www.imedi /  08 ივლისი 2020, 23:22 / სანდო წყარო

ეკა ბერიძე: საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია

ეკა ბერიძე

ეკა ბერიძე

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, რაციონალური მიდგომით მოვიგერიეთ ვირუსი“ - ამის შესახებ ჟურნალისტი, ეკა ბერიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ვერცერთმა მთავრობამ აქამდე ვერ შეძლო შეემუშავებინა მკაფიო და განგრძობითი სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი კონკურენტული ეკონომიკური უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე, იქ, სადაც მაღალი კონკურენციაა და მკაცრი პირობები.

მისივე თქმით, საფრთხის გამოჩენის პირველივე დღიდან ხელისუფლებამ პირველი რიგის ამოცანად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა დაისახა და საზოგადოების ნაწილის მიერ გადამეტებულად მიჩნეული ღონისძიებები, სინამდვილეში გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა იყო და არის. ეს არაერთმა მაგალითმა დაამტკიცა.

„დღეს ჩვენ ბეწვის ხიდზე ვართ. ერთი მხრივ-ევროკავშირმა საზღვრები გაგვიხსნა და გვაქვს პერსპექტივა ტურიზმის აღდგენის ხარჯზე შედარებით გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე მხრივ, არის საფრთხე გავიუარესოთ დიდი ძალისხმევის ხარჯზე შენარჩუნებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. არავინ იცის, როდემდე ვიდგებით რისკის წინაშე, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პროგნოზი, შეძლებენ თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნას და თუ შეძლებენ, როდის? გაყოფილია საზოგადოებრივი აზრიც, რადგან ნაწილისთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მეორე ნაწილს უფრო მეტად ეკონომიკური კოლაფსის ეშინია“ - აღნიშნავს ეკა ბერიძე.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, რადგან იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლიც ახერხებს წარმატებით გაუმკლავდეს პანდემიას, ჩვენზე გაცილებით მდიდარია.

„ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, იცით რატომ? უკვე რამდენიმე წელია ჩემი მეგობრების პატარა სასტუმროს ურეკში, მათი მეგობარი, სომხეთის მოქალაქე ქირაობს. ჩამოყავს თავისი ქვეყნიდან ტურისტები და სრული დატვირთვით ამუშავებს ბიზნესს. ახლა გავიგეთ რომ სერგეი, ანუ ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობრის სასტუმროს ასე კარგად ამუშავებდა, ერევნის ერთერთი კლინიკის რეანიმაციაშია კოვიდ 19-ის დიაგნოზით…

საქართველო ის ქვეყანაა, რომლის ვერც ერთმა მთავრობამ აქამდე ვერ შეძლო შეემუშავებინა მკაფიო და განგრძობითი სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი კონკურენტული ეკონომიკური უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე, იქ, სადაც მაღალი კონკურენციაა და მკაცრი პირობები.
აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ დაუსახავს პრიორიტეტად, ეფიქრა ქართველი ხალხის გენეტიკიდან, ბუნებიდან, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეიძლება პერსპექტივაში იყოს ჩვენი კეთილდღეობის გასაღები. ვგულისხმობ საფუძვლიან, კვლევებზე დაფუძნებულ გეგმას. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საქართველოსთვის საბანკო სექტორის განვითარების შემდეგ, პრიორიტეტად ტურიზმი იქცა, რასაც არაერთი ობიექტური თუ სუბიექტური საფუძველი ქონდა-დაწყებული ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნებით, დამთავრებული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით.
2012 წლიდან სახელმწიფომ გააცნობიერა, რომ საჭირო იყო მეტი ყურადღება დაეთმოთ სოფლის მეურნეობისა და წარმოებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ შევძელით შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია და თითქმის სრულად ვართ დამოკიდებული გარე ტურიზმზე, მათ შორის ყველაზე დიდი, ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყნიდან, რომლის პრეზიდენტის განწყობების ცვლილება, როგორც წესი, პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკური ზრდის და კლების პარამეტრებზე.
ამის მაგალითად 2019 წლის ზაფხულიც კმარა, როდესაც უპასუხისმგებლო ტელევიზიის და ჟურნალისტის ქცევას მორიგი ძალის დემონსტრირება, რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შეჩერება და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მოყვა. თუმცა ის ზარალი რა თქმა უნდა არ შეედრება ახლანდელ მდგომარეობას, როდესაც კოვიდ 19-მა სრულიად შეცვალა მსოფლიო რეალობა.
ჩვენი ქვეყანა დღეს გამონაკლისია, იცით რატომ? იმ ქვეყნების უმრავლესობა, რომლიც ახერხებს წარმატებით გაუმკლავდეს პანდემიას, ჩვენზე გაცილებით მდიდარია- ლუქსემბურგი 26-ჯერ მდიდარია საქართველოზე მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე, ახალი ზელანდია-9-ჯერ, კვიპროსი-6-ჯერ და ა.შ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, რაციონალური მიდგომით მოვიგერიეთ ვირუსი.
საფრთხის გამოჩენის პირველივე დღიდან ხელისუფლებამ პირველი რიგის ამოცანად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა დასახა. საზოგადოების ნაწილის მიერ გადამეტებულად მიჩნეული ღონისძიებები, სინამდვილეში გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა იყო და არის ახლაც. ეს არაერთმა მაგალითმა დაამტკიცა.
გიორგი გახარიამ მთელ გუნდთან ერთად არსებული მდგომარეობიდან და ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე ეკონომიკური პრიორიტეტებიც დასახა-საქართველო უნდა გახდეს ჰაბი დიდ ეკონომიკებს შორის, ვაჭრობის, ბიზნეს აქტივობებისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით, გამომდინარე იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან, რაც ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ ევროკავშირთან და მეორე მხრივ-ჩინეთთან.
ეკონომიკური პლაცდარმი, ღვინის სამშობლო, აგრარული ქვეყანა, უნიკალური კინომოედანი, ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს.
თუმცა ამ გეგმების განხორციელებას დრო ჭირდება და ტურიზმი ამ ეტაპზე ისევ რჩება მთავარ მიმართულებად საქართველოსთვის.
დღეს ჩვენ ბეწვის ხიდზე ვართ. ერთი მხრივ-ევროკავშირმა საზღვრები გაგვიხსნა და გვაქვს პერსპექტივა ტურიზმის აღდგენის ხარჯზე შედარებით გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე მხრივ-გვაქვს საფრთხე გავიუარესოთ დიდი ძალისხმევის ხარჯზე შენარჩუნებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. არავინ იცის, როდემდე ვიდგებით რისკის წინაშე, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი პროგნოზი, შეძლებენ თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნას და თუ შეძლებენ, როდის?
გაყოფილია საზოგადოებრივი აზრიც, რადგან ნაწილისთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მეორე ნაწილს უფრო მეტად ეკონომიკური კოლაფსის ეშინია.
როგორ უნდა მოიქცნენ მთავრობა და ეპიდემიოლოგები, რა არის ოპტიმალური გამოსავალი? მითუმეტეს რომ ჯერჯერობით ვერცერთმა ქვეყანამ მოახერხა შეენარჩუნებინა პოზიტიური ეპიდემიოლოგია საზღვრების გახსნის ფონზე. მაგალითები უარყოფითია(პოლონეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი…). მცირე ხნით საზღვრების გახსნა ვერ მისცემს ქვეყანას იმ ეკონომიკურ ეფექტს, რა ზარალიც შესაძლოა, ვითარების გაუარესებით მიიღოს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ თანმიმდევრულობას. როგორც აქამდე, გავითვალისწინებთ სხვების გამოცდილებას, პრიორიტეტად დავტოვებთ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ეტაპობრივად, წესების სრული დაცვით, ძალიან ფრთხილად გავხსნით ჩვენს საზღვრებს. პარალელურად შევძლებთ შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას-საქართველო სწრაფად უნდა იქცეს იმ მოედნად, სადაც სავაჭროდ ერთმანეთს ევროპა და აზია შეხვდებიან, სადაც ჰოლივუდი გადაიღებს საუკეთესო ფილმებს, სადაც ღვინის სამშობლოში სტუმრობა სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის პრესტიჟის საქმე იქნება და არასოდეს დაავიწყდებათ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და ეფექტურად მოეგერიებინა ყველაზე საშიში პანდემია“ - წერს ეკა ბერიძე.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

გერმანიაში ნუდისტ კაცს ტახმა ნოუთბუქი მოჰპარა. ფოტოები

გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში ნუდისტ კაცს, რომელიც ცურვით იყო გართული, ტახმა ნოუთბუქი მოჰპარა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ცხოველმა კაცს ჯერ პიცა შეუჭამა, შემდეგ „დესერტის“ ძებნა დაიწყო და ბოლოს, ცელოფანში გახვეულ ნოუთბუქზე „შეაჩერა არჩევანი“.

08 აგვისტო 2020, 00:49

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას

„აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ Facebook-ზე ავრცელებს.

08 აგვისტო 2020, 00:20

მსოფლიო

ჩინეთში უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელმაც ორი ბიჭის მკვლელობისთვის 26 წელი ციხეში გაატარა

ჩინეთში, უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 26 წელი ციხეში გაატარა. ამის შესახებ Global Times წერს. 53 წლის ჩჟან იუხანმა საპატიმრო 4 აგვისტოს დატოვა. პროვინცია ცზიანსის სასამართლომ ის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო უდანაშაულოდ ცნო.

მიკელ არტეტა

08 აგვისტო 2020, 00:00

სპორტი

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სახლის დასაცავად ძაღლი შეიძინა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სახლის დასაცავად ძაღლი შეიძინა. არტეტამ ჰოლანდიურ ნაგაზში 20 ათასი ფუნტი გადაიხადა და შინაურ ცხოველთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. ბოლო პერიოდში ინგლისში ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სახლებს, მათი მაღალი შემოსავლიდან და ქონებიდან გამომდინარე ხშირად ძარცვავენ, რის გამოც თავის დასაცავად ასეთ მეთოდებსაც მიმართავენ. არტეტამდე სახლის მცველად ძაღლები ჯეკ უილშირმა, დელე ალიმ, პოლ პოგბამ და სხვა ცნობილმა მოთამაშეებმაც შეიძინეს.

07 აგვისტო 2020, 23:45

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

07 აგვისტო 2020, 23:43

მსოფლიო

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი: ჩინეთს ტრამპის გამარჯვება არ სურს, ხოლო რუსეთი ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის უამრავ ზომას მიმართავს

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, უილიამ ევანინამ იმ საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ემუქრება. მისი თქმით, რუსეთი უამრავ ზომას მიმართავს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის, ხოლო ჩინეთს კი ურჩევნია, რომ დონალდ ტრამპი მეორე ვადით არ დარჩეს თეთრ სახლში.

07 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგიისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გაეცნენ. შეხვედრა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საერთაშორისო პროექტში - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ როგორც წამყვანი პარტნიორის ჩართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 სტივ ჰანსენი

07 აგვისტო 2020, 23:27

სპორტი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა. ჰანსენს აღნიშნული ტიტული ოჯახის წევრებისა და ნათესავების თანდასწრებით, გენერალ-გუბერნატორმა დეიმ პატსიმ უბოძა. 61 წლის სპეციალისტი „ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით ზელანდიელებმა 107 მატჩიდან 93 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და 10 წააგეს.

07 აგვისტო 2020, 23:10

რეგიონი

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების აქცია გამართეს

2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში, ქალაქში რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. ავიაიერიშის შედეგად მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. ტრადიციულად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში სანთლების აქცია მოეწყო წარწერით - 08.08.08. სკვერში მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და აგვისტოს მძიმე დღეებს გაიხსენეს.

07 აგვისტო 2020, 23:04

ტექნოლოგიები

უკრაინაში 7 თვეში მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა

უკრაინაში, 2020 წლის დასაწყისიდან მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 22:59

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი საფრანგეთში ვირუსის 9 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

07 აგვისტო 2020, 22:48

სამართალი

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა. მან ჟურნალისტებს უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და შემდეგ მისი ძებნა დაიწყო.

მიშელ აუნი

07 აგვისტო 2020, 22:32

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს

ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 22:28

საზოგადოება

ლუსი ფლინი: იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდნენ, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

07 აგვისტო 2020, 21:58

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.

კახა კალაძე

07 აგვისტო 2020, 21:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას

ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

07 აგვისტო 2020, 21:52

მსოფლიო

ინტერპოლი ბეირუთში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

ინტერპოლი ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

07 აგვისტო 2020, 21:52

საზოგადოება

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პირველადი ანგარიში განიხილეს

შეხვედრაზე სტრატეგიის პირველადი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე, გერმანული და ბერძნული კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მაია ბითაძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე სწორი გზა ქალაქში მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ.

07 აგვისტო 2020, 21:47

საზოგადოება

დიდ დიღომში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.