www.imedi /  07 ივლისი 2020, 16:51 / სანდო წყარო

კელი დეგნანი გორში იმყოფება

გორს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სტუმრობს. დიპლომატმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის, ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელის შენობის რეაბილიტაციაც USAID-ის პროექტის „ზრდა“-ს დახმარებით გასულ წელს განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“-ს და ეუთოს როგორც საპროექტო, ასევე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ელჩთან შეხვედრისას.

ელჩთან ერთად ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის „ზრდა“-ს წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2021, 00:23

მსოფლიო

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება. ამის შესახებ BBC იუწყება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ამიტომ პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები.

24 ივლისი 2021, 23:49

პოლიტიკა

საელჩო: 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას, – ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივლისი 2021, 23:30

COVID19

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 412 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-ის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 125 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 23:04

მსოფლიო

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. დასავლეთ გერმანიაში სტიქიის რაიონებში ისევ წვიმს. კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელის, ბეგონა ჰერმანის განცხადებით, ჯერჯერობით ნალექის რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის პირობები შესაძლოა, კვლავ გაუარესდეს, რის გამოც მიზანშეწონილია მოსახლეობის ევაკუაცია.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 22:27

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული

ჩვენ არ ვიბრძვით პროცენტებისთვის. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქმიანობას დავარქმევდით მუშაობას უკეთესი მომავლისთვის და არა ბრძოლასა და ომს, როგორც ამას უწოდებს ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 22:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თეა წულუკიანი შესახებ ორმა პროპაგანდისტულმა კომპანიამ კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა გაავრცელა

თეა წულუკიანს აქვს გუნდის და ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ყველა საუკეთესო წამოწყებაში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რასაც ასევე ტენდენციურად აშუქებდა ეს ორი პროპაგანდისტული კომპანია, სინამდვილეში ეს იყო კონტექსტიდან ამოჭრილი მასალა და ისინი მოვალეები იყვნენ მთლიანად გაეშუქებინათ რა იმ დღეს მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე

პრემიერ-მინისტრ არასრულწლოვან შვილებს აედევნენ, რეალურად ტელევიზიებთან კი არა, პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

24 ივლისი 2021, 21:20

საზოგადოება

თბილისის მერია: მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან

მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში თვითნებურად გააკრეს პლაკატები, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:02

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ქალაქში უკვე გამოჩნდა ჩვენი კანდიდატისა და თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერის კახა კალაძის პლაკატები, სწორედ ესენია ჩვენი პლაკატები

პლაკატებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება სიძულვილის ენას და პოლარიზაცია, საზოგადოებამ კარგად დაინახა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის დღის წესრიგშია დაპირისპირება და სიძულვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

24 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე 5 ივლისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სლოგანია - ყველანი ციხეში, რაც შეიძლება მეტი დაიჭირეთ. ჩვენ კი მტკიცებულებების საფუძველზე 30-მდე ადამიანი დავაკავეთ

მინდა გამოვეხმაურო 5 ივლისის მოვლენებს და ვთქვა ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია მოქალაქეების ურთიერთობა ძალადობის ენაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

24 ივლისი 2021, 20:30

სამართალი

პროკურატურამ ზუგდიდში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ზ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.

24 ივლისი 2021, 20:19

მსოფლიო

აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

აფრიკის სამხრეთით, სადაც ახლა ზამთარია, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია სამხრეთ აფრიკის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს. სინოპტიკოსების პროგნოზით დაბალი ტემპერატურა რეგიონში კიდევ ერთი კვირა იქნება. არსებული მონაცემებით ჰაერის ცივი მასა ანტარქტიდიდან დაიძრა.

24 ივლისი 2021, 20:07

ტაბლოიდი

ლონდონის პარკში 100-მდე ვირთხა ქალს თავს დაესხა

100-ზე მეტი ვირთხა ლონდონის პარკში 43 წლის ქალს თავს დაესხა. ამის შესახებ The Sun წერს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს საღამოს მოხდა. ვირთხებმა ქალი ხელ-ფეხზე დაკბინეს. „მე არასოდეს მინახავს ამ პარკში ცხოველები, მითუმეტეს ვირთხები, ეს საშინელება იყო“, - ამბობს სუზან ტრეფტუბი.

24 ივლისი 2021, 19:26

საზოგადოება

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

24 ივლისი 2021, 19:09

COVID19

18:00 საათის მონაცემებით, Pfizer-ის ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

18:00 საათის მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივლისი 2021, 18:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

მომხდარი ფაქტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ შემთხვევაში მედიასაშუალების წარმომადგენელთა ქცევა.. ეს უდავოა და ამას ვერავინ უარყოფს, ეს გამორიცხულია, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა.

24 ივლისი 2021, 18:27

COVID19

ნათია თურნავა: დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ნათია თურნავა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესტუმრა.

პაატა მანჯგალაძე

24 ივლისი 2021, 18:10

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება

ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივლისი 2021, 18:05

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე დოზის დასამატებლად რეგისტრაციას ნუ შეეცდებით, რადგან 24 საათში ვაქცინაციაზე უარყოფით შეტყობინებას მიიღებთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კულუმბეგოვი განმარტავს, რომ საქართველოში ვაქცინაციისას მესამე დოზის დამატების წესი არ მოქმედებს.

იაგო ხვიჩია

24 ივლისი 2021, 18:03

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

არ ვფიქრობთ ჩვენს კანდიდატზე. ვფიქრობთ, რომ არ ვართ მზად მერობის არჩევნების მოსაგებად. „გირჩი“ არასოდეს მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, სხვა პარტიას დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.