imedi /  06 ივლისი 2020, 17:54 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა

მიხეილ ჩხენკელი;  პიტერ სიიარტო

მიხეილ ჩხენკელი
პიტერ სიიარტო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.

სამინისტროს ონფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა პიტერ სიიარტოს მადლობა გადაუხადა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მჭიდრო თანამშრომლობისათვის და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ნაყოფიერი საქმიანობისათვის საგანმანათლებლო კუთხით. მინისტრი სასტიპენდიო პროგრამას “Stipendium Hungaricum” შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს და ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა ცნობილ უნგრელ მათემატიკოსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მათემატიკური სკოლის მსგავსად, უნგრული მათემატიკური სკოლა საერთაშორისოდ აღიარებულია. მინისტრმა ქართველი და უნგრელი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილა, მათ შორის, Horizon Europe-ის ფარგლებში.

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ სტუმარს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მნიშვნელოვან შესაძლებლობად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შესთავაზა და პიტერ სიიარტოს მსოფლიო დონის მეგა-პროექტის კონცეფცია გააცნო.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტში ლექციებს ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად და აღნიშნა, რომ მიესალმება უნგრელი მეცნიერების ჩართვას სასწავლო და კვლევით პროცესში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა უცხოელ, მათ შორის, უნგრელ სტუდენტებსაც შეეძლებათ, ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრში, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა, განთავსდება ორი ციკლოტრონი. ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – ონკოლოგიაში სამეცნიერო-კვლევით პროცესს. პიტერ სიიარტომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტს მაღალი შეფასება მისცა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე სპორტის მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების კუთხით თავისი ხედვა გააცნო, რომლის განხორციელება პანდემიის დასრულების შემდგომ გახდება შესაძლებელი. შეხვედრის დროს მინისტრებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი განახლებულ მემორანდუმებს, რომლებიც თანამშრომლობის გაფართოებას ორი მიმართულებით ითვალისწინებს: უნგრეთის სასწავლო სტიპენდიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

„დღეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან. შეხვედრის დროს ხელი მოვაწერეთ ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, პირველი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების მიმართულებით, კერძოდ, განვითარდება და გაგრძელდება „Stipendium Hungaricum“-ის პროგრამა. მეორე დოკუმენტი ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მინისტრთან ასევე ვისაუბრეთ სპორტის სფეროში თანამშრომლობაზე, კერძოდ, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაზე“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთან, პიტერ სიიარტომ მიღებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„მსურს მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმართ იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომლის გამოცდილებაც უკვე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, თანამშრომლობის გაღრმავების გზით განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ყალიბდება ხალხთა შორის ურთიერთობაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

განახლებული მემორანდუმის საფუძველზე გაღრმავდება ქართულ-უნგრული თანამშრომლობა საგანმანათლებლო კუთხით. მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის - “Stipendium Hungaricum”-ის პარალელურად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით, ამოქმედდება ქართულ-უნგრული პროფესიული სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც თეორიულ საგანმანათლებლო კურსებთან ერთად პრაქტიკულ პროგრამებსაც მოიცავს.

უნგრეთი საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია. 2017 წლიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება სასტიპენდიო პროგრამა “Stipendium Hungaricum”, რომლის შედეგადაც, ყოველწლიურად, საქართველოს მოქალაქეები უნგრეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე და განსხვავებულ პროგრამებზე, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებას, თანამშრომლობის სფეროებს არქეოლოგიაც დაემატება, რაც მეცნიერებს ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების განხორციელებისა და საქართველოსა და უნგრეთში დაცულ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე სამეცნიერო კვლევების განხორციელების საშუალებას მისცემს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტთ დღეს ჩამოვიდა. პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 14:24

ეკონომიკა

მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე რეგულაციის ამოქმედება გადაიწევს

საქართველოს მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე საკანონმდებლო რეგულაციის ამოქმედების ვადის გადაწევა იგეგმება. როგორც Imedinews , ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს ცვლილებები ტექნიკურია და კანონპროექტის თანახმად, იცვლება საბაჟოზე რამდენიმე რეგულაციის განხორციელების ვადები.

11 აგვისტო 2020, 14:15

საზოგადოება

თიბისი მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობ​ს

„აქ და ახლა თიბისი“ და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“

11 აგვისტო 2020, 14:07

პოლიტიკა

„ლელო“ ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მცხეთაში წარადგენს

პარტიის განცხადებით, მაჟორიტარების წარდგენა 12 აგვისტოს,18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება. კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გენერალური პროკურატურა

11 აგვისტო 2020, 14:05

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 5 დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.

ეკატერინე ტიკარაძე

11 აგვისტო 2020, 14:04

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებულთა მატებას ველით და ეს ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისთვის დამალული არ ყოფილა

„ინფიცირებულთა ზრდის მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყანასაც. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია დამალული არ ყოფილა, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი მეორე ტალღის და სტატისტიკის გაზრდის არსებობს, ჩვენ ყოველ დღე მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლოებას დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძება, რომელიც მათთვის უკვე ცნობილია, რადგან ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრების შესწავლა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გიგა ბოკერია

11 აგვისტო 2020, 13:57

პოლიტიკა

გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოთში პირველი შეხვედრა გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში ის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს.

11 აგვისტო 2020, 13:51

საზოგადოება

სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა. დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

ლევან კობერიძე

11 აგვისტო 2020, 13:49

პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ რიგები იზრდება და მას გამორჩეული ლიდერები უერთდებიან, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით უკომპრომისოები არიან. მისივე თქმით, ასეთია სწორედ ლევან კობერიძე და იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

ზურაბ ჯაფარიძე

11 აგვისტო 2020, 13:49

სამართალი

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

11 აგვისტო 2020, 13:34

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ხალხისთვის ცხოვრების შეცვლის გზა და გასაღები სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნებია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და ევროპული საქართველოდან თელავი, ახმეტა , ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყვარელში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით „ევროპულ საქართველოს“ ექნება ძლიერი მხარდაჭერა და ქვეყანაში შეიქმნება პროდასავლური მთავრობა რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ.

მიხეილ ჩხენკელი

11 აგვისტო 2020, 13:27

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: ოზურგეთის თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც თანამშრომლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი

„ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსახიობების, რეჟისორებისა და ყველა თანამშრომლისთვის. მინდა ყველა მათგანს მივულოცო ახალი შენობა და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, თეატრისმოყვარულები აქ დიდი ინტერესით ივლიან, რათა შესანიშნავი სპექტაკლები იხილონ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ეროვნული ბანკი

11 აგვისტო 2020, 13:22

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

11 აგვისტო 2020, 13:13

COVID19

ჯანმოს დირექტორის თქმით, გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდზე მეტი დოლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 13:04

საზოგადოება

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო

კრწანისის რაიონში შვიდი სკვერი მოეწყო. მათგან ხუთი ორთაჭალაში, ორი კი ფონიჭალაში მდებარეობს. გორგასალის ქუჩა N39, N41, N91, N111-შიდა გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცეები იმ ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც აქამდე მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეები საერთოდ არ არსებობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

11 აგვისტო 2020, 12:51

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსიდან წასვლაზე: არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას

ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დატოვებას გამოეხმაურა.

ქვევრი

11 აგვისტო 2020, 12:41

რეგიონი

„ჯუსოს მეღვინეობამ“ თიბისის მხარდაჭერით სოფელ შილდაში ვენახები გააშენა

ლაშა ხვედელიძე საოჯახო მარანს პაპის ტრადიციების დაცვით და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უძღვება, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს. „ჯუსოს მეღვინეობა“ არტიზანულ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აწარმოებს ქართული ტრადიული წესით და მომხმარებელს რამდენიმე სახის ღვინოს სთავაზობს, მათ შორის არის რქაწითელი, მწვანე, საფერავი და ცოლიკოური.

ვახტანგ გომალაური

11 აგვისტო 2020, 12:34

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა

„2008 წლის აგვისტო საქართველოსთვის უმძიმესი იყო, დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, შვილები, ძმები. ახლა მშობლები დგანან მემორიალთან და სიტყვებიც არ მყოფნის რითი ვანუგეშო ეს ადამიანები, ეს დღე მათთვის, ყველა ქართველისთვის მძიმეა. ამ გმირების სახელებზე და გმირობაზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა, ჩვენი შვილები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

11 აგვისტო 2020, 12:33

სპორტი

მაიკლ ჩენდლერმა ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი გამოიწვია

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა ბრძოლაში ​კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. ორგანიზაცია „ბელატორის“ ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენლის განცხადებით, ის მაკგრეგორს ორ რაუნდში დაამარცხებს და მან UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს ზედმეტად თვითდაჯერებული ადამიანი უწოდა, რომელსაც ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია.

დიდი ბრიტანეთი

11 აგვისტო 2020, 12:31

ეკონომიკა

ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

დიდ ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 220 000-მა ადამიანმა დაკარგა. ბოლოს დასაქმებულთა რიცხვის ასეთი შემცირება 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ მხრივ ყველაზე მეტად პანდემიის დროს დაზარალდნენ 24 წლამდე პირები და ის დასაქმებულები, რომლებიც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან.

ნათია თურნავა

11 აგვისტო 2020, 12:26

COVID19

ნათია თურნავა: გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში

„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ.