07 ივლისი 2020, 17:00 / სანდო წყარო

„ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა

„მენტალ ჰაბი“ მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

„მენტალ ჰაბი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მულტიპროფილურ გუნდს აერთიანებს. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან - თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე აქტიურად არიან ჩართულები აკადემიურ საქმიანობაში, ატარებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებსა და სემინარებს. ჩვენ გვაერთიანებს იდეა, რომ პაციენტზე ორიენტირებული გარემო სტიგმასთან და სტერეოტიპებთან ბრძოლით იწყება.

სწორედ ასეთ ნაბიჯად მიგვაჩნია ჩვენი ჩართვა responsible.ge-ს პროექტშიც. თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაპირველად მხოლოდ თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება შესაძლოა ძალიან დიდი იყოს იმ სამედიცინო პერსონალისთვისაც, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ“, - აკაკი ბურკაძე, ფსიქიატრი, „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი“.

უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსები როგორც ლუდომანებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.

„პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს, ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასთან“ სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი რომელიც თებერვალში გამოცხადდა ამ დრომდე მიმდინარეობს. „კამარას“ ფსიქოთერაპევტების პროფესიონალიზმის დამსახურებით კურსი არც პანდემიის გამო შეჩერებულა და ონლაინ რეჟიმშიც წარმატებით გაგრძელდა.

მიუხედავად ჩვენს პროექტზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა, პროგრამის გამოცხადებიდან 2 დღეში ადგილები სრულად შეივსო, რამაც მსგავსი შესაძლებლობის გაფართოების საჭიროებაში დაგვარწმუნა. კამარასთან თანამშრომლობის ფარგლებში კურსს 40-ზე მეტი ადამიანი გადის. „მენტალ ჰაბის“ რესურსით კიდევ რამდენიმე ჯგუფი შედგება. ასევე დაემატება სეანსები სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვანი შეთავაზებაა პანდემიასთან გამკლავებისთვისაც.

Responsible.ge-ის ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებას და ამით თამაშზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას კვლავ ვგეგმავთ“, - ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.

რეგისტრაცია „მენტალ ჰაბში“ 8 ივლისიდან დაიწყება. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.

რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.

(R)

ყველა სიახლე

ილონ მასკი

31 ივლისი 2021, 14:02

მსოფლიო

ილონ მასკი: არაფრის დირექტორობა აღარ მინდა

„Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო“.

31 ივლისი 2021, 13:53

რეგიონი

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

31 ივლისი 2021, 13:25

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შსს-ს ინფორმაციით, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე დაესწრო.

31 ივლისი 2021, 13:21

COVID19

დუშეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს

ქალაქ დუშეთში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს იმუნიზაციის ორ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება. კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ბრიგადა.

ეკატერინე ტიკარაძე

31 ივლისი 2021, 13:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორში მობილიზებული 7 ათასამდე საწოლიდან 6 ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია

„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1200-მდე პაციენტი მკურნალობს, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

31 ივლისი 2021, 12:59

სამართალი

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

31 ივლისი 2021, 12:47

COVID19

საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა

„ფაიზერისა“ და გერმანული პარტნიორი კომპანიის, „ბიონტექის“ მიერ შექმნილი კოვიდვაცინის - „ფაიზერის“ დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია. ქვეყანამ 160 ათასზე მეტი დოზა მიიღო.

31 ივლისი 2021, 12:18

COVID19

რატომ არაა კორონავირუსი „უბრალოდ გრიპი“ და რა საფრთხეს უქმნის „დელტა“ ვარიანტი ბავშვებს. ივანე ჩხაიძის განმარტება

„როდესაც თავიდან დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულ ადამიანს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია“.

31 ივლისი 2021, 12:15

საზოგადოება

დიდუბეში 48 მოსასვენებელ სივრცეში ინფრასტრუქტურა განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 48 მოსასვენებელ სივრცეში საპარკო ინვენტარი განაახლა.

31 ივლისი 2021, 11:58

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა, დაშავდა სულ მცირე 22 პატიმარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს.

ნინო ჭელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:45

საზოგადოება

ნინო ჭელიძე: ბატონი ირაკლი განათლების საერთაშორისო ცენტრის სულისჩამდგმელია - ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამის სულისჩამდგმელი ირაკლი ღარიბაშვილია.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:26

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

31 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპული დონის უნივერსიტეტი გვაქვს

„საუკეთესო, რაც შეიძლება, ქვეყანამ გააკეთოს, არის მომავალი თაობის განათლებაში ინვესტირება. ესაა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:14

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ისინი ახლა წარმატებით საქმიანობენ უცხოეთში. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, რომ მათ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ვერ ვიყენებთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

31 ივლისი 2021, 11:09

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს.

31 ივლისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,62%-ია

29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,62%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,78%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7,35%.

31 ივლისი 2021, 10:50

მსოფლიო

აგვისტოდან, საუდის არაბეთი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს

ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.

31 ივლისი 2021, 10:49

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

31 ივლისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1147 პაციენტი.

31 ივლისი 2021, 10:47

პოლიტიკა

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს და მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. 28 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია.