imedi /  03 ივლისი 2020, 11:38 / სანდო წყარო

დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებით ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მასში აღნიშნულია, რომ ურეკის მოსახლეობის ის ნაწილი - 200-მდე აბონენტი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აქვს წყალი, რამდენიმე წელია, საფასურის გადახდის გარეშე, წყალმომარაგებით სარგებლობს საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით და წყლით მათი უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ახალ სისტემაში ჩართული არ იყვნენ.

„დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია არის სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დაბა ურეკის მოსახლეობის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოიცავდა დაბა ურეკის (მაგნეტიტის), შეკვეთილისა და კაპროვანას ნაწილის წყალმომარაგების ქსელის გამართვას.

სისტემა გათვლილია 1 500 აბონენტის მომსახურებაზე და ამჟამად, ქსელში ჩართულ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყველა აბონენტს წყალი შეუფერხებლად, 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება.

ურეკის მოსახლეობის ის ნაწილი - 200-მდე აბონენტი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აქვს წყალი, რამდენიმე წელია, საფასურის გადახდის გარეშე, წყალმომარაგებით სარგებლობს საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით და წყლით მათი უზრუნველყოფის გათვალისწინებით, არ იყვნენ ჩართული ახალ სისტემაში.

დაბა ურეკის წყალმომარაგების ახალი სისტემა მარაგდება 18 კმ მდებარე სათავე ნაგებობიდან და ის ფონდი „ქართუს“ მიერ მოწყობილ ჭაბურღილს არ უკავშირდება.

ტელეკომპანია მხოლოდ მოსახლეობის ნაწილზე დაყრდნობით, ასევე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ მიმართებაშიც.

სასტუმროს წყალმომარაგების ქსელზე დაერთება მოხდა მხოლოდ ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, მანამდე კი „პარაგრაფი“ წყლით მარაგდებოდა დამოუკდიებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, ქსელში სასტუმროს ჩართვას ვერანაირი ზეგავლენა ვერ ექნება ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით მოსარგებლე მოსახლეობის წყალმომარაგებაზე.

დაბა ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის ფარგლებში, ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიაზე მოეწყო წყალმომარაგების ერთი და წყალარინების 31 სატუმბო სადგური, 2 ახალი რეზერვუარი, 70 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და ამავე მოცულობის წყალარინების ქსელი, გაიბურღა წყალმომარაგების 7 ჭაბურღილი. პროექტის ღირებულებამ 64,8 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის შედეგად, ტურისტულად აქტიურ კურორტს, მისი არსებობის ისტორიაში პირველად, აქვს გამართული და თანამედროვე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ. კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული ქვეყანა ვართ, რაც არაერთხელ ასახულა საერთაშორისო რეიტინგებში. რაც შეეხება ნებისმიერი მაღალი რანგის აქტს, რაც მიღებულია დღემდე ან მიიღება აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურაში, იქ პირველ რიგში ასახულია ის პროგრესი, რაც გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

06 აგვისტო 2020, 13:43

საზოგადოება

UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

„დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად, ვეწვიე მიუსაფართა თავშესაფარს, რომელსაც UNDP–მ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, განათლების კომპონენტის დანერგვის მიმართულებით UNDP–ის მხრიდან დახმარებაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თეა ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 13:38

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თმით, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა, რისთვისაც მან მადლიერება გამოხატა.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:34

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრეს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ

მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის, მაშინდელი ხელისუფლების - დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი.

 ირაკლი შოთაძე

06 აგვისტო 2020, 13:29

სამართალი

გენერალური პროკურორი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება

დღეს, 14:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში, ირაკლი შოთაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გენერალურ პროკურორთან მისი ძირითადი მოთხოვნა გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა იქნება.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 13:21

ეკონომიკა

გიორგი გახარია: პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი

„ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხი მაღალ დონეზე აქტიურად დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში

„რასაკვირველია ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენ მტკიცედ ვემხრობით სამშვიდობო ნაბიჯებს, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის ერთადერთი - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყება

სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.

თეონა თამაზაშვილი

06 აგვისტო 2020, 12:53

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება. თეონა თამაზაშვილის განმარტებით, იქამდე იშიმშილებს, სანამ FBI-ი არ ჩაერთვება მისი შვილის გამოძიების საქმეში და არ დაადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

06 აგვისტო 2020, 12:52

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნარაზენი, შამადელა, ურთა, აბასთუმანი, ერგეტა, დარჩელი, ცაიში, ცაცხვი, ცვანე, კიროვი და ჭითაწყარი, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა, ხოლო სოფელ ორულუში მდებარე საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგით შეიწამლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 12:52

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით

ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ 1-ლი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

06 აგვისტო 2020, 12:47

ეკონომიკა

მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ StopCov ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

06 აგვისტო 2020, 12:46

რეგიონი

სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 12:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, უზნეობად შეაფასა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია, დღესაც გაითვალისწინონ ეს

კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელსაც მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართეს.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:38

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია

ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს კიდევ უფრო გონივრული, ეფექტური და პასუხისმგებლიანი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ ის მოწოდებები, სამი თვის წინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს მოქალაქეებზე 1200 ლარიან დახმარებაზე სამი თვის განმავლობაში, მოწოდება იყო, რომ ძალიან ცოტააო. გონივრულობას რომ თავი დავანებოთ, თანმიმდევრულობა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში?“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა მდინარაძე

06 აგვისტო 2020, 12:27

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის

„აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს“, - წერს მდინარაძე.

06 აგვისტო 2020, 12:20

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული გოგოს ცხედარი იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერს ასკანირებდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:19

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200 ლარიანი დახმარება ბავშვებისთვის 1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად ანაზღაურდება

დარწმუნებული ვართ, 200 ლარიან დახმარება 1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრუულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან განმარტა, რომ ამ დახმარებას ჩვიდმეტი წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ. განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:17

სამართალი

გიორგი გახარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება

ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ქვეყანაში მსგავსი ფაქტები ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვალდებულია ინსტიტუტებს პატივი სცეს. „მე, მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას და არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციისა და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხორციელდება. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ახორციელებენ, პირველ რიგში არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ და არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, მე მათთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მექნება. ეს არის, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტებისა და მშობლების წინაშე“, - განახადა გახარიამ.