imedi /  08 ივლისი 2020, 15:29 / სანდო წყარო

LE TEMPS: საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, რეგულარულად წარმოდგენილია, როგორც ყველაზე მოწინავე ქვეყანა რეფორმების თვალსაზრისით

Le Temps

ფრანგული გამოცემა LE TEMPS საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით ,,საქართველო - იქნება ევროკავშირი მასთან?” პუბლიკაციის ავტორი ღრმა, ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე(DCFTA) საუბრობს, რომელსაც ამჟამინდელმა მთავრობამ ხელი მოაწერა და წერს, რომ ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კანდიდატად მოიაზრება.

გამოცემა ქვეყნის პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც წერს და აღნიშნავს, რომ ქალის პრეზიდენტად არჩევა რეგიონისთვის უჩვეულოა.

„2018 წელს, საქართველოსთვის უჩვეულოდ ქალი აირჩიეს პრეზიდენტად. გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მუშაობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის ელჩი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის წევრი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იგი მალე აღმოჩნდა ყოფილი ადგილობრივი რეჟიმის მომხრეების წინააღმდეგ. დაახლოებით 1 წლის წინ, ხმათა 60%-ით ქვეყნის პრეზიდენტად არჩევამ მას მყარი ლეგიტიმურობა შესძინა“, - წერს ავტორი, რომელიც ასევე ქვეყნის გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთთან კონფლიქტზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ადგილმდებარეობა უნიკალურია და ქვეყანამ სავაჭრო პარტნიორების სიის გაფართოების აუცილებლობა სწრაფად გააცნობიერა და რეფორმების განხორციელებას შეუდგა.

„ამჟამინდელმა მთავრობამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებას (DCFTA) და იგი მოიაზრება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კანდიდატად. როგორც ევროპის საბჭოს წევრი, შვეიცარიის მსგავსად, ის ასევე არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, სადაც რეგულარულად წარმოდგენილია, როგორც ყველაზე მოწინავე ქვეყანა რეფორმების თვალსაზრისით. ამრიგად, მთავრობამ ჩაატარა ფართო პროექტები, რომლებიც ეხება ქვეყნის განვითარების პრაქტიკულად ყველა ასპექტს. ეს მოიცავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისში. მცირე და საშუალო მასშტაბის კორუფცია პრაქტიკულად აღმოფხვრილია (წყარო: OFPRA). თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ამჟამინდელი მთავრობისთვის დეკლარირებული პრიორიტეტია. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საქართველოს მთავრობამ მ.წ. მარტში გამოაცხადა შეთანხმება საარჩევნო სისტემის გადამწყვეტი რეფორმის შესახებ, რომელიც მმართველი ქართული ოცნების პარტიის ხანგრძლივი ამბიცია იყო. საარჩევნო რეფორმის განხორციელება შესაძლებელი გახდა მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ეგიდით. ამ ნაბიჯს მიესალმნენ ევროკომისიისა და აშშ-ის ადმინისტრაციის გამოჩენილი წევრები”, - წერს LE TEMPS-ი.

ავტორის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზა ამ პატარა, მაგრამ დინამიკური სახელმწიფოსთვის ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ აგრძელებს თავისი კურსით სვლას. ის ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებსაც უთმობს.

„ეკონომიკურ სფეროში, აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე. ბიზნესის კეთება მკვეთრად გამარტივებულია. მენიუში ასევე საგადასახადო რეფორმები და პრივატიზაცია შედის. ეს ძალისხმევა აღიარა მსოფლიო ბანკმა, რომელიც საქართველოს მსოფლიოში მე-7 ქვეყნად ასახელებს „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“. ქვეყნის მოდერნიზაციამ და საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით წინსვლამ უკვე ნაყოფი გამოიღო. ზრდა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში 4%-ზე მეტი შეადგინა, სავარაუდოდ, COVID-ის პანდემიისა და მიღებული ეკონომიკური შოკის დასრულების შემდეგ 4.5%-სა და 5%-ს შორის შენარჩუნდება. ამჟამად საქართველო კრიზისის დასაძლევად წარმატებით მიიწევს წინ: ძირითადი ნაშთები არ არის უგულვებელყოფილი, თუმცა: ვალი მშპ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მოდის, ხოლო ინფლაცია, რომელიც 2019 წელს 4.3% იყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დაეცემა. უთანასწორობა მცირდება, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ისევ მაღალია. გარდამავალ ეტაპზე ამ ქვეყანამ შეძლო სიღარიბის შემცირება 2006 წლის 32%-დან 2017 წლის 16% -მდე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით. მსოფლიო ბანკი ასევე მიესალმება სიღრმისეულ რეფორმებს ეკონომიკისა და მმართველობის სფეროებში და ხაზს უსვამს მის რეპუტაციას, როგორც „რეფორმების ვარსკვლავს“. „მწვანე“ მაჩვენებლების რაოდენობა შთამბეჭდავია. ეკონომიკური გარემო ხელსაყრელია, საინტერესოა გეოპოლიტიკა, არის ინვესტიციების საჭიროება, არსებობს შვეიცარიის სამართლებრივი ჩარჩო, ადგილობრივი რეგულაციები საიმედოა... მსხვილი უცხოელი ინვესტორები კი ჯერ მასობრივად არ ჩამოსულან. ჩინეთმა შეცდომა არ დაუშვა და, თავის მხრივ, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში 2018 წელს შევიდა. თავის მხრივ, შვეიცარიასაც თავისი წვლილი შეაქვს EFTA–ს მიერ ხელმოწერილი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რასაც ემატება ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება და ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ ხელშეკრულება. ერთადერთი, რაც დარჩა გასაკეთებლი, მიზნისკენ სვლაა“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 22:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს

როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის ჯარები დგას და ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ურთიერთობების ნორმალიზება, ყველასთან ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიონელ მესი

05 აგვისტო 2021, 21:57

სპორტი

ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ, სამი საკვანძო რეკომენდაცია ასახულია

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

არჩილ ყარაულაშვილი

05 აგვისტო 2021, 21:37

პოლიტიკა

არჩილ ყარაულაშვილი: ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია

ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თეა მაისურაძე

05 აგვისტო 2021, 21:30

პოლიტიკა

თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

„რაც შეეხება ვიზიტის გაუქმებას, ამასაც ვერ დავადასტურებ. ვიზიტი არ გაუქმებულა და მისი ორგანიზება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დღის წესრიგშია და ვადასტურებ, რომ მათ შორის პრემიერის ვიზიტი განიხილება და უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ეს დარჩება დღის წესრიგში მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება ქართულ და ლატვიურ მხარეებს შორის ვიზიტის კონკრეტილ თარიღებზე“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი ამილახვარი
კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: საარჩევნო კამპანია დახუნძლული იქნება ინოვაციებით, რეალისტური იდეებით და სწორი პროგრამით

მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს. ეს ჩემისთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ვერთვები საარჩევნო კამპანიაში მერობის გამორჩეულ კანდიდატთან ერთად ვერთვები, - ამის შესახებ კახა კალაძის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა, შტაბის გახსნაზე განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

05 აგვისტო 2021, 20:38

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზინტსმა განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

გიორგი ამილახვარი

05 აგვისტო 2021, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა

დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისი საარჩევნო შტაბის გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

05 აგვისტო 2021, 20:11

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების ფაქტს განმარტავს

რუსი მესაზღვრეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ვოსკეპარში განთავსდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 აგვისტო 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა

ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესზე საუბრობს.

დავით ქართველიშვილი

05 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს

არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება - იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე - მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 19:35

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

გია აბაშიძე

05 აგვისტო 2021, 19:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ამ „ქეისშიც“ დაცული რომ იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება სააკაშვილისა და ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული

ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიანა ჩოლოიანია ვადამდე გათავისუფლებას. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

05 აგვისტო 2021, 19:23

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

სანი შენერი
ირაკლი ღარიბაშვილი

05 აგვისტო 2021, 19:22

ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV-ის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ოპერირება განაახლეს როგორც იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც პანდემიამდეც ოპერირებდნენ, ასევე ქვეყანაში შემოვიდა არაერთი ახალი კომპანია, რომელიც რეგულარულ რეისებს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებს.