imedi /  07 ივლისი 2020, 12:34 / სანდო წყარო

თბილისის 28-ე საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო

სამგორის რაიონში მდებარე N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გამოვლენილი კომპანია ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამავე ადგილას მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენობა კეთილმოეწყობა და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისა და განვითარების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

N28 ბაგა-ბაღის ძველი შენობა 12-ჯგუფიანი იყო, ახალი პროექტი კი როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს, რადგან ის 15-ჯგუფიანი იქნება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო. თბილისში ამჟამად, რვა საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ლურჯი ავტობუსები

05 აგვისტო 2020, 12:25

საზოგადოება

კახა კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს სამჯერ ნაკლებ დროში 70 ათასი მგზავრის გადაყვანა შეუძლია

ჭავჭავაძის გამზირზე დღეს ტრანსპორტს შეუძლია სამჯერ ნაკლებ დროში 70 ათასი მგზავრის გადაყვანა, ვიდრე ეს იყო შესაძლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ავტობუსების პარკის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული 650 ავტობუსიდან 454 უკვე არის ახალი, ევრო-6-ის ტიპის. კიდევ 128 ავტობუსია დარჩენილი, რომელთა განახლებას მერია მომავალ წელს გეგმავს. ამდენად, დაგეგმილია 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა.

ამირან გამყრელიძე

05 აგვისტო 2020, 12:23

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: შემუშავდება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი

05 აგვისტო 2020, 12:20

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვისას გენპროკურორის ქმედება გადამწყვეტია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში FBI-ის თანამშრომლების ჩართვა დროში არ უნდა გაიწელოს და ამ საკითხში გადამწყვეტი როლი გენერალურ პროკურატურას ეკისრება. „ამ საქმეში უნდა ჩერთოს მთავარი პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, გადამწყვეტი იქნება ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. ზუსტი დრო, ზუსტი ვადები უნდა განსაზღვროს, რადგან აშშ-ის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების საქმეში ჩართვას აქვს თავისი პროცედურები“, - განუცხადა ჟურნალისტებს რამიშვილმა.

05 აგვისტო 2020, 12:17

რეგიონი

დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრები ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის დღგ-ის დირექტივებზე დაყრდნობით, საგადასახადო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

ამირან გამყრელიძე

05 აგვისტო 2020, 12:13

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ეს გამოცდა ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად ჩვენც, ჯანდაცვის სექტორმაც წარმატებით ჩავაბარეთ

პანდემიის პერიდოში ეროვნული გამოცდები ახალგაზრდების ყველაზე დიდი თავშეყრა იყო, დაახლოებით 50 ათასამდე აბიტურიენტმა და მაგისტრმა ჩააბარა გამოცდები, ძალიან კარგი პარტნიორობა იყო განათლების და ჯანდაცვის სექტორების, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

05 აგვისტო 2020, 12:12

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს. „ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში“, - წერია პრემიერ-მინისტრის ტვიტში.

კობა გვენეტაძე

05 აგვისტო 2020, 11:57

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა ივნისში წლიურად 7.7%-ით შემცირდა. თუმცა მისი თქმით, აპრილ-მაისთან შედარებით, სახეზეა ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღების ნიშნები, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ექსპორტი 14%-ით, ხოლო იმპორტი კი 22%-ით შემცირდა.

თეონა თამაზაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:56

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2020, 11:54

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისში მოძრავი ავტომობილების 47%-ი 11-დან 20 წლამდე ასაკისაა

თბილისში 12-მეტრიან ავტომობუსს შეუძლია გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომობილს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ თბილისში გამონაბოლქვის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა მოძველებულია.

05 აგვისტო 2020, 11:53

ეკონომიკა

საქართველოს ბიზზნეს ასოციაცია: 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები ინვესტიცია განხორცილედება

BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 43% აცხადებს, რომ 2020 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2019 წელთან შედარებით ნაკლები იქნება, ზრდას კი გამოკითხულთა 29% პროგნოზირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლის ბოლოს არსებულ გეგმებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის ბოლოს, რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. კორონავირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი არაპროგნოზირებადი გარემო და ეკონომიკური ცვლილებები პირდაპირ აისახა საინვესტიციო გეგმებზე. შედეგად, 2020 წლის ივლისში კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც ინვესტიციების ზრდას გეგმავენ, 59%-დან 29%-მდე შემცირდა.

05 აგვისტო 2020, 11:52

თავდაცვა

საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს

საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე დარეგისტრირებული 250-მდე რეკრუტი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გამოცხადდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები პირველად თავდაცვის ძელების ისტორიაში ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების პირველი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ.

მიხეილ ჩხენკელი

05 აგვისტო 2020, 11:49

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: გამოცდები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, სამედიცინო პროტოკოლი კი - ზედმიწევნით დაცული

ერთიანი ეროვნული გამოცდები, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გამოცდები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, სამედიცინო პროტოკოლი იყო ზედმიწევნით დაცული და ჩვენმა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ გამოცდები ყოფილიყო სრულყოფილ, აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ გამოცდების დროს მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი. ეროვნული გამოცდების დროს მოხდა უპრეცედენტო რამ, კერძოდ, ჩვენ ჩავატარეთ გამოცდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცრებული აბიტურიენტი იმყოფებოდა და ეს გამოცდაც წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თეონა თამაზაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:41

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ფედერალურმა ბიურომ ყველაფერი დეტალურად უნდა გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი და რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში

ფედერალურმა ბიურომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და გასუფთავდა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.

კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე

05 აგვისტო 2020, 11:38

საზოგადოება

კახა კალაძემ ჭავჭავაძეზე შექმნილი დისკომფორტისთვის მძღოლებს მოუბოდიშა და განმარტა, რომ სატრანსპორტო რეფორმა მსოფლიოს გამოცდილებით ხორციელდება

ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, პირიქით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა ბოდიში მოუხადა მძღოლებს, რომელთაც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს გადაადგილებისას პრობლემები შეექმნათ და საცობში იდგნენ, თუმცა მან ასევე ისაუბრა იმ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებაც საზოგადოებისთვის გარკვეულად მტკივნეულია.

კონდოლიზა რაისი

05 აგვისტო 2020, 11:33

პოლიტიკა

კონდოლიზა რაისი: საქართველომ საკუთარი დემოკრატია თვითონ უნდა ააშენოს

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს. ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია. „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პირველ დიპლომატს შეკითხვა „ამერიკის ხმამ“ დაუსვა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, კონდოლიზა რაისმა თქვა: „საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“.

05 აგვისტო 2020, 11:32

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 11:27

თემა

კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის: ვინ ვის და რაში ადანაშაულებს?

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, რეგიონში კი ვითარება ისევ დაძაბულია. 12 ივლისიდან, სამი დღის განმავლობაში, ორი ქვეყნის სამხედრო შენაერთებს შორის დაპირისპირება მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით გაგრძელდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - მშვიდობიანი მოქალაქეები. ბოლო შეტაკება 22 ივლისს დაფიქსირდა. ორივე მხარე ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებს. Deutsche Welle კი თითოეული მათგანის პოზიციებს გაეცნო.

05 აგვისტო 2020, 11:25

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 8.0 პროცენტამდე ამცირებს

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 8%-ით განისაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ონალინ ბრიფინგისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და 5,7%-ს შეადგენს, თვის დონეზე კი ფასები 0,5%-ით შემცირდა. სებ-ის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენელებს ქვემოდან დაუახლოვდება.

05 აგვისტო 2020, 11:23

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

„5 ახალი პაციენტიდან 3 გახლავთ გაჩიანის წყარო, ერთი შემოტანილი და ერთი საკარანტინო სივრციდან. ყველა პაციენტი გუშინ გვიან ღამით მოთავსდა კლინიკაში, მათთან მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დღეს მათ ჩატარდებათ გაფართოებული კვლევები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გვაქვს მოლოდინი რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ბინძური კამპანია აწარმოონ, ამიტომ არჩევნებზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი უნდა იყოს წარმოდგენილი

ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, ყველა იმ საკითხზე ისაუბრებენ, რაც მისიის წარმომადგენლების ინტერესის საგანი იქნება. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი, რათა არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართოს.