imedi /  10 ივლისი 2020, 14:07 / სანდო წყარო

კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა

კახა ბექაური

კახა ბექაური

ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვინაიდან პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით, შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს მომხმარებლებისთვის და ქვეყანამ ეკონომიკური ზიანი მიიღოს, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს.

,,საქმეც იმაშია, რომ თუ კომისიის გადაწყვეტილება არ სრულდება და ჯარიმებიც არ იქნა გადახდილი, ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება კომისიის მხრიდან ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არსობრივად, ჩვენ ზუსტად ვუწოდებთ, რომ არ ნაცვლდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორის ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სხვა ავტორიზებული პირის მიერ ან ნაცვლდება პირდაპირ. ამიტომ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები დაგვიდგეს ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით. ამიტომ ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაფრთხილებამ და სამმა ჯარიმამ შედეგი არ გამოღო აღსრულების მხრივ, ნუ წავალთ პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევასა და ავტორიზაციის შეჩერებაზე, რადგან რამდენიმე ძლიერი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება დადგეს მომხმარებლებისთვის და ეკონომიკური ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ჩვენი მიზანია შემოვიღოთ უფრო მსუბუქი ფორმა დროებითი მმართველის სახით, რათა არ დაზარალდეს საზოგადოება და სახელმწიფო“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2020, 22:26

COVID19

კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, Facebook-მა სამ თვეში 7 მილიონი პოსტი წაშალა

მიმდინარე წლის იანვრიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, ახალი კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, 7 მილიონი პოსტი წაშალა.

ჯიმ რიში

11 აგვისტო 2020, 22:23

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბელარუსის მომავლისა და სუვერენიტეტისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

11 აგვისტო 2020, 22:12

სამართალი

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

ფონიჭალაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ალექსანდრე გოგინავა

11 აგვისტო 2020, 22:09

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაცული იქნას ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემილოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად გასცემენ. ეს არის ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენა და ა.შ.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან. ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ბექა ფერაძე

11 აგვისტო 2020, 22:03

საზოგადოება

ბექა ფერაძე: შემოწმებულია 2964 სასტუმრო და ნებართვა გაცემულია 1454-ზე

დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 2964 სასტუმრო და ნებართვა გაცემულია 1454-ზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ინსპექტირება ხორციელდება ფიტნესსა და აუზებზე, რომლებიც ასევე შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებიტი დასკვნის საფუძველზე ახდენს ოპერირებას და ენიჭებათ მუშაობის უფლება.

11 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რუსეთი ვაქცინა ჯამო

11 აგვისტო 2020, 21:43

COVID19

ჯანმო: რუსეთმა ვაქცინის მასობრივ წარმოებამდე მეტი ტესტირება უნდა ჩაატაროს

„ვაქცინის ნებისმიერი მწარმოებელი ამ პროცედურებს უნდა მიჰყვეს, რათა ვაქცინის უსაფრთხოების გარანტირება შეძლოს და ჯანმოს რეკომენდაცია მიიღოს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

11 აგვისტო 2020, 21:41

სამართალი

5-დღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში დაკარგული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთის რეგიონში, გარდაცვლილი იპოვეს 70 წლის კაცი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძე სახლიდან 6 აგვისტოს, დილით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

ჟოზეპ ბორელი

11 აგვისტო 2020, 21:36

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას შეისწავლის

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 21:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ მოსახლეობას, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა

სიტუაცია ქვეყანაში არის მართვადი, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც აუცილებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დამუშავება.

11 აგვისტო 2020, 21:18

საზოგადოება

გიორგი დონაძე: დღეს ქართულ კულტურას უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და ეს ,,ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

„დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ქართული კულტურას და ეს არის ,,ქართუსა’’ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“ - ამ სიტყვებით გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე, რომელიც ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში გაიმართა.

გიტანას ნაუსედა

11 აგვისტო 2020, 21:16

მსოფლიო

ლიეტუვას პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტი უნდა გამართოს

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტი უნდა გამართოს.

11 აგვისტო 2020, 21:14

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი 148 გახდა. კვლევა 111 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 5 პირს ვირუსი აღმოაჩნდა. აფხაზეთში კორონავირუსისგან 50 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ქადაგიშვილი

11 აგვისტო 2020, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ გვაქვს უფლება ვთქვათ - ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ილიას ანდერძი ცხოვრებაში გავატაროთ

სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ის ხიდები აღვადგინოთ, რომელიც ჩატეხილია ამ ომების მიერ ჩვენს მოძმე ოს და აფხაზ ხალხთან და სწორედ ასეთი ერთობით დარწმუნებული ვარ, ილიას სამშობლოდან დაწყებული მშენებლობა მივა ენგურზე, გადავა ფსოუზე, მივა ყველგან, სადაც კი ილიას საქართველოსთვის ლექსი უთქვამს და უგალობებია. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის გავერთიანდებით და გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

11 აგვისტო 2020, 21:01

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 7 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 160 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 40 593 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 037 ადამიანი, 33 157-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

11 აგვისტო 2020, 21:00

COVID19

ამირან გამყრელიძე თქმით, ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ყაზბეგში ეპიდაფეთქების ლოკალიზება

„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად მიმდინარეობს ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებული კლასტერის კონტაქტების მოკვლევა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 20:50

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები, ვიდრე პანდემიაა, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს

არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემიაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გმყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

ირაკლი სესიაშვილი

11 აგვისტო 2020, 20:44

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ

„ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, ცდილობენ რომ ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის. ერთი მხრივ ამორალურია ეს საქციელი, მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ამას ვერ ვიტყვით სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებულები საქმეების გამოძიებით“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2020, 20:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. „ისპანკა“ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მიზეზი გახდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. „ისპანკა“ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მიზეზი გახდა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 20:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, თურმე კორონა მთებში ისვენებსო

„ჩემმა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, თურმე კორონა მთებში ისვენებს . ყაზბეგსა და მესტიის რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო. დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში. მესტიაში კი ხედავთ, რაც გვაქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოსალოდნელი იყო, რომ მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა.