imedi /  03 ივლისი 2020, 17:37 / სანდო წყარო

საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა

საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, რომელიც „თიბისისა“ და „მასტერქარდის“ ორგანიზებით გუშინ გაიმართა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა. თიბისი მიზნად ისახავს ეჯაილ კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, უკაინიდან და სხვ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა პროფესიონალებმა საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთ გამოცდილება და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკა.

მონაწილეებს შორის იყო ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ეფი ვან დენ ბორნე, რომელმაც მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა კონფერენციის მონაწილეებს. ამჟამად ის დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში ეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიას ეჯაილ ტრანსფორმაციაში.

„ეჯაილი მოგზაურობას ჰგავს, რომლის დროსაც სწავლობ, ვითარდები, მიზნებს აღწევ. ესაა გზა კომპანიისთვის, რომ გახდეს უფრო მოქნილი, ჰქონდეს ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. მსოფლიო იცვლება, ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში, რაც ზრდის მომხმარებლის მოლოდინებს, მყისიერ მომსახურებას ითხოვს. კომპანიებიც განიცდიან ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ახალ საჭიროებებს. ეჯაილით ამის გაკეთება შესაძლებელია, მისი დანერგვა თვითმიზანი არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ ინსტრუმენტია.

პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ თიბისიმ ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. გუნდი კარგად მოემზადა, დიდი როლი ჰქონდა პროცესში ლიდერების ჩართულობას, სოლიდური სტარტისთვის სწორედ ეს იყო საჭირო. თიბისი ახლაც ბევრს სწავლობს, ვითარდება და წინ მიდის, რაც გადამწყვეტია. ის ბაზრის დიდი მოთამაშეა, რომელიც ცდილობს სხვა წევრებსაც გაუზიაროს გამოცდილება,“ - ამბობს ეფი ვან დენ ბორნე.

როგორ უნდა უპასუხოს კომპანიამ გამოწვევებს და აქციოს ისინი შესაძლებლობად და რატომ დგება ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის საჭიროება - ამ თემებზე თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ისაუბრა.

„თიბისისთვის ცოდნის გაზიარება მისიის - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება - განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილ სტრუქტურაზე ერთი წელია რაც გადავედით, ბევრი რამ დაგვიგროვდა გასაზიარებელი. მთავარია, მიზანზე ორიენტირებულობა, კომპანიას უნდა ჰქონდეს მიზანი და აქედან დაიწყოს ტრანსფორმაცია. ეჯაილი იმდენად ფუნდამენტური ცვლილებაა, რომ რთული იქნება მისი განხორციელება თუ ეს პროცესი ზემოდან ქვემოთ არ დაიწყო, ანუ ვგულისხმობ მენეჯმენტიდან თანამშრომლებამდე. ეს არ არის მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, არამედ ფილოსოფიური, კულტურული და ქცევითი ცვლილებებიც ახლავს თან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მენეჯმენტის ერთიანობა და მხარდაჭერა და იმის გაცნობიერება, რომ ეს ის გზაა, რომელიც მიზნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ ეჯაილ ტრანსფორმაცის შედეგად გავხდით უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული, გავაბრტყელეთ სტრუქტურული ვერტიკალი, რითაც თავი დავაღწიეთ ზედმეტ ბიუროკრატიას, თანამშრომლებს მივეცით დელეგირება, რამაც მათი ბედნიერება 16 %-ით გაზარდა და გაგვიადვილდა ახალი ტალანტების მოზიდვა, 200-მდე ახალი კადრი მოვიზიდეთ ეჯაილ სტრუქტურებში, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი გენერალური დირექტორი.

კონფერენციაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ეჯაილ სისტემაში კომუნიკაციის გადამწყვეტ როლზე და კულტურულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„ეჯაილური მოწყობა დგას კორპორაციულ კულტურაზე, გუნდის კულტურაზე, რომელიც განაპირობებს იმას, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, როგორ ვემსახურებით კომპანიის მთავარ მისიას, რომელიც პასუხობს კითხვას - რატომ ვარსებობთ? ეჯაილურ კულტურაში რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღირებულებაა - არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების, თუ შეცდომები არ დაუშვი არ იქნება ინოვაცია; ძალიან ბევრჯერ უნდა დასვა კითხვა რატომ, მომხმარებელთან მუდმივი ინტერაქციას პირობებში შეძლებ იპოვნო ინსაიტი ანუ დედააზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს გაიგებ რა ამოცანა უნდა ამოხსნა. ეჯალი არ არის თვითამოცანა, არამედ ეს არის ამოცანის ამოხსნის საშუალება.

როდესაც კომპანია იზრდება, ემატება დეპარტამენტები და ხალხი, იზრდება ბიუროკრატიაც, ეჯაილი კი ამას ანგრევს. კომპანიის ზომის მიუხედავად უნდა გვინდოდეს, რომ ისევ ის სტარტაპი ვიყოთ, როგორიც მაგალითად თიბისი იყო 1992 წელს და ჰყავდა 10 კლიენტი. ამომავალი პრინციპი ეჯაილში არის სიმარტივე, როგორ ვაკეთებთ საქმეს, როგორ ვურთიერთობთ მომხმარებელთან, როგორ ვაგვარებთ პრობლებებს, სწორედ სიმარტივე არის ის, რაც უზრუნველყოფს წარმატებას,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები კომანიებიდან: Mckinsey, Unicredit, IT altris, AgileLAB, Busuu, Siemens, HTS Solutions და სხვა. გიორგი მამალაძემ, რომელიც ამჟამად Siemens-ის მთავარი არქიტექტია, მონაწილეებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და თავისი ეჯაილ მოგზაურობის 5 ეტაპი გაიხსენა.

„ეჯაილი სამუშაოს ეფექტურად უზრუნველყოფის ხელსაწყოა, რომელშიც არ არსებობს მზა რეცეპტები, ახალ სიტუაციაში წარსული გამოცდილების გამოყენება არ ხდება. ეჯაილი ევოლუციური მექანიზმია, რომელიც ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტას გვთავაზობს, მხოლოდ მიდგომა უნდა შევინარჩუნოთ ერთი: გააკეთე, გაანალიზე და გააუმჯობესე,“ - ამბობს გიორგი მამალაძე.

კომპანიის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა - „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ და კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად აბულაძემ თავიანთი ბიზნესის განვითარების გზასა და ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.

(R)

ყველა სიახლე

19 ივნისი 2021, 02:20

მსოფლიო

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა.

ჯო ბაიდენი

19 ივნისი 2021, 00:37

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება

კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

19 ივნისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სამ შვილს სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ მის სამ შვილს თავიანთი მამის, ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ. ამის შესახებ გამოცემა Us Weekly წერს.

18 ივნისი 2021, 23:24

მსოფლიო

Politico: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბექა ოდიშარია

18 ივნისი 2021, 22:59

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს - ამის შესახებ, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

18 ივნისი 2021, 22:36

პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ. ამის შესახებ Facebook-ზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

18 ივნისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

18 ივნისი 2021, 22:01

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 408 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 408 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კრისტიან ერიქსენი

18 ივნისი 2021, 21:54

სპორტი

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2021, 21:49

მსოფლიო

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ამირან სალუქვაძე

18 ივნისი 2021, 21:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს: ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.