imedi /  08 ივლისი 2020, 13:32 / სანდო წყარო

„ფეისბუქმა“ ყალბი ახალი ამბების მამხილებელ მთავრობის სტრატკომის გვერდს ვერიფიკაცია მიანიჭა

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკ გვერდი „მთავრობის სტრატკომი“ შექმნა, რომლის მიზანია მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელით გავრცელებული ყალბი ახალი ამბების გამოვლენა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდა.

გვერდმა მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და გამოავლინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მომზადებული დეზინფორმაციული კამპანიები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სტრატკომის „ფეისბუქ“ გვერდზე ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

საერთაშორისო აუდიტორიისთვის ასევე შექმნილია „ტვიტერის“ ინგლისურენოვანი არხი.

ყველა სიახლე

მაიკ დევაინი

06 აგვისტო 2020, 22:56

COVID19

ოჰაიოს შტატის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდგინდა

ოჰაიოს შტატის გუბერნატორს, მაიკ დევაინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნატორის ოფისი ავრცელებს.

თამარ ბაჩალიაშვილი

06 აგვისტო 2020, 22:53

სამართალი

რა წერია ჩვენებაში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა მამამისის წინააღმდეგ მისცა

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მამამისის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას აძლევს. აღნიშნული, 2012 წლით თარიღდება. „ქრონიკამ“ ასევე მოიპოვა დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული დასკვნა ასევე 2012 წელს, ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ არის შედგენილი. ექიმის დასკვნა, სადაც ის თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს, დაწერილია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მამის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ.

ექიმი ნაწლავური ჩხირი

06 აგვისტო 2020, 22:50

რეგიონი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში დაფიქსირებულ ნაწლავური ინფექციების შემთხვევებს ჯგუფური სტატუსი არ აქვს

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი "Escherichia coli" ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს. „ბათუმის წყალის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს. „ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი“, - აცხადებენ კომპანიაში.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 22:48

საზოგადოება

ივანე მაჭავარიანი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება

„დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მლნ ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 22:39

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: ერთობლივი მუშაობის შედეგად რაჭაში პრაქტიკულად ყველა სოფელთან გზა, ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა აღდგა

ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოში მონაწილეობენ. „რაჭაში700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძიებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

06 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩემი კოლია, ალბათ, არასდროს იქნება პრეზიდენტი - მას პრეზიდენტობისთვის არ ვამზადებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის უმცროს შვილს პრეზიდენტის როლისთვის არ ამზადებს. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

06 აგვისტო 2020, 22:05

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგზარდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაბა ჯვარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

06 აგვისტო 2020, 21:57

სამართალი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

06 აგვისტო 2020, 21:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (1,3 მილიარდი ადამიანი) ეს არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მთავრობას ვირუსის გავრცელების რეალური სტატისტიკის დამალვაში ადანაშაულებენ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

06 აგვისტო 2020, 21:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს და უფრო ძლიერი ურთიერთობები გვექნება, ვიდრე ოდესმე გვქონია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს.

ნათია სხვიტარიძე

06 აგვისტო 2020, 21:25

COVID19

ნათია სხვიტარიძე: ჩვენ შევძელით ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობა კონტროლირებადი გაგვეხადა

„იმისათვის რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ და რისკი არ გაიზარდოს, მხოლოდ მთავრობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. როგორც გაზაფხულის პერიოდში იყო, ახლაც, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის მარტივი რეკომენდაციები რომელიც ჯანდაცვის სექტორის მიერ არის მოწოდებული და რომელიც აპრობირებულია“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

06 აგვისტო 2020, 21:15

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის

​საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რვა ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს.

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 21:10

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: 800 ათასზე მეტი ბავშვისთვის დახმარების გაცემა კოვიდ ფონდის 134-მილიონიანი შემოწირულობით გახდა შესაძლებელი

„დაახლოებით 70 მილიონი ლარის არის ის 200 ლარიანი დახმარება, რომელიც 17 წლის ჩათვლით ბავშებისთვის განისაზღვრა. სწორედ კოვიდ ფონდის 134 მილიონმა მოგვცა საშუალება, ასეთი მოცულობის პაკეტი შეგვეთავაზებინა საკმაოდ დიდი ჯგუფისთვის. ეს არის 800 ათასზე მეტი ბავშვი და ამ თანხის ხელმისაწვდომი იყო ერთ-ერთი პარამეტრი, რამაც საშუალება მოგვცა ამ დიდ ჯგუფს დავხმარებოდით“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

06 აგვისტო 2020, 20:56

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს, რომ არჩევნების გადადებაზე ვიფიქროთ

ჩვენი ქმედებების, იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ჩვენ პირველივე დღეებიდან განვახორციელეთ, პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ სტაბილური ვითარება გვაქვს, შესაბამისად არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს, რომ ჩვენ არჩევნების გადადებაზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი შოთაძე

06 აგვისტო 2020, 20:52

სამართალი

გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს).

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 20:50

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილმა იმ სამუშაოს შესახებ ისაუბრა, რომელიც სოციალური დახმარების მესამე პაკეტის წარდგენას წინ უძღოდა

„მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე შეგვეძლო შეგვეფასებინა თუ რამდენ ადამიანს სჭირდება შემოსავლების ან სამსახურის დაკარგვის შემდეგ მისაღები კომპენსაცია და თვითდასაქმებულთა კომპენსაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შევძელით რომ შეგვეფასებინა თუ რა რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისთვის რომ ჩვენ უკვე მესამე პაკეტი შეგვეთავაზებინა. და სწორედ ამ ანალიზის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ ის პაკეტი შეგვეთავაზებინა დღეს, რაც იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი

06 აგვისტო 2020, 20:38

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფინანსური დახმარება მთავრობის მთავარ პრიორიტეტს - თითოეულ ადამიანზე ზრუნვას უსვამს ხაზს

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის მთავარ საზრუნავს - თითოეულ ადამიანზე და განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენს ახალგაზრდებზე, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

06 აგვისტო 2020, 20:26

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ანგელა მერკელი ძუ მგელია - ევროპა მის გარეშე ძალას დაკარგავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ძუ მგელია, ხოლო ევროპა მის გარეშე ძალას დაკარგავს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

06 აგვისტო 2020, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: დეზინფორმაცია ვირუსზე უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19-მა გამოავლინა, თუ როგორ წარმოადგენს დეზინფორმაცია უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს.