imedi /  03 ივლისი 2020, 11:21 / სანდო წყარო

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: თამბაქოს კონტროლის კანონზე მორიგი შეტევა ხორციელდება

თამბაქოს მოწევის აკრძალვა

საზოგადოების და მომავალი თაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თამბაქოს კონტროლის კანონზე მორიგი შეტევა ხორციელდება, - ამი შესახებ განცხადებას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ააიპ „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ წარმომადგენელი მთავრობისადმი მიმართვაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების გახანგრძლივებას და პროდუქციის შიდა ხილვადობის 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აკრძალვის ნაცვლად, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევას ითხოვს.

ალიანსი მივართავს USAID-ს და ასოციაციის სხვა დონორ ორგანიზაციებს, შეუჩერონ საგრანტო პროგრამები ასოციაციას, იმ დრომდე, ვიდრე ისინი ოფიციალურად არ განაცხადებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის ან კომპანიების პოპულარიზაციას არ მიმართავენ.

„თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს. ამჯერად, მის ინტერესებს, ააიპ „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ლუკა ჭელიძე წარმოადგენს. ორგანზიაცია, რომლის მისიაც, თურმე, მხოლოდ ქართული ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციაა, რატომღაც მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის. მთავრობისადმი მიმართვაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების გახანგრძლივებას და პროდუქციის შიდა ხილვადობის 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აკრძალვის ნაცვლად, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევას ითხოვს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსისთვის“ ამ ინიციატივის, როგორც საკანონმდებლო წინადადების სახით განხილვაც კი, მიუღებელია: ამ ფორმით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვა აუცილებელია, რათა პროდუქციის დიზაინმა და შეფუთვამ გავლენა არ მოახდინოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. მით უფრო მაშინ, როდესაც თამბაქო უმეტესად ბავშვთა კვების პროდუქტებთან ერთად განლაგებულია და ცრუ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ჩვეულებრივი ჯანსაღი პროდუქტია. ჩამოყალიბებულმა მწეველმა კარგად იცის რასაც ეწევა და მაღაზიაში თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება არ სჭირდება.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს თამბაქოს პოპულარიზაციის ყველა ფორმა ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მაისამდე უნდა აეკრძალა. მოგვიანებით, 2017 წლის 17 მაისს, ხალხის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან გადაწყდა, რომ თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ანუ კანონის მიღებიდან 2,5 წლის შემდეგ აიკრძალებოდა. საკმარისი დროა საიმისოდ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ბიზნესი მომზადებული შეხვდეს;

აბსურდულია მტკიცება, თითქოს თამბაქოს დახლები, სტენდები, ან ყუთები აღარ იარსებებს და მაღაზიები დაზარალდება. თამბაქოს კომპანიები ამა თუ იმ მაღაზიაში მათი ნაწარმის რეალიზაციის შესაძლებლობისთვის იხდიან თანხას და შესაბამისად თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო სტენდებსაც არავინ მოშლის. შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმი ჟალუზებით ან ფარდით დაფარულ სივრცეში განლაგდება და ჩვეულებრივად გაიყიდება.

ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათთან გაწევრებულია 800-მდე მაღაზია. რაც ქვეყანაში არსებული მაღაზიების მხოლოდ 10 %-ია. გამოდის, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ორგანიზაცია მხოლოდ 10 % -ის ინტერესს ახმოვანებს. ამასთან, უცნაურია, რომ ეს ინტერესი ეწინააღმდეგება „ქართული მაღაზიის“ ინტერესს, გაყიდოს მხოლოდ ჯანსაღი და ქართული პროდუქცია. ასოციაციას შევახსენებთ, რომ სავაჭრო სივრცეში თამბაქოს პროდუქციის სარეალილზაციო სტენდებს და შესაბამის ყუთებს მხოლოდ იმპორტიორი კომპანიები ამონტაჟებენ.

ასოციაციის დონორთა შორის არის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოც (USAID), რომლის დაფინანსებით ქართული ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციას აპირებენ. რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით განზრახული საკანონდებლო ინიციატივა. ამასთან, USAID - ის და ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის რეგულაცია კრძალავს გრანტის მიმღები ორგანიზაციების თამბაქოს ინდუსტრიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირს, ან მათი ნაწარმის პოპულარიზაციას. ამას კრძალავს ქვეყნის კანონმდებლობაც და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, გამოიკვლიონ ამ ასოციაციის თამბაქოს ინდუსტრიასთან უკანონო კავშირები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ასოციაცია ხელს უწყობს იმ პროდუქტის პოპულარიზაციას, რომელიც განსაკუთრებით ამძიმებს კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობას და 2,5-ჯერ ზრდის სიკვდილობას მწეველებში, ვიდრე არამწეველებში. მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას არ მისცეს არანაირი მსვლელობა ასოციაციის წინადადებას, რომელიც არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას და საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მივმართავთ USAID-ს და ასოციაციის სხვა დონორ ორგანიზაციებს, შეუჩერონ საგრანტო პროგრამები ასოციაციას, იმ დრომდე, ვიდრე ისინი ოფიციალურად არ განაცხადებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის ან კომპანიების პოპულარიზაციას არ მიმართავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2021, 00:23

მსოფლიო

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება. ამის შესახებ BBC იუწყება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ამიტომ პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები.

24 ივლისი 2021, 23:49

პოლიტიკა

საელჩო: 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას, – ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისი 2021, 23:30

COVID19

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 412 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-ის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 125 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 23:04

მსოფლიო

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. დასავლეთ გერმანიაში სტიქიის რაიონებში ისევ წვიმს. კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელის, ბეგონა ჰერმანის განცხადებით, ჯერჯერობით ნალექის რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის პირობები შესაძლოა, კვლავ გაუარესდეს, რის გამოც მიზანშეწონილია მოსახლეობის ევაკუაცია.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 22:27

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული

ჩვენ არ ვიბრძვით პროცენტებისთვის. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქმიანობას დავარქმევდით მუშაობას უკეთესი მომავლისთვის და არა ბრძოლასა და ომს, როგორც ამას უწოდებს ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 22:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი შესახებ ორმა პროპაგანდისტულმა კომპანიამ კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა გაავრცელა

თეა წულუკიანს აქვს გუნდის და ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა საუკეთესო წამოწყებაში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რასაც ასევე ტენდენციურად აშუქებდა ეს ორი პროპაგანდისტული კომპანია, სინამდვილეში ეს იყო კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა და ისინი მოვალეები იყვნენ მთლიანად გაეშუქებინათ რა იმ დღეს მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე

პრემიერ-მინისტრ არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

24 ივლისი 2021, 21:20

საზოგადოება

თბილისის მერია: მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან

მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:02

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ქალაქში უკვე გამოჩნდა ჩვენი კანდიდატისა და თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერის კახა კალაძის პლაკატები, სწორედ ესენია ჩვენი პლაკატები

პლაკატებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და პოლარიზაცია, საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის დღის წესრიგშია დაპირისპირება და სიძულვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე 5 ივლისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სლოგანია - ყველანი ციხეში, რაც შეიძლება მეტი დაიჭირეთ. ჩვენ კი მტკიცებულებების საფუძველზე 30-მდე ადამიანი დავაკავეთ

მინდა გამოვეხმაურო 5 ივლისის მოვლენებს და ვთქვა ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია მოქალაქეების ურთიერთობა ძალადობის ენაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

24 ივლისი 2021, 20:30

სამართალი

პროკურატურამ ზუგდიდში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

24 ივლისი 2021, 20:19

მსოფლიო

აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

აფრიკის სამხრეთით, სადაც ახლა ზამთარია, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია სამხრეთ აფრიკის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს. სინოპტიკოსების პროგნოზით დაბალი ტემპერატურა რეგიონში კიდევ ერთი კვირა იქნება. არსებული მონაცემებით ჰაერის ცივი მასა ანტარქტიდიდან დაიძრა.

24 ივლისი 2021, 20:07

ტაბლოიდი

ლონდონის პარკში 100-მდე ვირთხა ქალს თავს დაესხა

100-ზე მეტი ვირთხა ლონდონის პარკში 43 წლის ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ The Sun წერს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს საღამოს მოხდა. ვირთხებმა ქალი ხელ-ფეხზე დაკბინეს. „მე არასოდეს მინახავს ამ პარკში ცხოველები, მითუმეტეს ვირთხები, ეს საშინელება იყო“, - ამბობს სუზან ტრეფტუბი.

24 ივლისი 2021, 19:26

საზოგადოება

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

24 ივლისი 2021, 19:09

COVID19

18:00 საათის მონაცემებით, Pfizer-ის ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

18:00 საათის მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივლისი 2021, 18:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

მომხდარი ფაქტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ შემთხვევაში მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა.. ეს უდავოა და ამას ვერავინ უარყოფს, ეს გამორიცხულია, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.

24 ივლისი 2021, 18:27

COVID19

ნათია თურნავა: დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ნათია თურნავა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესტუმრა.

პაატა მანჯგალაძე

24 ივლისი 2021, 18:10

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება

ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივლისი 2021, 18:05

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე დოზის დასამატებლად რეგისტრაციას ნუ შეეცდებით, რადგან 24 საათში ვაქცინაციაზე უარყოფით შეტყობინებას მიიღებთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კულუმბეგოვი განმარტავს, რომ საქართველოში ვაქცინაციისას მესამე დოზის დამატების წესი არ მოქმედებს.

იაგო ხვიჩია

24 ივლისი 2021, 18:03

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

არ ვფიქრობთ ჩვენს კანდიდატზე. ვფიქრობთ, რომ არ ვართ მზად მერობის არჩევნების მოსაგებად. „გირჩი“ არასოდეს მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, სხვა პარტიას დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.