imedi /  03 ივლისი 2020, 18:03 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია კარგად წარმოვაჩინოთ ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და უნიკალური გასტრონომიული კულტურა

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია" გრძელდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „იმოგზაურე საქართველოში" - კამპანიის მთავარი სლოგანია და შიდა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას ემსახურება.

შიდა ქართლის შემდეგ, რიგით მეორე ტური გურიაში გაიმართა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გასტრონომიის ასოციაციის მონაწილეობით გასტრონომიული ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გურიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.

„საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია დაიწყო „აღმოაჩინე ის, რაც შენია.“ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებით გურიაში, აცანაში, სადაც ჩვენთან ერთად არიან მედიის წარმომადგენლები, შეფ-მზარაულები. ჩვენი სურვილია კარგად წარმოვაჩინოთ გურიის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, ასევე ამ რეგიონის უნიკალური გასტრონომიული კულტურა, შედეგად ველოდებით, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება სურვილი გურიაში მოგზაურობის, რათა დაათვალიერონ რეგიონის ტურისტული ადგილები და დააგემოვნოს უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, რითაც გურია გამოირჩევა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეს-ტურის ფარგლებში სკიჯის სახლში, ოქროსქედში კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს 2000 მეტრზე გაშენებული უძველესი ჯიშის საექსპერიმენტო ყანა. ტურის მონაწილეები ესტუმრნენ გომისმთას და წითელმთას, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. მათ ასევე მოინახულეს ჩაის ბაღები და „კობიძეების მარანი.“

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო.

„აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

ყველა სიახლე

კანიე უესტი ფეხსაცმელი

13 აგვისტო 2020, 00:52

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა

ამერიკელმა რეპერმა და დიზაინერმა კანიე უესტმა ფეხსაცმლის თავისი ხაზის ახალი მოდელი წარადგინა. უესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამომწერების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

13 აგვისტო 2020, 00:44

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

13 აგვისტო 2020, 00:37

ტაბლოიდი

კურტ კობეინის სახლის დაზღვევის საბუთი მუსიკოსის ხელმოწერით აუქციონზე გაიყიდება

საბუთს კომპანია Inscriptagraphs Memorabilia ფლობს, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით ვაჭრობს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ში აუქციონზე კურტ კობეინის გიტარა $6 მილიონად გაიყიდა.

ტესლა

13 აგვისტო 2020, 00:20

ეკონომიკა

ილონ მასკმა გადაწყვიტა Tesla-ს აქციები ხელმისაწვდომი გახადოს

ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა. კერძოდ ერთი აქცია 5 ნაწილად გაიყოფა და ისე გაიყიდება. ამ ფონზე აქციის ფასმა 7%-ით აიწია. ამის შესახებ Reuters წერს.

13 აგვისტო 2020, 00:09

COVID19

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დღეს COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა COVID-19-ზე სინჯი 280-მდე მოქალაქეს აუღეს. აქედან 20 პირის ტესტირება დაბა სტეფანწმინდაში მოხდა, ისინი დაინფიცირებულის კონტაქტები არიან. 19 პირს აუღეს ნიმუშები სოფელ არშაში, ისინიც ასევე ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

13 აგვისტო 2020, 00:02

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა.

იური ტრუტნევი

12 აგვისტო 2020, 23:59

COVID19

რუსეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კელი დეგნანი

12 აგვისტო 2020, 23:59

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ახლა საქართველოს სჭირდება აღსრულების ვალდებულება, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გახადოს ის გამძლე. საქართველოს სჭირდება მისი პრობლემების მართვა. ახლა საქართველო იმ დონეზეა, სადაც მას სჭირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ გზაზე მსვლელობის გაგრძელება“, - განაცხადა დეგნანმა.

12 აგვისტო 2020, 23:47

მსოფლიო

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

12 აგვისტო 2020, 23:20

COVID19

ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე მესამე დღეა ათასს აჭარბებს

კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს უკვე მესამედ გადააჭარბა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 315 560 შემთხვევა გამოვლინდა.

ნინო წილოსანი

12 აგვისტო 2020, 23:16

პოლიტიკა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. პარლამენტი კი მის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებს.

12 აგვისტო 2020, 23:05

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

12 აგვისტო 2020, 22:51

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც 28 აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

სტივენ ბიგანი

12 აგვისტო 2020, 22:45

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“ - აღნიშნა სტივენ ბიგანმა

12 აგვისტო 2020, 22:39

მსოფლიო

ევროკომისარი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ამირან გამყრელიძე

12 აგვისტო 2020, 22:31

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ და ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია

ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი, ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. მისი თქმით, ყაზბეგში არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ბევრი. მისივე განმარტებით, ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათი ტესტირება მოხდა.

ბაქო კორონავირუსი აზერბაიჯანი

12 აგვისტო 2020, 22:28

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 824 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 497 ადამიანი. ვირუსისგან 31 058 პაციენტი განიკურნა.

პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 22:19

COVID19

პაატა იმნაძე: სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები

„სადაც არ უნდა ვიყოთ, დავიცვათ ელემენტარული წესები - სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღბები და ხელები დავიბანოთ ხშირად. ამას თუ გავაკეთებთ კორონავირუსი არ შეგვაწუხებს, არ გავაკეთებთ და, სამწუხაროდ, შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.

თამარ გაბუნია

12 აგვისტო 2020, 22:16

COVID19

თამარ გაბუნია: ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება

ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება.

12 აგვისტო 2020, 22:07

სამართალი

თბილისში კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა

48 წლის კაცმა 5 წლის ბავშვი ეზოდან მოტყუებით გაიყვანა და სავარაუდოდ მის გატაცებას ცდილობდა. შემთხვევა თბილისში მოხდა. მეზობლების განცხადებით, ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ მისი მამა იყო. კაცმა იქვე მდგარ მანქანის მძღოლს მეტრომდე ჩაყვანა სთხოვა, მაგრამ მძღოლს მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და წაყვანაზე უარი უთხრა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.