imedi /  02 ივლისი 2020, 19:42 / სანდო წყარო

რამდენი აივ ინფიცირებული ბავშვია საქართველოში - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ 2020 წლის 2 ივლისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8376 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6252 მამაკაცია 2124 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა. 1705 გარდაიცვალა.

„30 ივნისის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5220 (4630 + 590 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.0 % (3098) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.7 % (4080) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 % (1001) - არიან მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3029 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 1153-ია; შემდეგ იმერეთში - 1004 შემთხვევაა; აჭარაში - 958; აფხაზეთში - 526; კახეთში -411; ქვემო ქართლში - 478; შიდა ქართლში -306; გურიაში - 175; სამცხე-ჯავახეთში - 112 და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა, ხოლო - 3 ქვეყნიდან გავიდა.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა, მათგან 1 - ძუძუთი კვებით; სისხლის რეციპიენტი - 4, დაუდგენელია - 2“ - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

27 ივლისი 2021, 21:43

COVID19

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კორონავირუსს 131 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 17 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 131 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 17 მარტიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დიმიტრი ხუნდაძე

27 ივლისი 2021, 21:24

პოლიტიკა

„კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ტურიზმი საქართველოში“ - პარლამენტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა

ონლაინ საჯარო დისკუსიაზე პასუხები გაეცა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და როგორია სამომავლო პროგნოზები, სად გადაამოწმონ და მიიღონ სწორი ინფორმაცია ვაქცინაციის თაობაზე, როგორია პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების პოლიტიკა, პანდემიის პირობებში მოგზაურობა, შეზღუდვები და რეკომენდაციები.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა

27 ივლისი 2021, 20:56

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

27 ივლისი 2021, 20:39

სამართალი

რამდენ ხანში გადაასვენეს ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბინიდან ექსპერტიზის ბიუროში

მიასვენეს თუ არა ლექსო ლაშქარავას ცხედარი ბინიდან ექსპერტიზის ბიუროში ერთი საათის დაგვიანებით? „ქრონიკამ“ ქალაქში დამონტაჟებული კერძო ობიექტების გარე-კამერების ჩანაწერები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ცნობა ყალბია. განმარტება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ არხმა იცრუა.

27 ივლისი 2021, 20:33

COVID19

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი: იტალიაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის

იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყაში მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99% სრულად არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

27 ივლისი 2021, 20:32

პოლიტიკა

როგორ აფასებს მესამე სექტორი არჩევნების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას

საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ

„ოპოზიციას არც ადრე ჰქონდა მტკიცებულებები და მით უმეტეს, დასკვნის შემდეგ, ობიექტურ რეალობას თვალს ვერ გაუსწორებდა და ამიტომ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. გამომდინარე აქედან, ამ დასკვნით პრევენციული ზომა გაკეთდება, რათა სამომავლოდ ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2021, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი

ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებენ.

გივი მიქანაძე

27 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც იყო გარკვეული გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე

„კომისიამ ყველა მიმართულებით, რაზეც ბრალდებების ორკესტრირებული შეტევა იყო წამოსული, ძირითადად რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული განშტოებების მხრიდან, კითხვებს გასცა პასუხი. ყველაზე პრობლემური უბნების გადათვლით დადგინდა, რომ კონკრეტულ სიტუაციებში მართლაც რომ იყო გარკვეული ხარვეზები და გადაცდომები, თუმცა ამას ვერანაირი გავლენა ვერ ექნებოდა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

27 ივლისი 2021, 19:54

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დემსს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

27 ივლისი 2021, 19:53

COVID19

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის პირველი რეგიონი გახდა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 100% აცრეს. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ელხან სულეიმანოვმა განაცხადა.

რიკ დემსი

27 ივლისი 2021, 19:49

პოლიტიკა

რიკ დემსი: საქართველოს თავმჯდომარეობა გახლდათ ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დემსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებულ მემკვიდრეობაზე ევროპის საბჭოში.

27 ივლისი 2021, 19:41

მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება.

27 ივლისი 2021, 19:24

ტექნოლოგიები

საფრანგეთში კაცმა ეტლით მოსარგებლე შვილისთვის ეკზოჩონჩხი შექმნა, რომელიც მოზარდს სიარულში ეხმარება

მსგავსი ეკზოჩონჩხები რამდენიმე ქვეყნის კლინიკებში გამოიყენება, თუმცა ინდივიდუალური მოხმარებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი ევროა.

შემოსავლების სამსახური

27 ივლისი 2021, 19:22

სამართალი

შემოსავლების სამსახური: ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

27 ივლისი 2021, 19:03

COVID19

Fox News: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოვა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთმა ვაქცინირებულმა პირმა პირბადის ტარება უნდა განაახლოს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოვა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ზოგიერთმა ვაქცინირებულმა პირმა პირბადის ტარება უნდა განაახლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 ივლისი 2021, 19:02

რეგიონი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ165 მონაკვეთზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი.

ბიძინა ესებუა

27 ივლისი 2021, 18:51

სამართალი

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

27 ივლისი 2021, 18:51

სამართალი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის იანვრიდან დღემდე 26 642 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა

2021 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინდა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

ნათია თურნავა

27 ივლისი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩაკეტვას არ ვგეგმავთ - მნიშვნელოვანია ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ და ეკონომიკა განვითარდეს

არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას. ნათია თურნავას თქმით, ამჯერად სიტუაციის შეცვლა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით უნდა მოხდეს.