imedi /  06 ივლისი 2020, 20:11 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა

არჩილ თალკვაძე

არჩილ თალკვაძე

მინდა პარლამენტის სახელით აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატებები და ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაო და ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო.

“ ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო სივრცე იყო მოწყობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

23 ივნისი 2021, 10:17

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მინდა ყველას მოვუწოდო, თუ გარშემო ადამიანები არიან, აუცილებლად, მაიც უნდა გამოიყენოთ პირბადე

„ძალიან მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო, სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, თქვენ აუცილებლად მაინც უნდა გამოიყენოთ პირბადე. არ წახვიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

23 ივნისი 2021, 10:12

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: რეგულაციების შემსუბუქება ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ გააუარესებს, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ დაავადება კვლავ არსებობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ პირბადის მოხსნა და სხვა რეგულაციების შემსუბუქება ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ გააუარესებს, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ დაავადება კვლავ არსებობს, არსად წასულა და ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.

23 ივნისი 2021, 10:08

საზოგადოება

რა უფინანსდებათ პენსიონერებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით

სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საპენსიო ასაკისთვის დაფინანსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას გაგაცნობთ. საყურადღებოა, რომ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება ფინანსდება მხოლოდ იმ ამბულატორიაში ან პოლიკლინიკაში, სადაც მოქალაქეა რეგისტრირებული.

„ქართული ოცნების“ ოფისი

23 ივნისი 2021, 10:05

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

23 ივნისი 2021, 10:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების SkyUp-ის, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა“ და „ბელავიას“ ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.

23 ივნისი 2021, 09:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში, გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 2.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

23 ივნისი 2021, 09:27

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ივნისს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ივნისი 2021, 09:19

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლებული იაპონური ცენტრი გახსნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მიიღეს მონაწილეობა.

23 ივნისი 2021, 09:10

პოლიტიკა

დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება.

საქართველოს პარლამენტი

23 ივნისი 2021, 09:01

პოლიტიკა

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართება

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, პარლამენტში დღეს გაიმართება.

სერგო ჩიხლაძე

23 ივნისი 2021, 08:55

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათმა ფრაქციამ ეკატერინე ტიკარაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მისი თქმით, მთავარი საკითხი, რაზეც მინისტრს საუბარი მოუწევს, ვაქცინაცია იქნება.

23 ივნისი 2021, 08:45

პოლიტიკა

პარლამენტი მეორე მოსმენით, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი მეორე მოსმენით, დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება.

23 ივნისი 2021, 08:39

რეგიონი

დღეს საოკუპაციო ხაზთან ზაზა გახელაძის მეგობრები და ოჯახის წევრები აქციას გამართავენ

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეს ე.წ. საზღვარს გადაკვეთს. მიხეილ გახელაძე უკანონოდ გაბმულ მავთულხლართებს მიღმა დღეს უფროს შვილთან ერთად გადასვლას გეგმავს. წინასწარ იცის, რომ ოკუპანტები მათაც დააკავებენ და სჯერა, რომ ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძესთან მიიყვანენ. უფროს გახელაძეს, გუშინ პირადად პრემიერ-მინისტრმა, გეგმის შეცვლა ურჩია.

23 ივნისი 2021, 08:29

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისა და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

23 ივნისი 2021, 08:21

კულტურა

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის. ისინი ერთი კვირის განმავლობაში გელათის ძირითად ტაძარზე, 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.

ნინო ლომჯარია

23 ივნისი 2021, 08:10

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დღეს პარლამენტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

დავით ზალკალიანი

23 ივნისი 2021, 08:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა.

23 ივნისი 2021, 00:50

მსოფლიო

კომპანია Bumble-ი თანამშრომლების სტრესის დონის შესამცირებლად მუშაობას ერთი კვირით წყვეტს

კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Twitter-ზე დაწერა, რომ Bumble-ის დამფუძნებელმა, უიტნი ვულფ ჰერდმა სწორად შეაფასა თანამშრომლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და „ჩვენი კოლექტიური გადაწვა“.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 00:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ისეთი დანაშაულია ჩადენილი, რომ მე აბსოლუტურად ტოლობას ვსვამ პუტინსა და სააკაშვილს შორის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციაში ასეთი რამ ჩაწერა, კი ჩვენ დავიწყეთ ომი, მაგრამ სამაგიეროდ ამის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ცუდია და ა.შ. ანუ რამხელა საქმე გაგვიკეთებია, ომი დაგვიწყია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გვეცნობებინა რუსეთის ცუდი სახე. ეს ხომ ყველაზე ცუდი ტუტუცობაა, რაც შეიძლება მოვისმინოთ, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი

23 ივნისი 2021, 00:39

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იმიტომ რომ ომის მოსურნე რუსეთს არაფრით გაუწიეს წინააღმდეგობა და შეჰყვა პროვოკაციაში

„მესამე ფაქტი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იმიტომ რომ ომის მოსურნე რუსეთს არაფრით გაუწია წინააღმდეგობა და შეჰყვა ამ პროვოკაციაში იმ თვალსაზრისით, რომ ამ აგრესიულ რიტორიკას არ დაუპირისპირეს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმები და ა.შ. ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას, რომელსაც (რუსეთი) წლების განმავლობაში ვერ იღებდა, შექმნეს ახალგორის გაურკვეველი ადმინისტრაცია, რომლითაც ვითომ რაღაც ილუზიის შექმნა გვინდოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი ისევ ჩვენ გვექვემდებარებოდა. ამ ყველაფრით, მათ რუსეთს პროვოკაციული შესაძლებლობა მისცეს, რომ გადმოედგათ საომარი ნაბიჯები. მათ ეს ნაბიჯები გადმოდგეს სრულიად უკანონოდ და მიუღებლად და აქედან პასუხი არ იყო ისეთი, რომელიც ამ ქვეყანას ამ ტრაგედიას ააცილებდა “, - განაცხადა დავითულიანმა.