასევე საგრძნობლად გაამარტივებს გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების პროცესს. ამ მექანიზმის გამოყენებით საქართველოს მედიკოსები აიმაღლებენ პროფესიულ კვალიფიკაციას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში და მიიღებენ პროფესიულ რჩევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან.

„საქართველოს ექიმების პროფესიონალიზმი და თავდადება პანდემიის დროს პატივისცემასა და აღფრთოვანებას იმსახურებს.ახალი სასწავლო სისტემა ხელს შეუწყობს მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, ის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალს ხშირად ხელი არ მიუწვდება აუცილებელ რესურსებზე”, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა.

ახალი ინიციატივა მოიცავს 37 სამედიცინო დაწესებულებასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 60 რეგიონულ წარმომადგენლობას საქართველოს მასშტაბით. პროფესიულ გადამზადებას ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებში სულ 4,000 მედიკოსი გაივლის. აქედან, 3,000 COVID-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1,000 – მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.

ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ტრენინგს ასევე სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი სპეციალური ცხელი ხაზის ოპერატორებიც გაივლიან.

ონლაინსასწავლო პლატფორმის მუშაობა განხორციელდება როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციების მეშვეობით. პლატფორმაში ჩაშენებული იქნება საძიებო სისტემა და ვირტუალური მოსაუბრე, ანუ ჩატბოტი, რაც რეალური დროის რეჟიმში ურთიერთობისა და კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას განაპირობებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე შეიმუშავებს სახელმძღვანელოებსა და კურიკულუმს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა, და არაინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი.

„საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ინვესტირება ქვეყნის განვითარებაში ინვესტირების ტოლფასია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობა შეძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც კრიზისის დროს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მოემსახურება“, – აღნიშნა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხელშეწყობა მმართველობის რეფორმის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ამ ექვსწლიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2021, 00:23

მსოფლიო

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება. ამის შესახებ BBC იუწყება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ამიტომ პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები.

24 ივლისი 2021, 23:49

პოლიტიკა

საელჩო: 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას, – ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისი 2021, 23:30

COVID19

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 412 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-ის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 125 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 23:04

მსოფლიო

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. დასავლეთ გერმანიაში სტიქიის რაიონებში ისევ წვიმს. კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელის, ბეგონა ჰერმანის განცხადებით, ჯერჯერობით ნალექის რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის პირობები შესაძლოა, კვლავ გაუარესდეს, რის გამოც მიზანშეწონილია მოსახლეობის ევაკუაცია.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 22:27

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული

ჩვენ არ ვიბრძვით პროცენტებისთვის. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქმიანობას დავარქმევდით მუშაობას უკეთესი მომავლისთვის და არა ბრძოლასა და ომს, როგორც ამას უწოდებს ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 22:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი შესახებ ორმა პროპაგანდისტულმა კომპანიამ კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა გაავრცელა

თეა წულუკიანს აქვს გუნდის და ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა საუკეთესო წამოწყებაში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რასაც ასევე ტენდენციურად აშუქებდა ეს ორი პროპაგანდისტული კომპანია, სინამდვილეში ეს იყო კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა და ისინი მოვალეები იყვნენ მთლიანად გაეშუქებინათ რა იმ დღეს მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე

პრემიერ-მინისტრ არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

24 ივლისი 2021, 21:20

საზოგადოება

თბილისის მერია: მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან

მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:02

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ქალაქში უკვე გამოჩნდა ჩვენი კანდიდატისა და თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერის კახა კალაძის პლაკატები, სწორედ ესენია ჩვენი პლაკატები

პლაკატებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და პოლარიზაცია, საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის დღის წესრიგშია დაპირისპირება და სიძულვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე 5 ივლისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სლოგანია - ყველანი ციხეში, რაც შეიძლება მეტი დაიჭირეთ. ჩვენ კი მტკიცებულებების საფუძველზე 30-მდე ადამიანი დავაკავეთ

მინდა გამოვეხმაურო 5 ივლისის მოვლენებს და ვთქვა ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია მოქალაქეების ურთიერთობა ძალადობის ენაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

24 ივლისი 2021, 20:30

სამართალი

პროკურატურამ ზუგდიდში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

24 ივლისი 2021, 20:19

მსოფლიო

აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

აფრიკის სამხრეთით, სადაც ახლა ზამთარია, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია სამხრეთ აფრიკის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს. სინოპტიკოსების პროგნოზით დაბალი ტემპერატურა რეგიონში კიდევ ერთი კვირა იქნება. არსებული მონაცემებით ჰაერის ცივი მასა ანტარქტიდიდან დაიძრა.

24 ივლისი 2021, 20:07

ტაბლოიდი

ლონდონის პარკში 100-მდე ვირთხა ქალს თავს დაესხა

100-ზე მეტი ვირთხა ლონდონის პარკში 43 წლის ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ The Sun წერს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს საღამოს მოხდა. ვირთხებმა ქალი ხელ-ფეხზე დაკბინეს. „მე არასოდეს მინახავს ამ პარკში ცხოველები, მითუმეტეს ვირთხები, ეს საშინელება იყო“, - ამბობს სუზან ტრეფტუბი.

24 ივლისი 2021, 19:26

საზოგადოება

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

24 ივლისი 2021, 19:09

COVID19

18:00 საათის მონაცემებით, Pfizer-ის ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

18:00 საათის მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივლისი 2021, 18:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

მომხდარი ფაქტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ შემთხვევაში მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა.. ეს უდავოა და ამას ვერავინ უარყოფს, ეს გამორიცხულია, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.

24 ივლისი 2021, 18:27

COVID19

ნათია თურნავა: დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ნათია თურნავა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესტუმრა.

პაატა მანჯგალაძე

24 ივლისი 2021, 18:10

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება

ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივლისი 2021, 18:05

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე დოზის დასამატებლად რეგისტრაციას ნუ შეეცდებით, რადგან 24 საათში ვაქცინაციაზე უარყოფით შეტყობინებას მიიღებთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კულუმბეგოვი განმარტავს, რომ საქართველოში ვაქცინაციისას მესამე დოზის დამატების წესი არ მოქმედებს.

იაგო ხვიჩია

24 ივლისი 2021, 18:03

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

არ ვფიქრობთ ჩვენს კანდიდატზე. ვფიქრობთ, რომ არ ვართ მზად მერობის არჩევნების მოსაგებად. „გირჩი“ არასოდეს მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, სხვა პარტიას დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.