imedi /  01 ივლისი 2020, 21:49 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: შევეცდებით შევქმნათ აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები აბიტურიენტებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად ერთობლივად მუშაობენ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ქობულეთში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აბიტურიტები პირბადით იქნებიან თუ არა გამოცდებზე, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი.

„ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მინდა და დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი, აქედან გამომდინარე არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა ჩვენ შევეცდებით რომ შევქმნათ ბავშვებისთისათვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ხვალ ან ზეგ გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასგან დაკავშირებით,-" განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 11:19

მსოფლიო

ბეირუთში ანტისახელისუფლებო გამოსვლებისას 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

8 აგვისტოს ბეირუთის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პორტში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულების ხსოვნისთვის პატივი მიეგო. მოგვიანებით აქცია ანტისახელისუფლებო გამოსვლაში გადაიზარდა, დემონსტრანტების ნაწილი კი ჯერ საგარეო საქმეთა, შემდეგ კი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შენობებში შეიჭრა. დედაქალაქის ცენტრში შეტაკებების დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.

09 აგვისტო 2020, 11:02

მსოფლიო

ინდოეთში, საკარანტინო სასტუმროში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატში, ხანძარი გაჩნდა სასტუმროში, რომლიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საკარანტინო სივრცედ იყო გადაკეთებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. სამართალდამცველების ინფორმაციით, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება და ადგილზე სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2020, 10:41

სპორტი

„ბარსელონამ“ „ნაპოლი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა

მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო ლიონელ მესი იყო, რომელმაც ერთი ბურთი გაიტანა და ერთი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. მეოთხედფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ბაიერნი“ იქნება, რომელმაც „ჩელსის“ გუშინ 4:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში ლონდონის გუნდი 7:1 დაამარცხა.

ესპანეთის ყოფილი მეფე, ხუან კარლოსი

09 აგვისტო 2020, 10:36

მსოფლიო

მედია: კორუფციაში ბრალდებული ესპანეთის ყოფილი მეფე აბუ-დაბიში ჩავიდა

კორუფციულ სკანდალში გახვეული ესპანეთის ყოფილი მონარქი, ხუან კარლოსი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბიში ჩავიდა. 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. „მე თითქმის 40 წელი ვიყავი ესპანეთის მეფე და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო მსურდა ესპანეთისთვის“, - აღნიშნა მან შვილისთვის დაწერილ წერილში.

09 აგვისტო 2020, 10:34

სპორტი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. ვიდეო

„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე თამაშობს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 116:111 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა ცენტრმა 12 წუთი ითამაშა და ერთ ეპიზოდში „ლეიკერსის“ ლიდერს ლებრონ ჯეიმსს ეფექტურად დაუფარა. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი გამოიყენა და შეხვედრა 7 ქულით, 2 მოხსნით, 1 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. „პეისერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა და 5 მოხსნაა. მომდევნო შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები 11 აგვისტოს „მაიამისთან“ გამართავენ.

09 აგვისტო 2020, 10:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

09 აგვისტო 2020, 10:22

მსოფლიო

ჩეხეთში ხანძარს 11 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩეხეთში, ქალაქ ბოჰუმინში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 6 ადამიანია დაღუპული, დანარჩენები კი, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, სახლებიდან გადახტომის შემდეგ დაიღუპნენ.

09 აგვისტო 2020, 10:19

თავდაცვა

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საველე შეკრებაზე იმყოფება

კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. მომზადების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონს შეუერთდებიან.

09 აგვისტო 2020, 10:04

სამართალი

ახალქალაქში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება

09 აგვისტო 2020, 10:04

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 555 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 555 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 215 891-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 196 პაციენტი გარდაიცვალა, 197 400 კი გამოჯანმრთელდა.

09 აგვისტო 2020, 09:51

COVID19

ჰავანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო ლოქდაუნი დააბრუნეს

კუბის მთავრობამ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო ჰავანაში კვლავ ლოქდაუნის რეჟიმი შემოიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში დაიხურება რესტორნები, ბარები, აუზები და პლაჟები. ასევე, შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. კუბის ჯანდაცვის მინისტრმა ხოსე ანხელმა შექმნილ სიტუაციას ეპიდემიის ახალი ტალღა უწოდა.

09 აგვისტო 2020, 09:40

რეგიონი

თავდასხმის შედეგები ახალქალაქში. ფოტოები

„პოლიცია იქ იყო, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. ბენზინით ხელში იყვნენ, სახანძროსაც არ უშვებდნენ, რომ ჩაექროთ. მეზობლებმა გვიშველეს, თორემ კედლებიც ვერ გადარჩებოდა. ჩემი შვილი იმ ბიჭის მეგობარია, ვინც ისროლა. არც ვიცი ჩხუბის დროს იქ იყო თუ არა. სახლმა რა დაუშავა, ყველაფერი გაგვინადგურეს, არაფერი დაგვრჩა“- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

09 აგვისტო 2020, 09:13

მსოფლიო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე დასრულდება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება 6,8 მილიონ მოქალაქეს აქვს. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა ქვეყნის მოქმედი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენო.

09 აგვისტო 2020, 08:40

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 3 012 412 ადამიანი დაინფიცირდა. ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

09 აგვისტო 2020, 08:27

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 6 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 6495 ადამიანს დაუსვეს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 475 902 ადამიანი დაინფიცირდა, 52 006 პაციენტი კი გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 08:10

მსოფლიო

ლიბანის არმიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა

რამდენიმე საათით ადრე ბეირუთის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პორტში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულების ხსოვნისთვის პატივი მიეგო. მოგვიანებით აქცია ანტისახელისუფლებო გამოსვლაში გადაიზარდა, დემონსტრანტების ნაწილი კი ჯერ საგარეო საქმეთა, შემდეგ კი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შენობებში შეიჭრა.

ბინძური ცეკვები

09 აგვისტო 2020, 00:55

კულტურა

Lionsgate-ი „ბინძური ცეკვების“ სიქველს გადაიღებს

„ეს სწორედ ისეთი რომანტიკული, ნოსტალგიური ფილმი იქნება, რომელსაც ფრანშიზის თაყვანისმცემლები ელოდებოდნენ“, - განაცხადა სტუდიის დირექტორმა ჯონ ფელტაიმერმა.

09 აგვისტო 2020, 00:36

მსოფლიო

ბალიზე, 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ეს ქმედება გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციის გაზრდას ემსახურება. ბუნების დამცველთა ჯგუფის წევრებმა პარასკევს გიანიარის სანაპიროსთან ყუთები მიიტანეს, სადაც ათობით კუ იყო მთავსებული და ისინი მოუწოდებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მოხალისეებს, რომ აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და პატარა კუები ზღვაში გაეშვათ.

09 აგვისტო 2020, 00:24

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიჭნენ

დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელშიც ყოფილი სამხედროები არიან, იქ „რევოლუციის შტაბბინის“ შექმნის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით აქციის მონაწილეები ეკონიმიკისა და ენერგეტიკის სამინისტროშიც შეიჭრნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებისას ერთი პოლიციელი გარდაიცვალა.

09 აგვისტო 2020, 00:04

სპორტი

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება

2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქ ტრიესტეში გაიხსნება და უდინეში დაიხურება. ზამთრის XVI ახალგაზრდული ფესტივალის მოსაწყობად 39 მილიონი ევრო რეგიონის სამთო-სათხილამურო ობიექტების განვითარებისა და რეკონსტრუქციისთვის დაიხარჯება, 7 მილიონი კი მასპინძელი მუნიციპალიტეტის რაიონების კეთილმოწყობას მოხმარდება.